anichqaმადლობის მეტი რა მეთქმის, რომ დროს უთმობ წაკითხვას
ძალიან მიჭირს ავარჩიო რომელიმე თავი, რამდენიმე მაქვს გეგმაში და გერმანელებისაც არ იყოს 'Qual der Wahl ' ანუ არჩევნით წამებაო, ისე მჭირს. მოკლედ, 21 გადავწყვიტე დღეს, 22 იცით, ნორვეგიის ამბები.
anichqaშენს რჩევას ყოველთვის ვერ ვითვალისწინებ, მოკლე ფრაგმენტების შესახებ, უბრალოდ ნაწერი არ იძლევა თავისი შინაარსით ამის საშუალებას, უადგილო ადგილას ვერ ვწყვეტ :| ბოდიშს მოვიხდი.
***22- With this life I'm tied by fate...***(ნაწილი I)
ის, რაც ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად მიუღებელი იყო ჩემთვის, უნგრული ენა გახლდათ. მის შესწავლას, ფაქტიურად, მკაცრი სასჯელის კოლონიაში ყოფნა მერჩივნა და ამიტომაც, ყველანაირად თავს ვარიდებიდი. არც ჩემმა კომპანიონმა იცოდა მაღალ დონეზე, მაგრამ ურთიერთობისათვის საკმარისი იყო. რამდენადაც შვეიცარიელებად გვიცნობდნენ, ეს პრობლემა მაინც და მაინც არ იყო აქტუალური და ინგლისურ-გერმანულის დახმარებით ასე თუ ისე, ვახერხებდით თავის გატანას.
შეტყობინების მიხედვით, საკმაო ხანი მოგვიხდებოდა აქ დარჩენა. ამ ყრუ ადგილსაც გავცილდით და თავდაპირველად ერთთვიანი ვადით სახლი ვიქირავეთ ბუდაპეშტის მახლობლად. ისე გადიოდა დღეები. რომ არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა. პატარ-პატარა საქმეები, რაც მხოლოდ ტელეფონით და ელექტრონული საშუალებებით კეთდებოდა, მალევე მთავრდებოდა და ფაქტიურად, უსაქმოდ ვიყავით. რამდენიმეჯერ ვცადე დამერეკა ჩემებთან, მეკითხა ამბები, გაკვრით მაინც, მაგრამ საშას ფხიზელ თვალს რას გამოვაპარებდი და ბოლო მცდელობაზე უკვე მკაცრი შენიშვნა მივიღე, რასაც ის " მოსალოდნელ არასასიამოვნო კონსექვენსებს" უწოდებდა.
მე მაინც ვბუზღუნებდი და საბაბად მისთვის ყველაზე არასასიამოვნოს ვიყენებდი: რომ ასე უაზროდ ვართ ერთ ადგილზე, რაკი ვიცოდი რომ ეს მას რატომღაც დიდ უპატივცემულობად მიაჩნდა. ამითაც რომ ვერ მოვალბე მისი გული და მაინც რომ ვერ ავამხედრე, პირდაპირობაზე გადავედი:
- და კარგი, ვთქვათ შენ ერთი არ იქნები საკმარისი აქ იყო და დაისვენო? მე მაინც წავალ ჩემს ინსტიტუტში, როდემდე ვიყო დაჩლუნგებული?
მხოლოდ შემომიბღვირა. ეს მაძლევდა საუბრის გაგრძელების მიზეზს:
- ვიჯდე აქ და ვუსმინო მაჯარებს? თუ ასეთი წარმტაცი ენაა და სიამოვნებს ყურს მისი სმენა? ლამისაა ყური მომტყდეს... რაღაც მოიმოქმედე!
ეს ბოლო სიტყვები თითქმის წამოვიკივლე. მანაც არ მაცდევინა ბევრი , მოსცილდა ფანჯარას და მომიბრუნდა:
- გეყოს! ქალი მაინც ქალია... მოუთმენელი და უმადური!
დასძინა ბოლოს. მე კი მიკვირდა, რატომ უნდა ვყოფილიყავი მადლიერი...
მაინც ვერ ვისვენებდი, იმდენად მოსაწყენი იყო ყოველივე ეს. გავბედე და კიდევ ავწუწუნდი:
- სადმე წავიდეთ მაინც, ან კინოში , ან კონცერტზე, ან...ხო, დისკოთეკაზე...
ვთქვი და გავუღიმე. განზე გადმომხედა:
- კი, დისკოთეკაზე, რომ მერე ვსდიო შენს უცებ გამომცხვარ თაყვანისმცემლებს და აქედანაც
გასაქცევი გავხდეთ...
- ჩემს გამო არსაიდან არ გაქცეულხარ, ნუ აჭარბებ... დისკოთეკაზე კი მართლა არასოდეს ვყოფილვარ...
დემონებით ავავსე თვალი და მაცდურად გადავხედე. არც ამან გაჭრა და ბოლოს და ბოლოს, გაბუტული ბედს შევეგუე... დივანზე მის გვერდით ფეხმოკეცილი დავჯექი და ისევ იგივეს ფიქრობდი: რატომ? რატომ ვერ ვისვენებდი, ნუთუ ასე არ მერჩივნა, სხვა ვერაფრით ვშველოდი თავს და ხიფათის წინ ყოფნას ასე ყოფნა მაინც ხომ მერჩივნა? მალევე ვპოულობდი პასუხს: მეჩქარებოდა, მეგონა ოდესმე დასრულდებოდა ეს ყოველივე და ეს მეჩქარებოდა, ამის მოლევა... თუმცა, უზენაესის მეტმა არავინ იცოდა, ჰქონდა კი ამას დასასრული?... ფეხთმორთხმულივე გადავწექი, გადავეყრდენი მის ბეჭს და რახან უკვე მიეჩვია ჩემს ასეთ საქციელს, არც ახლა ჰქონია უკურეაქცია, პოზის შეუცვლელად გააგრძელა სიგარეტის ბოლის ბოლქვებად დახატვა... მე კი მის მეტი არავინ მყავდა...
საღამოს ჩაძინებული გამომაღვიძა. მისი სველი ლაბადა ცხადს ხდიდა, რომ ჩემი ძილის დროს ქუჩაში იყო გასული:
- პატარავ, ადექი ახლა!
გონი მოვიკრიბე ჯერ კიდევ გაბრუებულმა:
- მივდივართ?
მან ამის საპასუხოდ ლაბადა გაიხადა, რაც ნიშნავდა, რომ არა. მე მაინც გავუმეორე:
- მივდივართ?
ჩემს წინ სკამი ზურგით მოატრიალა და უკუღმა ჩამოჯდა. შემომაცქერდა, თითქოს რაღაც სხვანაირად მაკვირდებოდა,
ბოლოს კი მომიგო:
- არა, დღეს არა, მაგრამ მალე!
ისევ ჩავტრიალდი გულჩაღმა და შეფერებული ხმით შევედავე:
- აბა, რად მაღვიძებ?
- ადექი, ადექი, ხო... ადექი და ჩაიცვი ის ახალი კაბა, გუშინ რომ გიყიდე, ასევე ფეხსაცმელიც,
რამე ელეგანტური, ჩაიცვი, აბა...
რობოტივით ავუსრულე ნათქვამი. ვიდექი ასე მის წინ წელზე ხელმორტყმული და მოდელივით ვპოზიორობდი. ის კი მათვალიერებდა კიდევ და კიდევ. ბოლოს თქვა როგორც იქნა:
- კაცურად ნუ იწლაწნები, მეტი ქალურობა უფრო! ხომ გავარჯიშეს მაგაზე? აბა გაიარე ... რაღაც სხვანაირად, ქალივით... როგორ გახსოვს, აბა...
მეც მაქსიმალურად აღვადგინე მოდელების სკოლის მასწავლებლის გაკვეთილები და რაც შემეძლო, შევასრულე მისი თხოვნა. კმაყოფილი გადმომხედა:
- მგონი, მოახერხებ... ერთ მეტად ელიტარულ კაცუნასთან მოგვიწევს შეხვედრა…
გაბრაზებით შევხედე:
- მისი ცოტათი მომთვინიერებელი უნდა იყო...
გამეღიმა და გავეშურე ჩაცმული სისულეების გამოსაცვლელად. დანარჩენი კი ჩემთვის დაახლოებით გასაგები იყო - უახლოეს დროში ამაღელვებელი სცენები გველოდებოდა...
***
მეორე დილით კაფეში გავედით სასაუზმოდ, სადილითვის კი საჭირო ხორაგი მოვიმარაგეთ და ფაქტიურად, მთელი დღე ჩვენს განკარგულებაში იყო, ისე, რომ გარეთ გასვლა აღარ დაგვჭირვებოდა. შუადღისას უკვე მზად ვიყავით მოსალაპარაკებლად, ყველა მასალა რაც ხელთ გვქონდა, განვიხილეთ, შესაძლებლობები დავახარისხეთ და საღამოს კიდევ შეგვეძლო ჰაერზე ყოფნა. ლამაზი პარკის უკან სპორტულად გამოწყობილები ნელნელა დავრბოდით , ერთმანეთს ვეტოქებოდით კიდეც - გზის პატარ-პატარა მონაკვეთებს ვირჩევდით და ვეჯიბრებოდით, რომელი მიასწრებდა დანიშნულ ფინალამდე, რაც მე ძალიან მახალისებდა. რამდენი ხანია ასე არ გამცინებოდა: ვითომ წინ მიშვებდა , რათა თავი ემართლებინა მერე, რომ დამითმო და ამიტომ ვიმარჯვებდი:
- კარგი, კარგი, ახლა მე დავჯდები და წამზომით შეგამოწმებ რა დროში დაფარავ 30 მ მანძილს...
ამაზე უარესად ვხალისობდი:
- გასაგებია, მაისტერ, გასაგებია, ასე ტექნიკურად რომ გამოეთიშეთ შეჯიბრს... აღიარეთ, რომ დაბერდით, განა სირცხვილია!
ვეძახდი მე და თან გულით ვიცონოდი. მისებური ვითომ გაბრაზებით შემომსრისა თვალი გვერდიდან და წამოენთო:
- ვნახოთ, ვნახოთ, ვინ დაბერდა... უპატივცემლო ახალგაზრდობა გვეზრდება, აბა, ვნახოთ!
და გამომენთო. სიცილი უკვე სუნთქვაში ხელს მიშლიდა, ძლივს დავრბოდი, ჩემი მასტერი კი უკან მომდევდა და იქნებ მართლაც დამწეოდა, რომ არ ეთამაშა. არყის ხეების ხეივანში შევვარდი. ულამაზესი წუთები იყო: ტოტებჩამოყრილი ხეები, მათ ძირს აქა-იქ შემოდგომაშეხსენებული აფერადებულფოთლებიანი ბუჩქები.... დავქროდი მათ შორის და თითქოს ყველა დარდი დამვიწყებოდა, ვიცინოდი და ბედნიერი ვიყავი რაღაცით, არ ვიცი ზუსტად რით, მთავარია , რომ დროის იმ ნაგლეჯში ბედნიერი ვიყავი... ამ ეიფორიას აყოლილმა, ნაბიჯი შევანელე და შესაბამისი შედეგიც მივიღე: მწვდა ხელში და ახლა უკვე თვითონაც იცონოდა:
- აბა გაიმეორე, რაო, რაო? მაისტერი დაბერდაო?
ჩვენი მხიარულებით იქვე არხის წინ მსხდომი მეთევზეების ყურადღებაც მივიპყარით, გვიყურებდნენ და ისინიც იცინოდნენ, თუმცა, არ ვიცი რატომ... მე კი იმ მცირე ხნის მანძილზე ბედნიერი ვიყავი...
გაოფლილი და ცოტათი დაღლილები დავბრუნდით უკან. აბაზანის შემდეგ კი კვლავ ჩვენს ცხადს დავუბრუნდით. მეორე დღეს უკვე უამრავი რამ გვქონდა წინ საქმედ... დაძინების წინ, სანამ შუქს ჩააქრობდა, მომიბრუნდა:
- მართლა, პატარავ, განა მართლა ისეთი ასაკიანი ვარ, რომ დაბერდიო, მეძახდი მთელი დღე? მე კიდევ ვფიქრობდი, რომ 46 წელი დიდი არაფერია... თუმცა, შენთან შედარებით კია, შენხელა რომ ვიყავი, მაშინ შენ მაგიდის ქვეშ ფეხით დადიოდი... მაგრამ მართლა ასე გგონია?
ყველანაირი ლუციფერი შევყარე თვალებში და მივუგე:
- არა... რაც მე იმ მარიცასთან გნახე, მას მერე არ მგონია, ვიცი რომ ჯერ კიდევ სასწაულად მხნე ხარ...
სახეზე წამოღაჟღაჟდა :
- დაიძინე ახლა და სისულეებს შეეშვი!
მხოლოდ ეს თქვა და ისიც მის საწოლში მოთავსდა...
***
დილით გამაღვიძა და მაცნობა, რომ მანქანა უკვე გვყავს. დროა, ავდგე და გრძელი დღისათვის მოვემზადო. მანქანაში კი საუბარი წარმართა:
- მოკლედ, დღეს "ჩვენი" ატაშე, როგორც მისი საელჩოდან ჩვენმა კონფიდენტმა* მაუწყა,
შეხვედრისთვის უკვეთავს ესკორტ გოგონას, საესკორტო ფირმის მისამართიც ვიცი. ჯერ ეს
მოვილიოთ, დანარჩენები მერე გამოჩნდება, ზუსტად რომ გვეცოდინება. თუმცა არ იცის,
ზუსტად ვინ იქნება, ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ.
(*Konfident - მეკავშირე პიროვნება, ან სამიზნე პიროვნების ახლობელი, რომელიც გასცემს ინფორმაციას ამ პიროვნების შესახებ)
- გასაგებია, გამოდის რომ დღესვე უნდა მოვილიოთ ეგ ამბავი.
დამეთანხმა და დიდი მაღაზიის წინ გავჩერდით. ჩამოწერილი სია ამოიღო და შევუდექით სიის მიხედვით ყველაფრის ყიდვას, რაც დაგვჭირდებოდა და ჯერ არ გვქონდა.
საღამოს საესკორტო ფირმის წინ ისევ მანქანიდან შეუმჩნევლად ვაკვირდებოდით იქ მომუშავეთა საბოლოო დაცლას. ბოლო თანამშრომელმა ფირმის კარები მიკეტა და ფეხით დაუყვა ქუჩას. საშამ 10 წუთი დააყოვნა, ამ დროს უფრო მეტად ჩამოწვა ბინდიც.
- გადავედი მე, წყნარად დამელოდე, არაფერია საგანგაშო.
მართლაც, ძალიან მალე უკან დაბრუნდა. სურათებიანი კონვერტი მომაწოდა და სახლისკენ აჩქარდა.
სანამ მე ჩაის დავდგამდი, ის უკვე სურათების თვალიერებით იყო დაკავებული. გაშალა ქალების სურათები მაგიდაზე და ვსწავლობდით თითოეულს:
- რა ხდება ახლა: უნგრელია ეს ბოგლარკა, ეს კი ბერძენი ხრისტოფორა, სლოვაკიც გვყავს და რა ქვია ნახე: ელჟბეტა!
ამაზე სიცილს რა დამათმობინებდა. ის კი სერიოზულად აგრძელებდა:
- ბულგარელი სნეჟანა, ლიტველი დაივა, აგერ უნგრელები ეს ოთხი და უცხოელებისგან
ფაქტიურად ის სლოვაკი, ბერძენი, ლიტველი და ბულგარელი. ჰა, რომელი იქნები?
- უნგრელი გამორიცხულია, იცი ეს, ენის გამო, რახან ტიპი საელჩოშია, ხნავს უნგრულ ენას -ეს ცხადია და გამორიცხულია უნგრელები. უნდა შეხვდეს ხორვატს, ამიტომ დიდი ალბათობით სერბოხორვატული იცის , მაგრამ იუგოსლავიელები არ გვყავს... ბოლო-ბოლო ბალკანეთზეა დისლოცირებული და ეცოდინება ბულგარულიც. სლოვაკურზე მე ხეზე ვზივარ, ვიგებ, მაგრამ სლოვაკი ვერ ვიქნები, ყველაზე მომუშავე ვარიანტია ლიტველი. არ მგონია, ეს ეგზოტიკური ენა მან იცოდეს და ასეც რომ იყოს, სულ მცირე, საათი უნდა მებაასოს ვინმემ ლიტვურად, იმის მისახვედრად, რომ ლიტველი არ ვარ. ატაშემ რუსული იცის, ასევე ლიტველმაც, უკიდურეს შემთხვევაში, გერმანულიც წავა, ასე რომ, დაივა ავირჩიოთ.
ყველა დანარჩენი სურათი წამოკრიფა და მხოლოდ ლიტველი გოგონასი დატოვა.
- და ახლა შენ წააგავხარ ამას რაიმეთი? თუმცა რა, არა მგონია წინასწარ იცოდეს, ვინ როგორ გამოიყურება... ისე რაღაცით კი გგავს, ხომ იცი.. მაგრამ საშვის გამო დაგჭირდება… თუმცა, მე დვამზადებ საშვს შენი სურათით, ცოტა ადრე მოუხდება ამის გამო დაივას გამოსვლა, მაგრამ მოხერხდება... იქნებ არც დაგვჭირდეს დამზადება, ვნახოთ... მოკლედ, რაღაცით გავხარ!
შევუბღვირე, მაგრამ არ ჩერდებოდა:
- წითელი სწორი, გრძელი თმა... ლურჯ თვალებზე ვიჭედებით? კარგი, ლინზები გექნება ხვალვე... შავი წამწამები და წარბები, ამას მოვუვლით, შეიღებავ თვალ-წარბს, შენი წამწამ-წარბი მუქი ქერაა... მაინც, შევეცადოთ, დაესგავსო...
კიდევ ვათვალიერეთ დაივას სურათები და საბოლოოდ მასზე შევჩერდით. დაძინებამდე კიდევ 'ელჟბეტა' მახსენდებოდა და ვკისკისებდი, ის კი გაჯავრებული მიყვიროდა:
- ნუღარ ხითხითებ და დამაძინე! ვახ!
(***შემდგომში გავაგრძელებ)
This post has been edited by CZ88 on 23 Jun 2011, 23:23
მიმაგრებული სურათი