გავაგრძელებ მე-18 თავს, II ნაწილი იხილეთ:
ამათი პრობლემები მოგვცამაპატიეთ, ცოტა მოზრდილი ფრაგმენტი თუ გამოვიდა, უბრალოდ გაწყვეტა არ გამოვიდოდა, დიალოგებია.
***18-And a folded knife in my pocket - as a memory of past desperate days...***(ნაწილი III)
თვალები გავახილე. ხორხში რაღაც გაჩხერილი მქონდა, ყურს კი პერიოდული უძლური სიგნალი წვდებოდა. წითელთმიანი, ღია მწვანე ხალათიანი მედდა თავზე დამადგა და შუბლზე ხელი დამადო. სწორედ ხორხში გაჩხერილი იმ რაღაცის გამო ხმას ვერ ვიღებდი. სამაგიეროდ მან არ დააყოვნა:
- ყველაფერი წესრიგშია, როგორც კი სუნთქვა დარეგულირდება, მილსაც ამოგხსნი.
ეს თქვა და ოთახი დატოვა. ხმები მომესმა, კისერს ვერ ვატრიალებდი, თურმე ამ იდიოტური მილის გამო, მაგრამ არც მჭირდებოდა, ჩემი თვალთახედვის არეში ორი პოლიციელი იდგა: ჭორფლიანი ქალი და მელოტი კაცი. ხმას არ იღებდნენ, ცოტა ხანი დააყოვნეს და გავიდნენ.
საღამოს, რომლის შემოცინებაც ფანჯრიდან დავინახე, უკვე ხელოვნური სუნთქვის აპარატი მოხსნილი მქონდა. ყელის ტკივილის მიუხედავად, ლაპარაკი როგორღაც შემეძლო. ექიმმაც მაცნობა, რომ დღეისათვის ბოლოჯერ მამოწმებს, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია:
- ახლა დაგემშვიდობებით, საჭიროების შემთხვევაში მორიგე ექიმი გინახულებთ, მე კი დილით, 7 საათზე ისევ გესტუმრებით.
შუა ხნის , ჭაღარაშერეული კაცი იყო. მულტფილმის დოქტორ აიბოლიტს მიაგავდა. თითი ნიკაპზე გამისრიალა და ნებიერი ძილი მისურვა.
მიუხედავად მიხურული კარებისა, მისი დისკუსია მაინც მესმოდა:
- არ არის ცუდად, აბსოლუტურად ყველაფერი მწვანე შუქის ფარგლებშია, მაგრამ რა დაშავდება დილამდე რომ მოიცადოთ? არ შეიძლება აღელვება!
მამაკაცის მკაცრი ხმა კი უჭრიდა:
- თუ ლაპარაკი შეუძლია, დილამდე ვერ დავაყოვნებთ, გამოძიებისთვის აუცილებელია მისი ჩვენება.
ახლა ქალის ხმა მიემატა:
- ჩვენება კი არა, თავად ეჭვმიტანილია!
დაასრულა რა ამის თქმა, შემოაღო კარები, მელოტი პოლიციელიც თან მოჰყვა. მათ კი ექიმმა ხმამაღლა დააწია:
- მედდა შეამოწმებს, 10 წუთზე მეტს ვერ გაჩერდებით!
ქალმა მძლავრად შემოიხურა კარები, თითქოს არ გაუგონია მკურნალი ექიმის ნათქვამი.
ორივემ სათითაოდ თავი წარმომიდგინა. ქალმა დაიწყო:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი თქვენ თან არ აღმოგაჩნდათ. თქვენი ვინაობა !
მეც ჩემი ნამდვილი ვინაობა დაბალი ხმით გავანდე.
- სად შეიძლება ამის დამტკიცება?
ისევ ქალი აქტიურობდა.
ხელი ყელზე მივიდე , გადაყლაპულმა ნერწყვმა ამატკინა . სანამ ენას მოვაბრუნდებდი ისევ ჩაარაკრაკა:
- სად გაქვთ საბუთები? როგორ დაამტკიცებთ?
როგორც იქნა, მოვახერხე ხმის ამოღება , რამაც უფრო დამფხაჭნა ხორხში:
- სადგურზე... მარატებლის სადგურზე. დეპონირებულია ჩემი ხელჩანთა... უჯრა ნომერი 23...
ჩვეულებრივ ასე ვაკეთებდი მუდამ: პატარა ხელჩანთას და ჩემს საბუთებს ნამდვილი იდენტიტეტით - ვადეპონირებდი, სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის... ერთმანეთს გადახედეს. კაცმა განაგრძო:
- რატომ?
- იმიტომ რომ მატარებელში ერთი ჩანთა არაბებმა მომპარეს... რა ვიცი, უსაფრთხოების მიზნით
ფულის დიდი ნაწილი და პასპორტი იქ შევინახე, საღამომდე ქალაქში გავისეირნებ და მერე
მაინც აქ უნდა დავბრუნდე მეთქი, ისევ მატარებლით უნდა გავმგზავრებულიყავი...
ისევ შეათვალიერეს ერთმანეთი.
- თქვენ დანაშაულის მომსწრე ხართ, მოწმე... ასევე იმავე დანაშაულში მონაწილეობის მიღებაში ეჭვმიტანილი ხართ, ამიტომაც უნდა შემოწმდეს თქვენი ვინაობა...
გაკვირვებული შევხედე, წამოწევა მოვიწადინე, მაგრამ ტკივილით აჭრელებული გამომეტყველებით ისევე დავწექი:
- მე უდანაშაულო მსხვერპლი ვარ! ეს რა განუკითხავ ქვეყანაში მოვხვედრილვარ...
თავი გვერდზე გადავწიე და თვალები შევისრისე.
- 23-ე უჯრის კოდი გვითხარით!
უკვე ბრაძანებას მიამსგავსა ჭორფლიანმა. ისევ გადმოვხედე და ციფრები ვუკარნახე, თან დავძინე:
- თუ სადმე ჩემი შარვალი კიდევ მოიპოვება, იმის ჯიბეში ფურცელი მქონდა და იქ მეწერა, სიზუსტისათვის შემოწმება აჯობებს.
ქალმა თავით კარებისკენ ანიშნა კაცს. კაცმა ოთახი დატოვა, თავად კი გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
ათიოდე წუთი თუ იქნებოდა გასული, რომ მელოტი ისევ უკან დაბრუნდა და მოახსენა ჩემი ნათქვამის სიზუსტის შესახებ, რაც კოლეგებმა დაუდასტურეს. ჭორფლიანი ისევ თავზე დამადგა და აბეზარი კითხვები გააგრძელა:
- აქ რატომ ხართ? ბელგიაში?
- აკრძალულია? საბუთები და ვიზა წესრიგში მაქვს, დანარჩენი ჩემი ინტიმური სფეროა და არ
ვაპირებ მის გამოფენას!
მართლა გაბრაზებით მივუგე. დაცეცხლა თვალები, ზედატანით ჩემსკენ გადმოიხარა და გამოცრა:
- ქალბატონო! გიმეორებთ: თქვენ უმძიმეს დანაშაულში ხართ ეჭვმიტანილი და გონივრულად ისაუბრეთ. პასუხი გაეცი ჩემს კითხვას!
ამის თქმაზე კაცმა ჩაურთო:
- თქვენ გაქვთ უფლება არაფერი თქვათ , თქვენი ნათქვამი გამოყენებული იქნება სასამართლოზე... თუ ადვოკატი არ გყავთ, სოციალური დაწესებულებიდან ჩვენ შევუკვეთთ...
აშკარა უკმაყოფილებით გადახედა ქალმა მელოტს და თვალები დაუპრაწა.
- არ მჭირდება ადვოკატი! პირადულზე კი არ ვისაუბრებ!
ამის თქმას ელოდა ქალიც - ადვოკატის უარყოფას. ენერგიულად შეუდგა დაწყებულ საქმეს:
- რის საფუძველზე მიიღეთ შენგენის ვიზა?
ცრემლმორეული ხმით ვუპასუხე:
- სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად...
ისევ წალესა პირი:
- კერძოდ სად და როდის?
" ვაი, შენს პატრონს! " -გავიფიქრე და ომახიანად დავუსახელე ყველა ინსტიტუტი, იქ გაწეული საქმიანობები, ჯგუფების და ექსპერიმეტების დასახელებით, რაც შენგენის ქვეყნებში გამომივლია. ბოლოს კი იმ საკვლევი ინსტიტუტის ქვეყანა, მისამართი და ჯგუფის ხელმძღვანელის სახელი ვუთხარი, სადაც წესით 2 კვირაში უნდა მივსულიყავი. ტვინში კი ისევ ჩემი კომპანიონის სიტყვები მიფრიალებდა: " დაიხსომე, პატარავ! რასაც იტყვი, ჩონჩხი სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, თან ისეთს, რომელიც შემოწმებადია, დანარჩენი კი შეფოთლე ისე, რომ ნაკლებად რეალური იყოს მისი დამტკიცების მცდელობაც კი! "
როგორც ჩანს ამით ჩემი ლეგალური მოგზაურობის პრობლემატიკა დამთავრებულად ჩათვალა და უშუალოდ მომხდარზე გადავიდა.
- რას აკეთებდით გუშინ დილით პარკში?
სამართლიანად გავაფართოვე თვალები:
- რას ქვია რას ვაკეთებდი, თქვენ რას გააკეთებდით პარკში? ან სეირნობთ, ან შეყვარებულს ან
საყვარელს კოცნით, ან დარბიხართ ...
- და ინციდენტამდე ჩამოთვლილთაგან რომლით იყავით დაკავებული?
- სეირნობით და ჩემს პირადულზე ფიქრით... შეიძლება ტირილითაც... ეს არავის ეკრძალება!
შუა თითი იარაღდაკიდებულ ქამარში გააკვეხა და განათებული თვალებით მკითხა:
- ისა და... ძაღლთან ერთად მოგზაურობთ?
- არ დამცალდა, თორემ ალბათ აწი კი...
- ზუსტად მიპასუხეთ! არ მჭირდება მიმოხვევები და ფსიქოკარუსელი აქ!
ტუმბოზე ხელით გადავწვდი წყლიან ჭიქას და სანამ მოვსვამდი მივუგე:
- თქვენც გეხებათ თქვენივე შენიშვნა!
ისევ მელოტს გადახედა, ისევ დაკვესილი თვალებით. მელოტმა გააგრძელა:
- ვისი ძაღლი იყო აბა?
- მე რა ვიცი, მას კითხეთ! უპატრონოდ დადიოდა შორიახლოს და მერხიდან რომ ავდექი
წამოსასვლელად, თან გამომყვა. მეთამაშა კიდეც, პატრონი არსად ჩანდა, უკან ვერ გავაგდე და
ნება მივეცი ყოფილიყო ჩემთან, იმედით, რომ პატრონი გამოჩნდებოდა ... ალბათ...
- გასაგებია... მამაკაცთაგან რომელიმეს იცნობდით? როგორ მოხვდით მათთან?
არა მოგონილი, მართალი ჭმუნვა მომეხატა სახეზე:
- შემთხვევით წავაწყდი იმათ ჯგუფს... უცებ სროლა ატყდა... ერთმანეთს ესროდნენ... მე გაქცევას სანამ მოვახერხებდი, ერთი უკვე ჩემს შორიახლოს იყო მოსული... იმათ გაურბოდა უკან სროლით... მერე მეც მომხვდა კიდეც...
ამ სასურველ მომენტს ჭორფლიანი როგორ გაუშვებდა ხელიდან და გადაიკისკისა:
- გაქცევას... თან ერთმანეთს ხოცავდნენ, არა? საინტერესოა, პატივცემულო მეცნიერო, მაშ, საიდან გაჩნდა იქ ნაპოვნ ერთ-ერთ იარაღზე თქვენი თითის აღნაბეჭდები? ... გაქცეულის... თან, ბალისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ თქვენგან მოშორებით მყოფზე სწორედ თქვენ სადაც გიპოვეს , იმ ადგილიდან იყო ნასროლი და ამას წყალი არ გაუვა!
ტვინის ყველა უჯრედი ავამუშავე , რომ სწორად მეპსუხა:
- რა არის აქ სასაცილო? ის, რომ ტყვია მეც მომხვდა?
ამ შეკითხვებით საფიქრალ დროს ვიგებდი, მალევე გავაგრძელე:
- ჩემს უკან მყოფი მამაკაცი რომ დაეცა, ხელიდან გაუვარდა პისტოლეტი თუ რევოლვერი, რა ვიცი, მე ვერ ვერკვევი იარაღებში, ამ დროს მეც მომხვდა და ინსტიქტურად დაცემულის იარაღს ვწვდი, რომ თავი დამეცვა... მოშორებით ვინც ნახეთ, იმას სწორედ რომ ჩემს გვერდით დაგდებულმა ესროლა, ამიტომაც მაგაში გეთანხმებით, რომ სწორედ ჩემს ადგილიდან იყო მასზე ნასროლი... რა არის აქ სასაცილო? თქვენნაირი გამოცდილი მსროლელი თუ არ ვარ და ჯიბიდან ვერ ვისვრი, მაგიტომ უნდა დამცინოთ?
ხმა ამიკანკალდა , ცრემლები წამომცვივდა და თან მივამატე:
- სამაგიეროდ ჩემს ლაბორატორიაში გექნებათ თქვენ ორი მარცხენა, გამოუსადეგარი ხელი... ტვინზე რომ არაფერი ვთქვა! გარდა ამისა, უსირცხვილოდ რომ ტყუიხართ! მე გამოსატეხი არაფერი მაქვს და ნუ ეცდებით ზღაპრების შეთხზვას! სწორედ რომ მე მარჯვენა ხელზე თეთრი, ჰიგიენური ხელთათმანი მეკეთა... მატარებელმა უეცრად დაამუხრუჭა და თითი ტუალეტის კარებში მომექცა, კარის ენამ კი გამჭრა. ჩანთაში მქონდა ლაბორატორიიდან წამოღებული ეგ ხელთათმანი და გავიკეთე ინფექციისგან თავის დასაცავად, სანამ წესიერად არ შევიხვევდი... ვინც მნახა, ისინი არ მოიტყუებენ და იტყვიან რომ ეს სიმართლეა, რომ მეკეთა ხელთათმანი! გაჭრილი თითი კი აგერ მაბია კიდევ...
უკანაკნელი სწორედ რომ სიმართლე იყო: ვინ იცის რა მოხდებოდა და ხელთათმნის ტარება რომ გამემართლებინა, იმ დილით თითზე ჩემი სანადირო დანით 2 სანტიმეტრზე კანი ოდნავ გავიჭარი.... სხვა კი ვიცოდი, ნებისმიერ საეჭვო კვალს ჩემი კომპანიონი წაშლიდა...
აშკარად არ მოეწონა ჩემი პასუხი და ცხენივით აფრუტუნდა. კაცმა იხელთა ახლა დრო:
- პოლიციის მანქანები სანამ ადგილზე მოვიდოდა, დააფიქსირეს თქვენთან მყოფი მესამე, აწ გაქცეული მამაკაცი. რა უნდოდა იმას თქვენთან? როგორც შენიშნეს, მეტად ინტიმურად იყო თქვენზე გადაფარებული, სავარაუდოდ შველას ცდილობდა... ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენ მარტოდ არ იყავით და ის კაცი თქვენი თანამოქმედია...
ტკივილი დავივიწყე და წამოვიმართე რაც შევძელი:
- ვინ? რა თანამოქმედი? მე არავინ მახსოვს ჩემს სიახლოვეს... იმ დაცემული იარაღიანი, კოსტუმიანი კაცის გარდა... მალევე გონება დავკარგე... რა ვიცი მე რა უნდოდა... ალბათ შემამოწმა , ცოცხალი თუ ვიყავი... თანამოქმედი ! ...
ამ დროს წითელთმიანი ექთანი შემოვიდა წამლების თაბლით ხელში. საკმაოდ მკაცრად მიმართა ორივეს:
- ბოდიში მომითხოვია, თქვენ გავიწყდებათ, რომ პაციენტი მძიმედ ავად არის... ჩემი თხოვნა იქნება დატოვოთ ახლა ეს ოთახი... სხვა შემთხვევაში იძულებული ვიქნები პროკურატურას ვაცნობო, რაოდენ ხელს გვიშლით მუშაობაში... კარგად ბრძანდებოდეთ!
მოვიდა, თმები გადამიწია, თერმომეტრი ამომიდო იღლიაში და ისევ მათ მიუტრიალდა, ამჟამად უსიტყვოდ. იმათმაც ქუდები მოირგეს და ზრდილობის გამო ღამე მშვიდობისა უსურვეს.
(... დავასრულებ შემდგომში...)
მიმაგრებული სურათი