მე დავასრულებ ბარემ იმ თავს მაშინ, რახან სხვები სდუმან. დაწყება იხ.:
ამათი პრობლემები მოგვცა***18-And a folded knife in my pocket - as a memory of past desperate days...***(მე-18 თავი, ნაწილი IV, დასასრული)
***
დილით, ექიმის შემოვლის შემდეგ, მომვლელმა თეთრეული და პერანგი როგორც კი გამომიცვალა, იგივე პოლიციელები და ერთი ახალგაზრდა კაცი საწოლთან გაჩერდნენ. მომვლელის ბუზღუნის მიუხედავად, ისევ შეეცადნენ ჩემს დაკითხვას. ახალგაზრდამ პირადობის საბუთი წინ ამაფარა და მითხრა, რომ პროკურორის თანაშემწეა და მას რამდენიმე შეკითხვა აქვს ჩემთან. მისი შეკითხვები თითქმის წინადღინდელი დასმული შეკითხვების ასლი იყო:
- უკაცრავად, მაგათზე გუშინ გავეცი პასუხი, ფიზიკურად ვერ შევძლებ იგივეს გამეორებას. სხვა რაღაც თუ გაინტერესებთ, სიამოვნებით...
ზრდილობიანად დამეთანხმა, რომ მაქვს ამის უფლება და განაგრძო:
- მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვით აგეხსნათ მიზეზი, თუ რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ასევე იმის მიუხედავად, რომ თქვენი საბუთები სავსებით უპრობლემო და ლეგალურია, მაინც აუცილებელს ვხდი გკითხოთ, რა იყო მიზეზი თქვენი აქ ჩამოსვლის?
იმედით, რომ რაიმე დამაჯერებელს მოვიფიქრებდი, აღარ შეევეწინააღმდეგე:
- მე უკვე ავღნიშნე, რომ მიზეზი მეტად პირადულია, მაგრამ რახან ამხელა მნიშვნელობას ანიჭებთ და თვენი მანერებიც გუშინდელებთან შედარებით მეტად კულტურულია, გიპასუხებთ: ერთი კაცის გამო ჩამოვედი, რომელთანაც შეხვედრას გუშინ საღამოს ვაპირებდი. დეტალებზე არ შევჩერდები, ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა მისი და ჩემი ურთიერთობა, მეტად ინტიმური საკითხია და ისედაც არ მსურს ამაზე ვისაუბრო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ქალაქში არ ცხოვრობს, საღამოს ვაპირებდი მასთან გამგზავრებას... ვაპირებდი... ახლა კი ყველაფერი ჩაიშალა და უფრო დამძიმდა, ვიდრე აქამდე იყო... ისევ არ დამიჯერებს, რომ ვერ მოვახერხე და მირჩევნია აღარასოდეს აღარ შევხვდე, ვიდრე მატყუარა ვეგონო...
ცრემლები მოვიმშრალე და მზერა მოვაცილე.
ორი-სამი შეკითხვა კიდევ მესამის , ანუ ამ შემთხვევაში საშას აღწერილობაზე დამისვა. მეც რაც შემეძლო მისი ანტიპოდი გამოვიყვანე. შემდეგ კვლავ ჩემს სპეციალობას დაუბრუნდა. ასე მშვიდად ვსაუბრობდით, რომ კარებიდან ხმამაღალი ლაპარაკის ხმამ შემოაღწია:
- პროკურატურიდან და პოლიციიდან არიან, ჯერ დაიცადეთ, არ შეიძლება!
მოისმოდა მედდის განწირული ხმა, რომელიც მალევე მამაკაცის ხმამ ჩაახშო:
- არ მაინტერესებს, მით უფრო, ახლა ვჭირდები მე მას... გამატარეთ!
- ახალგაზრდავ!
ისევ წამოეწია მედდის ხმა. კარები გაიღო და ცივმა ჟრუანტელმა ტვინამდე მიაღწია: ანტონი, ექიმი ანტონი შემოვიდა აღელვებული სახით, ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირა და დანახვისთანავე დიდი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, იქ მყოფნი თითქოს არც შეუმჩნევია, დაიხარა, შუბლზე მაკოცა, ყვავილები ტუმბოზე მიაქუჩეჩა და მომმართა:
- ანა, ძვირფასო, ჩემი ბრალია ყველაფერი, მაპატიე! მე რომ ხისთავიანობა არ გამომეჩინა, შენ ამ ხიფათს არ გადაეყრებოდი... მაპატიე, უტვინო ვარ და მიუხვედრელი, რატომ არ გითხარი, რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყავი და არ გეცადა საღამომდე... გავუცვლიდი ცვლას ჩემს კოლეგას და შეგხვდებოდი... ჩემი ბრალია, როგორმე მომიტევე საყვარელო...
პროკურატურის მოხელე სკამიდან ადგა და ჩაახველა, თან დასძინა:
- ახლა მაინც დაგვტოვეთ ახალგაზრდავ!
ანტონი მათ მიუბრუნდა:
- ბოდიში მომიხდია დამის და ჯენტლმენთა წინაშე. ისე ვარ მომხდარით აფორიაქებული, ქცევის წესებს აღარ დაგიდევთ. უმორჩილეს პატიებას ვითხოვ!
მოხელეს გაეღიმა ამაზე და შემომხედა:
- გასაგებია, ესე იგი ეს არის თქვენი პირადი, ინტიმური მიზეზი...
მე წამოწითლებულმა თავი დავუქნიე.
ისევ ანტონმა განაგრძო:
- ბოროტმოქმედი დაკავებულია?
ისევ ჩაიგდო შანსი ხელში ჭორფლიანმა პოლიციელმა ქალმა და ირონიულად ამოილაპარაკა:
- თავად არის ეჭვმიტანილი ბოროტმოქმედებაზე... არალეგალური იარაღის მფლობელობა და მისი გამოყენება უმაღლესი დანაშაულის დონეზე...
ანტონმა კოსტიუმი გაიხადა და ლოგინზე მიაგდო:
- რას ბრძანებთ? ანა და იარაღი? ამას ხომ მის დანახვაზეც გული წაუვა... რაებს აბრალით ჩემს უსათნოეს არსებას? ახლავე დავურეკავ ჩემს პირად ადვოკატს და მიხედავს ამ თავხედობას! ან ეს რა არის, ჯერ აზრზე ვერ მოსულა და აქ დაკითხვებს უწყობთ? დაუყონებლივ მოვითხოვ, აქედან გადაყვანას! მე წავიყვან ახლავე ჩემთან, თავად ექიმი ვარ და აქ არ გაწვალებინებთ... ნახეთ ხომ უცხოელი და გგონიათ არავინ ეპატრონება? დანარჩენს ჩემი ადვოკატი გაგაგებინებთ!
პროკურატორის თანამშრომელმა გაწიწმატებულ პოლიციელ ქალს თხოვა ოთახი დაეტოვებინა და ანტონს მიუბრუნდა:
- თუ მართლა გადაიყვანთ აქედან, თქვენი ვინაობა დამჭირდება...
ანტონმა სავიზიტო ბარათი ამოიღო და მიუგო:
- ამას მიმართეთ ყველა საკითხზე, რაც ამ საქმეს ეხება. მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს... წარმატებულ დღეს გისურვებთ ბატონებო!
ისევ მე მომიბრუნდა და ლოყაზე თითით მომეფერა.
სამართალდამცავმა მამაკაცებმა ასევე ლამაზი დღე გვისურვეს და კარი გაიხურეს. გონებაში კი საშას ვხედავდი... მაცდური ღიმილი გამექცა ტუჩებზე...
მეორე დღეს, დილით, მომვლელების დახმარებით ანტონის მანქანამდე მივაღწიე, თითოეული ნაბიჯი ისარივით მარჭობდა ტკივილს მუცლის არეში და ზურგზე. გულწრფელად დამემშვიდობნენ და ანტონის გვერდით, საკმაოდ უკან გადაწეულ სავარძელში , თითქმის წამოწოლილი, გზას ვერ ვხედავდი... უხმოდ მივჩერებოდი ერთმანეთის მიმყოლ ჭადრის ხის წვეროებს... ანტონმა კი ჩემსკენ მოუხედავად ჩაილაპარაკა:
- ხომ გითხარი, თავი დაანებე მაგ იარაღის ტრიალს მეთქი!
პასუხი რომ არ გავეცი, ჩემდა გასაკვირად, გაიცინა, გადმომხედა და მკითხა:
- მართლა ანა გქვია?
მე თავი დავუქნიე და უკვე გაუხშოებული ჭადნარი დავაფიქსირე - მათი წვეროების გამოჩენის სიხშირე სისტემატიურად იკლებდა...
(მე-18 თავის დასასრული)
პ.ს. თუ სურვილი გექნებათ, რომელიმე თავს კიდევ დავწერ, შევარჩევ რომელიმეს და ამით დავასრულებ კიდეც სექტემბრამდე აქ მოღვაწეობას. მადლობა ყველას ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის
This post has been edited by CZ88 on 21 Jun 2011, 09:57
მიმაგრებული სურათი