კარგი, დავასრულოთ ეს და შემდეგზე მოვილაპარაკოთ

მე-19 თავის დასასრული. წინა ნაწილები:
ამათი პრობლემები მოგვცა***19-And the birds can die in the sky...***( მე-19 თავის დასასრული)
მეორე დღეს უკვე ბრიუსელ-რეიკიავიკის ცალმხრივი ბილეთი ანტონის ფურცლებიან მაგიდაზე იდო. ერთი პარკიც გამომიწოდა - ორი ხელი ახალი ტანსაცმელი იდო შიგ...
ხუთშაბათ დილით არ მინდოდა მეფიქრა იმაზე, სწორს ვაკეთებდი თუ არა, ამჯერად არჩევანი მგელზე აღარ მსურდა და მისნაირი ძაღლი ავირჩიე უკომპრომისოდ... ნაშუადღევს კი დადგა გასვლის დროც და თვალებით დავემშვიდობე ამ სამფლებელოს, მანქანაში მის გვერდით ჩავჯექი და განუზღვრელობას მივანდე თავი...
ბრიუსელის აეროპორტში გაფრენამდე 2 საათით ადრე მივედით. მანამდე გზაში კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ რაც თუ გასარკვევი იყო ერთმანეთთან. გარაჟში ჩაასრიალა მანქანა. მე ისედაც მხოლოდ ერთი პატარა პარკი და ხელჩანთა მქონდა, ბევრი პროცედურები არ დამჭირდებოდა რეგისტრაციისას. გადავწყვიტეთ ცოტა ხანს მანქანაში გავჩერებულიყავით, სანამ ჩეკინი დაიწყებოდა. ეს ნახევარი საათიც მიილია და გადმოვედით. მიკეტა კარი , ხელი მომკიდა, ლიფტისკენ გავწიეთ... ხელზე მომჭიდა უეცრად... მარჯვნივ და მარცხნივ ორი კაცის ფიგურა დაიხატა საიდანღაც... ხელით გამომწია ანტონმა უკან. კაცები ჩვენსკენ ჩქარი ნაბიჯით მოიწევდნენ. მანქანისკენ მანიშნა და უკანვე გამოვიქეცით. მათაც არ დააყოვნეს. ის იყო კარებს ვაღებდით , რომ ერთი, ბუმბერაზი მათ შორის, მიაწვა კარებს. ანტონმა მუშტი ამოდო, მეორეც მიაყოლა, მეორე მამაკაცი მე მომვარდა, ხელები უკან გადამიკეცა და უკან დამწია. ტკივილისგან განძრევაც არ შემეძლო. ანტონი მოსცილდა მიწაზე წაქცეულს და ჩემსკენ გამოექანა, მარჯვენა თვალის სიმაღლეზე გვერდულად ვერცხლისფერი ლითონის ლაპლაპმა გაიელვა.
- არაააააააააააა!
დავიწივლე მე. ძირს დაცემული მამაკაცი ადგა და იმანაც ამოაძრო მსგავსი ლაპლაპა იარაღი.
- ხმა!
დაიქუხა თან. მე აღარ მიყვირია, მაგრამ ხმადაბლა ვთქვი:
- ეგ არაფერ შუაშია, წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება... ჩემი ძველი ნაცნობია, მხოლოდ მომიყვანა...
ანტონი შეეცადა კიდევ მოექნია ხელი, მაგრამ ახლა მის საფეთქელთან კიაფობდა ლითონი. ხმის თრთოლვა გამეპარა მე:
- არა! არა ! მე, ეგ არა ! რაც გსურთ... მე, ეგ არა... ეგ არაფერ შუაშია...
გვერდულად გააპარა ანტონმა მზერა და მკაცრად წარმოთქვა:
- გაუშვით !
ყურადღება არავის მიუქცევია მისთვის. ჩემს უკან მდგომმა უფრო მძლავრად მომოჭირა მკლავებზე, ანტონიც ლამობდა წინ გამოჭრას, უეცრად აკრა ხელი მის უკან მდგომს , ამას საპასუხოდ ჩემი თამდამსხმელის მიერ ჩემდამი უარესი ტკივილის მოყენება მოჰყვა.
- ავად არის... მე... ეგ დაშავებულია, ჭრილობა აქვს... გაუშვით...
ჩასისხლული თვალებით ამბობდა, მაგრამ ამით არც არაფერი შეცვლილა. ჩამცეცხლა ხმამ:
- კოპიები სად გაქვს? კოპიები მეთქი!
უცებ სინათლემ მოიცვა ჩემი აზროვნება... სპეციალურად დავაყოვნე.
- გესმის თუ დავუმსხვრიო თავის ქალა შენს ნაცნობს? თითქმის ერთი თვეა აეროპორტებში და სადგურებში ვცხოვრობთ შენი ძებნის გამო და ახლა კიდევ შენ გიცადოთ, როდის ამოიცლი ხმას!
მშვიდი ხმით მივუგე:
- მესმის...
- მერე?
კაცის ხელზე, რომელსაც ანტონის ყელზე ხელი ქონდა შემორტყმული და ისე იჭერდა, საათს დავაკვირდი - 20:40 .
- მერე?
ისევ შემომჩხავლა კაცმა. უფრო დაწყნარებულად მივუგე.
- მხოლოდ ერთი პირობით: ეგ გაუშვით და რაც გსურთ მალევე ხელთ გექნებათ... მაგას
თმის ღერი მოსწყდება, მე დასაკარგავი არაფერი მაქვს, დარჩებით ხელცარიელი და თქვენი
უფროსი მეტად უკმაყოფილო იქნება... ეგ გაუშვით...
- არა... არა!
არ ცხრებოდა ანტონი, კაცმა მის საფეთქელზე აიტანა ლულა.
- გაუშვით, როცა წავა... რომელიმე თქვენგანის გარეშე... მერე...
ანტონს სახეზე სიმწრის ნაოჭები დაედო. იმასაც ვერ ხვდებოდა ჯერ, რატომ მქონდა მე ასეთი მშვიდი და ცინიკური გამომეტყველება.
ჩემს უკან მდგომმა იარაღის მაღლა აწევით ანიშნა მეორეს, ექნა ის რაც ვუთხარი. მიყურებდა ანტონი და ხვდებოდა, უკვე ხვდებოდა , რომ ეს იყო ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება. მისი თვალები ნაღველს მოეცვა, მაგრამ სჯერავდა ჩემი და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, დაქოქა მანქანა, ნელი სვლით გავიდა. პარალელურად მეც ასე მიმიყვანეს მათ მანქანაში, თითქმის ანტონთან ერთად დატოვეს გარაჟი. დააყოვნეს, სანამ ის თვალს მიეფარებოდა და გზაზე გამოვიდნენ.
- აბა, გოგონი, საით ?!
ჩუმად მომმართა საჭესთან მჯომმა. მეორეს მარცხენა ხელით ჩემი ბეჭები ეჭირა , მარჯვენაში ისევ ვერცხლისფერი მეტალი უბრწყინავდა - ქვემოდან ჩემი ხორხისკენ მოშვერილი.
- საით?
აუწია ხმას.
- Grand Place...
ეტყობა კარგად არ იცნობდნენ ქალაქს, რუკა მოიშველა და 2 წუთის შემდეგ დაადგა საღამოს ქალაქის გაჩახჩახებულ ქუჩას... "ბოლოს ანტვერპენთან რაც გკითხე, იმაზე კიდევ არ გიფიქრია?" -პასუხად მესმოდა ისევ : " არა... მე მაინც დაგელოდები... დაგელოდები... დაგელოდები..."- მიმდევრობით ჩამესმოდა და უკვე შემოჩვეული ცალმხარე ღიმილი მარცხენა მხარეს მოვაქციე, მარჯვნივ მჯდომს რომ არ შეემჩნია...
***
მივაღწიეთ დასახელებულ ადგილს:
- ახლა?
მიმოვიხედე ირგვლივ და ვუპასუხე:
- ახლა მოძებნე აქ გასაჩერებელი. დანარჩენი ფეხით უნდა წავიდეთ.
არ მოეწონათ ეს პასუხი:
- რას ქვია ფეხით წავიდეთ? ტრესორის ნომერი და კოდი დაწერე, ერთი ჩვენგანი წავა და გამოიტანს.
ასე ადვილად არ გაუვიდოდათ. მშვიდად გავაგრძელე მე:
- ტრესორის ნომერი არ მახსოვს, კარგა ხანია მას შემდეგ. ნარკოზის შემდეგ ისედაც არეული მაქვს ციფრებთან კონტაქტი... კოდი კი მუდამ ერთნაირი მაქვს და ის არ მავიწყდება. უნდა შევხედო იქ განლაგებას. ოპტიკური მეხსიერება მაქვს და მაშინვე მივაგნებ...
ერთმანეთს გადახედეს.
კიდევ გამოიძიეს, თუ სად არის ტრესორი. მეც ავუხსენი და ვურჩიე იქვე პარკის წინ გაეჩერებინათ, უფრო თავისუფლებაა სადგომების მხრივ. ასეც მოიქცნენ.
გადმოვედით სამივენი. ვისაც მე ვეჭირე აეროპორტში, ისევ ის მედგა გვერდით, მანქანიდან გადმოსვლამდე იარაღს ხმის ჩამხშობი კიდევ ერთხელ რომ შეუმოწმა, გვერდით მომყვებოდა და თან ათვალიერებდა გარემოს. მძღოლი კი რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო. სულ ცოტაც და მივუახლოვდებოდი საშასთან დათქმულ შეხვედრის ადგილს, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო ტრესორი, არამედ განყენებული მერხი პარკის შესასვლელთან. ხალხიც საღამოს პირობაზე კანტი-კუნტად მოძრაობდა.
ათიოდე მეტრით რომ მივუახლოვდით ზემოთ ხსენებულ მერხს, არ გამჭირვებია განსხვავებული ფეხის ხმა გამომერჩია მოსიარულეთა შორის, ოდნავ შევანელე ნაბიჯი. ძალა მოვიკრიბე, მოსალოდნელი მოქმედებებისთვის სამზადისი დავიჭირე... მოლოდინმაც არ დააყოვნა: ჩემი მხლებელის შემკრთალი სხეული ვიგრძენი გვერდზე, ამას კი ნაცნობი ხმა მოყვა:
- ზედმეტი მოძრაობა და შენს დიდ ბაბუასთან წახვალ !
წინ მიმავალი ისე იყო გართული პარკის მხრის კონტროლით, რომ არც გაუგონია, რა ხდებოდა მის უკან... საშამ მეორე ხელით ჩემს მხლებელს იარაღი გამოაძრო და ჩემზე შემოუხედავად გადმომაწოდა. მეც მარჯვენა ხელით კოსტიუმის მარცხენა ფრთაში გადავმალე.
- პარკში შედი!
უთხრა საშამ. ამ დროს წინ მყოფიც შემოტრიალდა და ახლა ჩემს ხელთ ხედავდა მისი მეწყვილის ნახევრად ავტომატურ პისტოლეტს, რომელზედაც მაყუჩი მის თვალწინ იყო გაკეთებული...
***
პარკის მეორე მხარეს გზის გადაჭრით გავაღწიეთ. პატარა ხიდზე გადავიარეთ და ფართო ქუჩაზე უკვე ტაქსში ვისხედით.
- საით?
შემოგვხედა ტაქსისტმა:
- აახენში,
წყნარად მიუგო საშამ. ეს ტაქსისტს კი არა მეც მაკვირვებდა.
- ბატონო?
შემოტრიალდა ტაქსისტი. მან კი გაუმეორა:
- აახენი! ორივე გზა გადახდილი იქნება...
ტაქსისტმა საათს დახედა და ბევრი აღარ უყოყმანია, მანქანაც აამუშავა... მე კი უახლოეს საბენზინე ან დასასვენებელ სადგურზე გაჩერება ვთხოვე ტაქსისტს, დავავალე მარკიანი კონვერტი ეყიდა ჩემთვის...
ბელგიის ავტომაგისტრელებისთვის მახასიათებელი გზას გამყოლი უწყვეტი ლამპიონების შუქზე კი ვწერდი: " მე მსურს, რომ ხელი გაუწოდო იმ სიკეთეს , რასაც შენი ცხოვრება გთავაზობს, შენ უკეთესი ცხოვრების ღირსი ხარ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ აირჩიე... ჩუბინთა კლუბში რომ წახვალ, ჩემს მაგივრად უდაბნოს არწივი ისროლე, ბარეტზე არ შეგაწუხებ... ჩემში მუდამ იარსებებ, სანამ მეხსიერება შემეძლება ... ", დავკეცე, ჩავდე მისამართ გამზადებულ კონვერტში და ტაქსისტს ვთხოვე, ბრიუსელში რომ დაბრუნდებოდა, ეს წერილი გასაგზავნად ფოსტის ყუთში ჩაეგდო.... საშამ მხარზე ხელი მომხვია, პირველად ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, სულ პირველად, მიმიკრა მკერდზე , სახე სახეზე შემახო და მიუხედავად რუსული ენის მიმართ მისი აპათიური განწყობისა, რატომღაც რუსულად მითხრა : "И птицы могут в небе погибать..."