ცუდად კი არა, სასწაულად კარგადაა, ანა

მაგას რა სჯობს :*
მაშინ მესამე ნაწილსაც დავდებ დაწყებული 29-თავის და მერე უნდა გავიდე , წინა ნაწილები იხილეთ :
ამათი პრობლემები მოგვცაცოტა დიდ ფრაგმენტებად ვათავსებ და მაპატიეთ, სხვაგვარად შეუძლებელია გაწყვეტა.
29- *** And love is insecure, how a charged Nagan!***(თავი 29, ნაწილი III)
იმ დღეს შუადღის შემდეგ ანდრემ ინსტიტუტში დამირეკა და როგორც წინა საღამოს შევთანმხდით, რომ წინასწარ გამაგებინებდა მისი ვიზიტის შესახებ, მაცნობა, რომ დღეს ვერ შეძლებს გამოსვლას და იქნებ ხვალ მოვახერხოთ. მეც გადავხედე გონებაში ჩემს მომავალ სავარაუდო საქმიანობებს და დავეთანხმე, რომ მეორე დღეს საღამოს თავისუფალი ვიქნები. ჩვენი ექსპერიმენტის შედეგების ირგვლივ კოლეგებთან ერთად პატარა მიმოხილვაც გავაკეთე და წინა ღამის უძინარი დასვენებაზე ვოცნებობდი.
საცხოვრებელში დაბრუნებულს მალავე ჩამეძინა, კიდეც გავაგრძელებდი ძილს, დილის 4 საათზე მაღვიძარას რომ არ გავეღვიძებინე. ამ დილით ჩემი დავალების ბოლო ფაზა უნდა მომეყვანა აღსრულებაში, ანუ არქივის მეორე დარბაზში შემეღწია და მეორე სასურველი დოკუმენტისთვის სურათი გადამეღო. ამით ჩემი აქტუალური დავალება დასრულებულად ჩაითვლებოდა.
მიუხედავად მცირე ინციდენტებისა, რაც დამლაგებელი ქალის უეცარი ნაადრევი გამოჩენით იყო გამოწვეული, წარმატებით დაგავწყვიტე ეს პრობლემაც და წინა დღესთან შედარებით უფრო გვიან კვლავ საცხოვრებელში დავბრუნდი. რამდენიმე წუთი დასვენების შემდეგ მოვამზადე ყველაფერი, რასაც ჩემი დავალება ითვალისწინებდა: ფოტოფირი შესაბამისი წესების დაცვით აპარატიდან ამოვიღე და მუყაოს დიდ კონვერტში მოვათავსე დროებით, გავამზადე ინსტიტუტში თან წასაღებად, იქ ჩემს სეიფში უნდა შემენახა. ფაქტიურად, ამით ჩემი ამჟამინდელი მისია დამთავრებული იყო და მხოლოდ ცენტრალიდან შეხმიანებას ველოდებოდი, რომ მათ მიერ დათქმულ ადგილზე შესაბამისი პიროვნებისთვის გადამეცა. ეს ერთგვარ შვებასაც მგვრიდა, რამდენადაც "ხელშეუშლელი" შემეძლებოდა ექსპერიმენტზე მუშაობა და ანდრეს ზედმეტ კითხვებსაც დროებით მაინც თავს ავარიდებდი. ანდრეს გახსენებაზე გული კვლავ შემეკუმშა, მის წინადადებაზე ვფიქრობდი, ვიცოდი, რომ ამის გაფიქრებაც კი უტოპია იყო და ერთადერთი ის დამრჩენოდა, როგორმე მისთვის მიმეხვედრებინა, რომ მისი ჩანაფიქრი ნაყოფს ვერ გამოიღებდა. დაუპატიჟებელი ცრემლი მოვიწმინდე, თითქოს ტვინს ბრძანებაც მივეცი, რომ გადართულიყო მუშაობის ჩვეულ პროცესზე, რასაც "არავითარი გრძნობები, არავითარი გული ერქვა", თუმცა, რამდენად დამემორჩილა, მაგის პასუხი უფრო მძაფრად მომდინარი ცრემლის რაოდენობა იყო...
***
ასე გადიოდა დღეები და შეცვლით კი არაფერი იცვლებოდა. თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდი ანდრეს, მაგრამ ვერ ვნახულობდი შესაბამის ძალას მისთვის თუნდაც სიმართლესთან მიახლოვებული მეთქვა. ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემი ‘ზემდგომებისგან’ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და ეს უფრო მაშინებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წილად ველოდებოდი მსგავსს, მაინც ამიფრიალდა გული საცხოვრებელში დაბრუნებულს რომ ირინა მეწვია - ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ჩემს მისდამი უსაზღვრო სიძულვილს თავადაც კი მშვენივრად უწყოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ისიც ვიცოდი , რომ მის წინაშე საკმაო ძალას ვერ ვფლობდი. უსიტყვოდ მივუთითე ირინას და მის მხლებელ ჩემთვის უცხო მამაკაცს ტახტზე დაეკავებინათ ადგილები. ტახტის წინ მდგარ დაბალ მაგიდაზე ხილის წვენი და ჭიქები დავალაგე და უსიტყვოდ ველოდი როდის გადავიდოდა საქმეზე. ჭიქა ალუბლის წვენი რომ სულმოუთქმელად ჩაცალა, გვერდულად გადმომხედა, მისთვის ჩვეული გამყინავი მზერა მსტყორცნა და ლაპარაკიც დაიწყო:
- მე მგონი შენ აქ საქმეებისთვის იყავი ჩამოსული და არა რომანის გასაბმელად...
რამდენადაც უკვე ფაქტთან კონფრონტირებული ვიყავი, როგორც მჩვევია ხოლმე ამ დროს, უკვე აღელვების ნასახიც აღარ გამაჩნდა და მშვიდი ირონიით ვუპასუხე:
- ეს რომანი მე წლების მანძილზე "გაბმული" მქონდა, ნუთუ არ იცოდა თქვენმა
ყოვლისმცოდნეობამ? თუ ესეც შენი ჩვეული პროვოკაციაა ? საინტერესოა...
ოდნავ წამოენთო სახეზე, თუმცა მალევე ცინიკურ გამომეტყველებად აქცია მისი ვისაჟი და მომმართა:
- შენ მუდამ გავიწყდება სად ხარ, მუდამ თავნებურად იქცევი და ამით იძულებულს მხდი ბევრი რამ შევცვალო... ჯერ მხოლოდ რჩევას მოგცემ: დაუყონებლივ ჩამოიცილე ის ყმაწვილი, ნუ შეუქმნი თუნდაც საკუთარ თავს პრობლემებს... ნუ მაიძულებ ჟალუზი* მოვძებნო! (* ჟარგონში ნიშნავს პიროვნებებს, რომლებიც ე.წ. შავ საქმეს აკეთებენ, ძირითადად ვინმეს ფიზიკური განადგურება, ისინი არ ეკუთვნიან რომელიმე სამსახურს, ემსგავსებიან დაქირავებულ შემსრულებლებს).
ეს უკანასკნელი მისი წინადადება ყურებში ციკლად დატრიალდა, თითქოს დროის შეგრძნება დავკარგე, სივრცის აღქმაც აღარ შემეძლო, ლივლივით ვხედავდი ირგვლივ ყველაფერს... რაღაც დროის შემდეგ კი როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვკითხე:
- ვერ გავიგე ზუსტად, იქნებ გაიმეორო!
მისებურად ჩაიქირქილა და დაამატა:
- გონს მოეგე, გოგონა, ცეცხლს ეთამაშები!
ეს სიტყვები რომ დავაფიქსირე, წამოვდექი სრულიად დინჯად და მის წინ დავდექი. თავადაც წამოიმართა, უტეხად ჩამაცქერდა თვალებში და საძულველი ღიმილი დაიყენა სახეზე. გონებაში კი ყველაფერი ერთად ამომიცურდა: მთელი ეს გავლილი დრო, რაც მე მის ბრძანებებს ვითვალისწინებდი - ყველა განცდა, ყოველი ჩამოვარდნილი ცრემლი, ჩემი პატარები და თუნდაც ის საშინელი დღეები, რასაც ამ ხნის მანძილზე უკან ვიტოვებდი. მოულოდნელად წამოვწიე ხელი და სახეში მოვუქნიე შეკრულ მუშტად. ოსტატურად აიცდინა, მეორე მოქნევაც ასევე და უკვე ორივე ხელით მიჭერდა, მისი მხლებელი წამოიწია, მაგრამ ირინამ მას არ დაანება ჩარევა, მარჯვენა ხელი უკან გადამიტანა და საშინელ ტკივილთან ერთად მისი სისინიც წვდა ჩემს არსებას:
- მე მხოლოდ გირჩიე და რჩევას ასევე მხოლოდ ერთხელ ვიძლევი!
მძლავრად შემაქანა და ოდესღაც დამეხსნა. დასტაცა ხელჩანთას ხელი და კარებისკენ გასწია. გასვლამდე კი კიდევ ერთხელ მომიბრუნდა:
- რაც გაგაჩნია, მაგაზე სხვები მოგაკითხავენ! არ გაიგონებ და შენ თავს დააბრალე! დანარჩენს კი მერე მიიღებ ახსნილ-განმარტებულად!
კარების მიხურვის ხმამ ცოტათი გონზე მომიყვანა. უსასოოდ მივეგდე ტახტზე და ტირილიც კი არ შემეძლო. უაზროდ მივჩერებოდი ჭერს. ოდნავი წარმოდგენაც არ გამაჩნდა, თუ როგორ მოვაგვარებდი ანდრესთან დაკავშირებულ საქმეს. გახევებული ვიწექი, თითქმის არაფერზე ვფიქრობდი, ისევ ჩამესმოდა ირინას სიტყვები, რომელზედაც უკვე არანაირი რეაქციაც კი აღარ მქონდა... კარზე დარეკილმა ზარმა დამაბრუნა რეალობასთან. მივხვდი ანდრე იქნებოდა...
ის საღამოც ერთად გავატარეთ მე და ანდრემ, დამძიმებული გულით რამდენჯერმე ვცადე საუბრის წამოწყება, რომელიც უშუალოდ ჩვენს ურთიერთობას ეხებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოვახერხე ამ მტკივნეული თემის ირგვლივ ლაპარაკი. ირინას სიტყვები და დაპირება რომ ლიტონი არ იქნებოდა, ამას საუკუთესოდ ვუწყოდი.
გვიან საღამოს კი, როდესაც ანდრეს წასვლის დროც მოვიდა, თავად შეეხო ამ საკითხს:
- ანა, რამდენიმე დღე გავიდა, იქნებ ახლა გქონდეს გადაწყვეტილება მიღებული და გამახარო.
ოდნავ შეშინებული, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალები შემავლო და ჩემს პასუხს დაელოდა. თავი მხარზე მივადე, ცოტა დავაყოვნე და მივუგე:
- ანდრე, მე ვფიქრობ და ალბათ ეს გადაწყვეტილებადაც შეიგიძლია ჩათვალო, რომ მე ჯერ არ
შემიძლია აქ , შენთან დარჩენა. ამდენი წელი უერთმანეთოდ ვცხოვრობდით, აქაც სრულიად
შემთხვევით შევხვდით. მე დიდი ხანია ჩემი პროფესიული ცხოვრებით ვცხოვრობ და გარკვეული
მიზანიც მაქვს, წარმატებით დავასრულო კვლევები. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე
შვეიცარიაში უნდა წავიდე, იქ მაქვს მიწვევა ერთ ლაბორატორიაში. ასე რომ, როგორ გითხრა...
მეტად უაზრობა იქნებოდა ჩემი მხრივ ყველაფრის მიტოვება... ამ ეტაპზე მაინც...
ნაღველი აუწრიალდა სახეზე და ჩუმი ხმით მკითხა:
- ანუ შენ ამბობ, რომ არ გსურს ჩემთან ყოფნა...
მის მკერდს მოვცილდი, პირისპირ დავჯექი და შევეცადე დაწყებული ბოლომდე მიმეყვანა:
- არა, მე მაგას არ ვამბობ... მე... მე მხოლოდ ის მინდა გაგაგებინო, რომ ჯერ-ჯერობით ამას ვერ
მოვახერხებ... წლების მანძილზე ვმუშაობ ამაზე და ასე ერთი ხელის მოქნევით ყველაფერს
წყალში ვერ გადავყრი... მე დრო მჭირდება, არც ისე ბევრი, მაგრამ მაინც... თუ შენ ამის მერე
კიდევ გეყვარები... თუ შენ კიდევ შეგეძლება ჩემზე ფიქრი, მოვა დრო და დავბრუნდები...
ცხადია, შენ სრული უფლება გაქვს შენი ცხოვრება წარმართო ისე , როგორც ამ ხნის
განმავლობაში თავად ცხოვრება შემოგთავაზებს... მე არ გარეზერვებ შენ, მაგრამ როცა
ყველაფერს მოვრჩები, თუ შენი გული კიდევ თავისუფალი იქნება ჩემთვის, დავბრუნდები...
დარდიანი მზერა წყენაში გადაუვიდა, ცოტაოდენი გაბრაზებაც შეეპარა მის ხმას:
- და მე რითი გიშლი ხელს? ქორწინება და ოჯახის შექმნა ასე დაგაბრკოლებს შენს საქმეში?
რაღაც სხვა მიზეზი გაქვს , ანა, რომელსაც არ ამბობ და რომელზედაც მე კარგად ხანია
ვფიქრობ... იქნებ შემეძლოს დახმარება, ვიცი რაღაც გაწუხებს, ძალიან დათრგუნული
მეჩვენები ხშირად... სამსახურებრივ-პროფესიული ვალდებულება ვგონებ ხელისშემშლელი არ
უნდა იყოს... ანა... მეტყვი?
მოვაცილე მას თვალი და დაბალი ხმითვე ვუპასუხე:
- მე უკვე გითხარი მიზეზი... ეს არ უნდა გაიგო ისე, რომ მე შენ უარგყოფ... რა ძნელი გასაგებია,
ანდრე, რომ უერთმანეთოდ ვიცხოვრეთ ამდენი წელი და თითოუელ ჩვენგანს გარკვეული
მიზნები დაგვესახა ცხოვრებაში, ვიდრე უიმედო სიყვარულის და ურთიერთობის
გამოტირება...
ბეჭებზე შემავლო ხელები და მისკენ მიმაბრუნა:
- მე არ ვიცი შენ რა მიზნები გქონდა, ჩემთვის კი მუდამ შენ იყავი ჩემი მიზანი, მიუხედავად ყველაფრისა... ადრე თუ გვიან მაინც გნახავდი, ეს დაწყევლილი ომი რომ არა... დარჩი , ანა, დარჩი ჩემთან, ჩემს გვერდითაც შეგეძლება შენი საქმის კეთება...
მისი ეს პასუხი და რეაქცია ცხადია ჩემთვის მოსალოდნელი იყო, სწორედ ეს არ მქონდა მოფიქრებული , ამ დროს როგორ მემოქმედა და სპონტანურობას მივენდე:
- ანდრე, მე გიპასუხე უკვე! სხვა სიტყვებითაც რომ აგიხსნა, არსი იგივე დარჩება...
ხელი გამიშვა და აშკარა მრისხანებით მომმართა:
- შენ ახლა სულ სხვა ხარ, სულ სხვა ! ვიღაც, ვიღაც და არ ვიცი ზუსტად ვინ ! იმ მიამიტი,
საყვარელი და მოსიყვარულე გულის მქონე გოგონასგან თითქმის არაფერი დარჩენილა! სხვა
ხარ შენ !...
წამოდგა, პიჯაკი მოირგო, სველი თვალებით კიდევ ერთხელ შემომხედა და დაუმშვიდობებლად მიიხურა კარი...
ტირილი ვერ მოვახერხე, თუმცა სურვილი მქონდა... თავადაც არ მჯეროდა საკუთარი "უგულობა", როგორიც ანდრემ აღმიქვა... თან ვფიქრობდი, იქნებ ამით საქმე - "ანდრე" დამთავრებულად ჩათვლილიყო და იმ განსაცდელს ავცილებოდი, რაც ირინას დაპირებისამებრ მოსალოდნელი ხდებოდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ რაღაც მაინც მახარებდა რამდენიმე წუთის წინანდელი საუბრის ასეთი დამთავრების გამო... შუქი გამოვრთე და განათებულ, მაგრამ უკვე დაცარიელებულ ქუჩას ფანჯრიდან ვუცქეროდი. ამ სიცარიელემ მეც მომიცვა, რაფაზე დაყრდნობილს თვალთახედვიდან რეალობა გამიქრა და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილების ტიტინი ჩამესმოდა, მათ ვერ ვხედავდი, მხოლოდ მესმოდა...
ოდესღაც აწმყოს დავუბრუნდი და ისევ სიბნელეში ლოგინამდე მივაღწიე. გაუხდელად მივესვენე, უამრავი ფიქრი ამოძრავდა ტვინში. შევეცადე უნებურად თვალი გადამევლო ბოლო დროინდელ მოვლენებზე და იქნებ ანდრესთან მიმართებაში მაინც მენახა გამოსავალი.
ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვნადირობდით საიდუმლო დოკუმენტებზე, შეიძლება ითქვას იმ ხალხზეც , ვისაც ამ მასალებზე ხელი მიუწვდებოდა. დაუნდობლად გვიყენებდნენ ურთულესი საიდუმლო ოპერაციების წარმატებით სისრულეში მოსაყვანად და ყველაზე გასაკვირი მაინც ის იყო თავად ჩემთვისაც, რომ ამ ოპერაციათა ნამდვილ არსზე, მათ მნიშვნელობებზე ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდი შემეძლო. ვერც იმას დავმალავ, რომ თავიდან გარკვეული ინტერესი გამაჩნდა მცოდნოდა ზუსტად, თუ რას ეხება ჩვენს მიერ მოპოვებული ”ნადავლი”, მიცდია კიდეც ხშირად ”ჩაჭვრეტა”, მაგრამ ნებისმიერი ასეთი მცდელობის შედეგი შიშებით და სასოწარკვეთით მთავრდებოდა: უმრავლესობა მათგანისა თავისი შინაარსით ჩემს ძრწოლას იწვევდა. ბევრი მათგანი კი ისედაც მიუწვდომელი იყო ჩემთვის იმ გაგებით, რომ მცდელობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი ხდებოდა მათი ”გაშიფრვა”, განსაკუთრებით, თუ ინფორმაცია უკვე დამუშავებული და კოდირებული იყო. ”ნედლი” მასალებიდან მიახლოებით მაინც ვგებულობდი, თუ რას ეხებოდა ესა თუ ის საკითხი.
არც დეზინფორმაცია იყო ჩემთვის უცხო. რამდენიმეჯერ მქონია მათთან უსიამოვნო შეხება, როდესაც არასწორად მოწოდებული ინფორმაციის შედეგად უშედეგოდ დასრულებულა ჩვენი რომელიმე კონკრეტული საქმე. დროთა განმავლობაში უფრო უკეთ შემეძელო ანალიზი და საშაც უმეტესწილად მე მანდობდა თავად გეგმის სრულყოფას, რაც თითქმის ყოველთვის წარმატებით მუშაობდა. ყველაფერი ეს უფრო და უფრო აყალიბებდა ჩემში დანაშაულის შეგრძნებას და მერყეობას. მე უკვე შესანიშნავად ვიყავი გაცნობილი მათ ”დოქრტინას” და ისიც ვიცოდი, რომ სწორედ ეს არის მათი მიზანი - პიროვნების განმტკიცების დათრგუნვა. მათი კომპრომატი ჩემს მიმართ ხომ ჩემი შვილები იყვნენ, ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რომ ყოველივე ამის წინააღმდეგ უძლური ვიყავი.
ჩემი ეს ფრუსტაცია ჩვეულებრივ ირინას არსებაში კონცენტრირდებოდა და მთელი ჩემი ამ ყოფის პასუხისმგებლად მას მივიჩნევდი. პირველივე შეხვედრიდანვე ჩამომიყალიბდა მის მიმართ უკიდურესი ანტიპათია და თავადაც არაფერს არ იშლიდა იმისთვის, რომ ჩემი ეს დამოკიდებულება მის მიმართ უფრო გაემწვავებინა. ერთი სიტყვით, ირინა იყო ჩემთვის რაღაც ფენომენი, რაღაც კრეატურა, რომელსაც დიდი სიამოვნებით მივაკრავდი მაგალითად რადიოაქტიურობის საშიშროების გამომსახველ აბრას წარწერით - ” სიცოცხლისათვის საშიშია” . არასოდეს არ მომსვლია აზრად რომელიმე ჩვენგანის აუთენტიფიცირების* სურვილიც კი მქონოდა თუნდაც, ჩემთვის ყველა მათგანი სულერთი იყო, მხოლოდ ირინას შესახებ მსურდა მცოდნოდა მისი ნამდვილი ვინაობა, წარსული და სოციალური სტატუსი ( * Authentication - ტერმინოლოგია აქ : პიროვნების იდენტიტეტის ნამდვილობის დადგენა ).
ირინას ბოლო საუბარი ჩემთან, რომელიც ჩვეული მუქარით დაასრულა, ცხადია ცარიელ სიტყვებად არ უნდა მიმეღო, თუმცა საწინააღმდეგოდ მოქმედების საშუალება ფაქტიურად არ გამაჩნდა. ამის გამო ტვინს მიქექავდა მრისხანე აზრი - მისი ფიზიკური განადგურება… თუმცა ისიც საუკეთესოდ მესმოდა, რომ ეს გამოუაშკარავებელიც რომ დარჩენილიყო, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო, ამით მე მაინც ვერ ვუშველიდი ჩემს პრობლემას.
(*** დასასრულს შემდეგში დავწერ , მადლობთ ყურადღებისათვის***)
ეს ბელგრადის ერთ-ერთ ტავერნაში. იმ ბიბლიოთეკა კაფის სურათის მაქვს წესით... სადღაც:
მიმაგრებული სურათი