მადლობთ ანა, 'ბერლინერების' მოსატანად ვიყავი საფუნთუშეში, ახლავე დავალაგებ თეფშზე და დავლიოთ

მე-19 თავის წინა ნაწილები იხ.:
ამათი პრობლემები მოგვცა***19-And the birds can die in the sky...***(მე - 19 თავი, III ნაწილი)
ვიჯექი დათვის ფიტულის წინ, გაშეშებული, არაცოცხალი არსება. ის კიდევ უაზროდ ათვალიერებდა რაღაც გაზეთებს. ხმა ამოვიღე:
- მაკრატელი მჭირდება... მე არ ვიცი სად დევს.
ადგა და მომიტანა პატარა მაკრატელი. ვწვდი ჩემს ხელჩანთას და შიგნიდან გავჭარი, მცირე ხნიანი მოქმედებების შემდეგ ხელში პატარა, მინიატურული შპრიცი და ასეთივე პატარა ამპულა მეჭირა... " შპრიცის ხმარება იცი? თუ არა მე გასწავლი... დაგჭირდება... იქნებ შენთვის დაგჭირდეს კიდეც" - მეხლართებოდა ეს სიტყვები ტვინში... გადავაწოდე ანტონს და სრული სიმშვიდით მივმართე პირველად მისივე სახელით:
- ანტონ, გთხოვ... მომასვენე...
ასევე მშვიდად გამომართვა, მეგონა რომ საშველი მადგებოდა, მაგრამ ამაოდ...სითხე საფერფლეში ჩაცალა და მომიბრუნდა:
- ანა... წავიდეთ აქედან... კანადაში წავიდეთ... ავსტრალიაში წავიდეთ.. სულერთია სად, ოღონდ წავიდეთ!
ჩემს წინ ჩაჯდა და შემომყურებდა... უმოქმედოდ ვუცქეროდი მეც:
- სადაც ფიქრობ, რომ უკეთესობაა იქ წავიდეთ.. ყველგან შეიძლება ცხოვრების დაწყება... წავიდეთ, თუნდაც ალიასკაზე... სადაც შენ იფიქრებ, რომ შეიძლება იქ წავიდეთ... მე მაქვს მაგის ფინანსური შესაძლებლობა , რომ სულერთია სად, ყველგან შემიძლია ახალი ცხოვრების დაწყება, ახალგაზრდები ვართ თან, ჯანმრთელი, დანარჩენს მოვახერხებთ...
პასუხს რომ არ ვაძლევდი , ბავშვივით მიყურებდა და ისევ ლაპარაკობდა:
- ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, 16 წლის რომ ვიყავი, ბაბუას გარდა არავინ მყავდა , მან გამზარდა და გამხადა ეს, რაც ვარ. მეომარი წინაპრები მყავდა, ოფიცრები იყვნენ, სამართლიანი და სახელიანები... პენსიონირების შემდეგ ბაბუაჩემმა საკმაო მსხვილი საწარმო შეიძინა და იმას მართავდა სიკვდილამდე. 3 წლის წინ გარდაიცვალა. ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოვიდა... ისედაც, ესეც რომ არა, ჩემი რაც მქონდა შექმნილი საკმარისზე ბევრად მეტი იყო...
ვუყურებდი მას და ვფიქრობდი, სხვა შემთხვევაში მასთან ერთად წავიდოდი ანტარქტიდაზეც, ოღონდ მისგან განსხვავებით მე მყავდა ვიღაც, ვის გამოც ამას ვერ ვიზამდი და ეს ვიღაც ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი უმწეო პატარები იყვნენ... ხელი სახეზე მოვუსვი, ისე, ზედაპირულად, თითქმის არც შევხებივარ... იჯდა გატრუნული და ალბათ ხვდებოდა ჩემს ფიქრებს, ჩემს ტკივილს... მე კი მარცხენა თვალიდან წამოსულ ღვარს აღარ ვმალავდი... მიწვდა ჩემს ხელს, მიიტანა ტუჩებთან... სიმწრით მეწიწკნებოდა სხეული, სულიერი სიმწრით... ასეთი ერთგული და გაბედული კაცი იშვიათობა იყო, მაგრამ მე არ შემეძლო იმის მიღება, რაც სხვა დროს ბედის საჩუქრად ჩაითვლებოდა.
- არ გიღირს, არ გიღირს ანტონ, ჩემთან არ გიღირს... არ შეგერგება...
გვერდით დამიჯდა, ტახტზე, გადაწვა და მკერდზე მიმზიდა:
- დადე თავი... მომისმინე: რა იცვლება მაგით, იმათთან ყოფნით რა იცვლება შენთვის? თუ მაგას ვიღაცის გამო აკეთებ, გამოდის რომ სიცოცხლის ბოლომდე აკეთო ეგ, ან მანამდე სანამ დაგცალდება... მაგით რა იცვლება? მუდამ ასე უნდა იყო?
მესმოდა მისი გულის რითმი, დავაყურადე, მინდოდა მომესმინა როგორ ფეთქავდა კაცის გული... შემაქანა, პასუხს ელოდა:
- ის იცვლება, რომ ის ვიღაც ჩემი ორი პატარაა... სანამ შევძლებ ასე ვიქნები, სანამ... რა ვიცი... სანამ სანამდე, მაგრამ ჩემი მათგან გარიდება ტრაგედიას დამაწევს, ვიცი, გამკეთებლები არიან. ახლა კი ის მაინც ვიცი, რომ უსაფრთხოდ არიან... სიცოცხლის ბოლომდე ალბათ... თუ მალე დამთავრდება ეს სიცოცხლე, მერე მეც აღარ ვჭირდები არავის და არც ჩემი პატარები... ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ასეა... სანამ ... სანამ სანამდე...
ის კი მხრებზე მიჭერდა და თავისას ამბობდა:
- წამოდი ანა... ბავშვებსაც გამოვიყვანთ... ხომ იცი, ჯოჯოხეთს რა ანათებსო და ვნახავ გზას, იმათ გამოსაყვანად... წამოდი...
უფრო მივაყურადე, ჩემთვის ჯერ არარსებული კაცის გული მინდოდა შემესწავლა. ისევ მიმიზიდა და ამით პასუხს ითხოვდა კიდევ:
- არა, არა ანტონ, შენ არაფერ შუაში ხარ... შენ არ იმსახურებ ამას... დატკბი შენი ლამაზი
ცხოვრებით და ნუ გაიფუჭებ შენს ოცნებებს, მიჰყევი მათ და დატკბი... არ ხარ შენ მაგის ღირსი,
რომ ამდენ სიკეთეს, რასაც ცხოვრება გთავაზობს ხელი კრა...
- მე ეს შემომთავაზა და მონდომებით ვღებულობ მის ამ გამოწვევას...
სანამ ისევ გულდასმით ვწავლობდი მის გულს თბილი სახით შუბლზე შემეხო... ჩემი ცალი თვალიდან მოდენილი ნაკადული მკერდს უსველებდა...
მთელი ღამე ოთახში ლექტორივით მოსიარულე ცდილობდა დავერწუნებინე მისი შემოთავაზებულის სისწორეში, მე მაინც ვერანაირ პასუხს ვერ ვაძლევდი...
მეორე დღეს ამბულატორიიდან რომ დაბრუნდა, ატმები მოიტანა და სიხარულით გამანდო, რომ დედამისის რეცეპტი აქვს და ჯემის გაკეთება უნდა მოსინჯოს. სიამოვნებით შევუერთდი მის სამზარეულო საქმიანობას და სულ რაღაც ერთ საათში, დაბალ ცეცხლზე თითქმის გამზადებული ტკბილეული მოსაშუშებლად დავტოვეთ. ცხოველებიან ოთახში დავბრუნდით. მიყვებოდა თავისი კვლევების შესახებ. ისიც მოსწონდა, შეკითხვებს რომ ვუსვამდი. როგორც იქნა ჯემიც მოშუშდა, ქილების გარეცხვა მე ვითავე, იდგა კარებში და კურიოზებზე მესაუბრებოდა, რაც მას პაციენტებთან გადახვედრია, ბოლოს დასძინა:
- თუმცა, შენ ხარ ყველაზე საინტერესო კურიოზი მათ შორის...
ორი დღის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, რაც მან მითხრა, გადაწყვეტილებას ვერ ვპოულობდი. ეცდებოდა ამაში დამხმარებოდა, მაგრამ მაინც მიჭირდა. მესამე დღეს კი დილით ალიონზე გავაღვიძე და შესავლის გარეშე ვუთხარი:
- გეგმა გაქვს?
მოისრისა თვალები, საათს დახედა, გაეცინა.
- საოცრება ხარ... და მეუბნები, რომ ცხოვრებამ რაც გამომიწოდა, ის ავიღო... უკეთესი რა უნდა ავიღო?
აწეწილი თმა გამისწორა და მითხრა:
- მაქვს...
ის დღე ამ გეგმის დახვეწით გავატარეთ. მაკვირვებდა მისი ანალიზის უნარი, მისი მსჯელობა. ფაქტიურად, რასაც ამბობდა, სახიფათო იყო, მაგრამ მგლისფერი ძაღლი მოსვენებას არ მაძლევდა... მისი არჩევანი თავისუფალი იყო და ისლანდია აირჩია. მე უნდა წავსულიყავი ერთი კვირით, მაქსიმუმ 10 დღით ადრე და თავად კი მოგვიანებით ჩამოვიდოდა, ზუსტად რამდენი დროც ესაჭიროებოდა აქ საქმეების დასასრულებლად. რასაც ფირმის ამბების მოწესრიგება და სხვა ადმინისტრაციული აუცილებლობები მოითხოვდა.
საშინელი თქეში იყო გარეთ, თითქოს ცა გაიხლიჩაო, ისე წვიმდა. ვუყურებდით რა ბუნების ამ სიგიჟეს ტელეფონმაც დაიწკრიალა. უპასუხა, სახის იერი შეეცვალა და ყურმილი გადმომცა, ჩემთვის ცხადი იყო რაც ხდებოდა :
- მე ვარ,
მის თქმამდე ვუპასუხე.
- ხუთშაბათს იქ გელოდები, ტრესორის წინ, დრო - როგორც ყოველთვის იმ ვარიაციებში, იმ დაცილებით გამეორდება.
სიმშვიდე შევინარჩუნე, გარდა ამისა, მესიამოვნა მისი ხმა, ესეც მიმატებდა მხნეობას:
- იმაზე არ გიფიქრია, ბოლოს ანტვერპენთან რომ გკითხე?
წუთის მეათედები დასჭირდა პასუხისთვის:
- არა... მე მაინც დაგელოდები...
ღიმილი გადამეფინა, ყელთან მივიდე ყურმილი და მიხაროდა, რომ ჩემს უბედურებაში რაღაც კარგიც არსებობდა და ეს იყო ისეთი ორი პიროვნების გაცნობა, რომლებიც სხვებს არ გავდნენ... რომლებისთვისაც ცხადი ვიყავი მე და რომლებთანაც ასახსნელად ბევრი საუბარი არ მჭირდებოდა... ხუთშაბათამდე კი კიდევ სამი დღე იყო...
( *** გავაგრძელებ ანუ დავასრულებ მალე)
* * *
anichqaხო, რა ვიცი, უფროსი კაცია და ვიფიქრე, ჩვენ შევახსენოთ თქვა

ისე კი გეთანხმები.
მიმაგრებული სურათი