nigo
*** 20 -Where is an end of all hopes and dead end of roads...***(მე-20 თავის I ნაწილი)
აახენში მისვლამდე ბევრი არ დაგვჭირვებია, დაახლოებით 2 საათი. საკმაოდ გვიანი იყო, მატარებლები მხოლოდ მომდევნო 2 საათში აგრძელებდნენ სვლას. ავტომატში ბილეთები იყიდა, ლოგიკური იყო , რომ ამ ადგილს უნდა მოვცილებოდით. ეს დრო კი სადგურიდან მოშორებით ღამის ბარში გავიყვანეთ...
სწრაფ მატარებელში მყოფნი იმედით, რომ მალე დასრულდებოდა ეს მგზავრობა, თვალს ვერ ვხუჭავდი, თუნდაც ეს 'მალე' რამდენიმე სრული საათი იყო. ისევ ექიმზე ვფიქრობდი და საშასგან გვერდზე მიტრიალებული ვცდილობდი ჩემი არარაობა სახე არ დაენახა. ის კი მგზავრების მიერ დატოვებულ ჟურნალს მშვიდად კითხულობდა. ჩემი მდგომარეობა მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და რატომღაც დღეს ამოჩემებული რუსულით , ისე რომ ჟურნალს თვალი არ მოუცილებია, მითხრა :
- Бог дал - Бог взял и спорить неуместно, таков порядок и закон...
მე უფრო მეტად შევტრიალდი ფანჯრისკენ და უაზროდ მივაჩერდი მორბენალ ლანდშაფტს...
ერთ მთიან დასახლებაში დავიდეთ დროებითი ბინა. ქალაქის ცენტრი ისედაც არ გვაწყობდა და თან დროებითი ბინის ნახვა იქ გაძნელებული იყო. სასტუმროსათვის საკმარისი ფინანსები ჯერჯერობით არ გაგვაჩნდა, რამდენადაც შექმნილი ვითარების გამო ყოველნაირად ერიდებოდა ინსტრუქტორებთან დაკავშირებას. თანხის არასაკმარისობა არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი იყო, თან მაშინ, როდესაც ყოველ მომენტში შესაძლებელი იყო სიტუაციის შეცვლა და შესაბამისად მოსალოდნელი მგზავრობები...
ტყის მხარეს მომზირალ დახურულ ვერანდაზე გაცივებულ ყავას ვსვამდი, საშა კიდევ ცხვრის ტყავგადაფარებულ ხის ტახტზე წამოწოლილი ნეტარებით აბოლებდა სიგარეტს. სიჩუმე დავარღვიე:
- კი მაგრამ, ლაბორატორიაში მივდივარ თუ არა? უკვე მეორედ გადავავადეთ, იქნებ ბოლოს უარიც თქვას ხელმძღვანელმა ჩემს მიღებაზე.
დამაჯერებელი ხმით მიპასუხა:
- არ იტყვის... ნუ იხეთქავ თავს მაგით, წახვალ მალე, რა მოუთმენელი შეგიჩნდა! სხვა თუ არაფერი, იქ ჩასვლამდე ბილეთი ხომ გინდა, ახლოს ნამდვილად არ არის...
მაგაზეც ვფიქრობდი რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ არაფერი მითქვამს აქამდე, როგორც ყოველთვის, საორგანიზაციო საქმეებს მას ვანდობდი. მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე:
- მძინარეები არ არიან ახლო-მახლო?
(* მძინარე- ჟარგონში ნიშნავს დროებით უმოქმედო უცხო აგენტს ან ამ მიწის მკვიდრს, რომელიც მომავალ დავალებას ელოდება. 'მდუმარე ქსელი' კი "მძინარეთა" ჯგუფია, ბევრი მათგანი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მისდევს საკუთარ პროფესიას).
უცებ წამოდგა და მომმართა:
- მოემზადე, გავდივართ... ცოტა ხნით!
უახლოეს დიდ ქალაქამდე ჯერ ავტობუსით და შემდეგ მატარებლით ვიმგზავრეთ. საცხოვრებელი ბლოკის მოშორებით , სადაც მანქანები ხროვად იყო დაყენებული, ერთი აარჩია და მალე ამ მანქანით ქალაქის გარეუბანსაც მივაღწიეთ. საღამო ახლოვდებოდა. საბენზინე სადგურის უკანა მხარეს გააჩერა:
- გადმოჯექი საჭესთან, არ ჩაქრეს მანქანა.
თქვა და გადავიდა... სულ ბევრი, 6-8 წუთის შემდეგ საბენზინეს სამარკო ცელოფნის პარკით ხელში დაბრუნდა, შიგთავსი წინასწარ გამზადებულ ჩანთაში გამოცალა და პარკი ფანჯრიდან გადაუძახა . უმისამართოდ გავაგრძელე გზა პირდაპირ . მალე მითითება მომცა, რომელი მიმართულება ამეღო. სამჯერ გავიმეორეთ მსგავსი აქცია... ამით კი არც თუ ისე ცოტა ხნით ფინანსური პრობლემაც მოხსნილი გვქონდა...
ნაშუაღამევს კი ჩვენი სოფლის ახლომდებარე დასახლებიდან სოფლამდე ტაქსით ავედით. სახლში შებრუნებულს ჩაის მომზადება დამავალა... არც ისე მაღალთიანი რეგიონი იყო, მაგრამ გვიანი ზაფხულის ღამეს მაინც სიცივეს არტყამდა. ძილი სათოფეზე არ გვეკარებოდა არცერთს , ამიტომაც ბუხარი დავანთე და ერთმანეთის გვერდზე მდგარ მოქანავე სავარძლებში წამოწოლილები ცალკ-ცალკე ფიქრებს მიცემული, უხმოდ ვიყავით. ჩემი ნაღვლიანი აურა საბაბს აძლევდა საუბარი წაემართა:
- ნუ ფიქრობ მაგაზე, პატარავ... თავად იცი, რომ სხვა თუ არაფერი, ამ ეტაპზე შენი ყოველგვარი პირადი ურთიერთობები არ გაიხარებს. თუ ის კაცი მართლაც ძვირფასია შენთვის... მიუხედავად იმისა, რომ წესით და რიგით, დეფინიტიურად უნდა გიკრძალავდე მე მაგაზე ფიქრსაც, ამ უკანასკნელს გვერდს ავუვლი და ამჯერად რჩევას მოგცემ: თუ შენ გინდა, რომ ის უვნებელი იყოს და შეძლოს ნორმალური ცხოვრების მართვა, სხვა მოსალოდნელ შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ, არც კი შეეცადო მასთან დაკავშირებას, ნახვა სრულიად გამორიცხულია... შენ არავის გაგაკარებენ ხომ იცი, ისიც გრძნობისმიერად და ისიც იმ მიზნით, რაც თქვენ ორივეს ერთმანეთთან გაკავშირებდათ... შეიბრალე, თუ შენთვის მისი კეთილდღეობა ძვირფასია...
პასუხი არ მიმიცია, ამიტომაც გააგრძელა:
- თითქოს თავად არ უწყოდე ამას...
თავი ვეღარ შევიკავე:
- დიახაც რომ ვუწყოდი! ყველაფერს, თან ბროლივით სუფთად! მაგრამ იმასაც ვუწყი, რომ შენნაირი არ ვარ ჯერ კიდევ, შენნაირი - ვისაც საკუთარი სახეც არ გააჩნია, სიყვარულს არ ფლობს, სითბო სირცხვილად მიაჩნია... ამასაც ვუწყი!
შემომრისხა თვალებით, ჩემი ცეცხლიანი უტეხი მზერა თითქმის მოულოდნელი იყო მისთვის:
- მორჩი!
შემომყვირა. არ ვცხრებოდი:
- რატომ? სიმართლე მწარეა?
წამოდგა, ჩემი ორივე მაჯა მის ხელში მოიქცია და გამოცრა:
- და შენ იცი ჩემი სიმართლე? იცი ?!
- ის მაინც ვიცი, რომ უგრძნობი ხარ, არავის მყოლე და დარდიმანდი! სხვისი გრძნობები შენთვის
გაუგებარია!
უარესად შემაქანა და დაიყვირა:
- შენ რა იცი სიმართლეეეე !!!!!!!! გაჩუმდი! გაჩუმდი მეთქი... ჩემი გრძნობები... ჩუმააააად!
ჩემს წინ ჩაჯდა , სახე ხელით დაიფარა და წყნარი ხმით დასძინა:
- გთხოვ... პატარავ...
რახან მეგონა, რომ მას არ ვგავდი, ჩემს წინ ჩაჩოქილის თავი ჩემსკენ მოვიზიდე და კალთაში მოვიტანე. ისიც დამყვა. თმებზე ვეფერებოდი და სულაც არ მსურდა მცოდნოდა, ვინ იყო ის, ჩემთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი: ეს იყო ჩემი ყველაფერი, ვინც მე აქ გამაჩნდა, ან იქნებ, საერთოდ გამაჩნდა ...
რვა დღის შემდეგ საგულდაგულოდ მოამზადა საშუალებები და სტეგანოგრამით* დაკავდა. მეც ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი ამ "ხელობას", ძალიან საინტერესოდ მიმაჩნდა. ის კიდევ შიგა და შიგ განმარტებებს მაძლევდა:
- ეს სიმეტრიული სტეგანოგრამაა, ამ შემთხვევისთვის მხოლოდ ეს გამოდგება.
(* სტეგანოგრაფია - მონაცემების შენიღბვა, არა კრიპტოგრაფიული მეთოდით, არამედ იგივე სახით, რა სახითაც ეს ინფორმაცია გადაიცემა, ოღონდ თითოელი სიტყვა, ნახაზი, გრაფიკი თუ სურათი მიანიშნებს რაღაც სხვას, ვიდრე თავად მისი არსია. სიმეტრიულის დროს შესაბამისი 'გასაღები' მიმღებისთვის წინასწარ ცნობილია. ინფორმაცია თავსდება მონაცემთა სხვადასხვა სახის მატარებელზე ).
ძალიან გავერთე ამ პროცესით და რაიმე დასალევის მოსატანად რომ მიხდებოდა წასვლა, ვეცდებოდი მალევე დაბრუნებულიყავი და არ გამომეტოვებინა არცერთი საინტერესო ნაბიჯი, რაც ამ მეთოდს თან ახლდა. ძალიან გვიან კი ერთმანეთის პერპენდიკულარულად მდგარ საწოლებზე წამოწოლილებს ძილი სანამ გვესტუმრებოდა, ვსაუბრობდით, მიხვდა რა მე დიდხანს არ დამჭირდებოდა უძილობასთან ჭიდილი, საუბარი ამით დაასრულა:
- ხვალ შენ მთელი დღე და მთელი ღამე მარტოდ იქნები. ყველაფერი არის სახლში, გასვლა არ დაგჭირდება. ზეგ დილით, გამთენიისას დავბრუნდები, საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. თან ზუსტად მეცოდინება, როდის უნდა წახვიდე იმ შენს ნანატრ ლაბორატორიაში...
თუ არ ვცდები, ოდნავმა სიხარულმა მაინც შემოაღწია ჩემში და მის მიერი ჩემდამი კეთილი ანგელოზების სურვილს მოვკარი ბოლოს ყური...
მართლაც, სრული უსაქმობით გავატარე მომდევნო დღე და ღამე. ნაადრევ ალიონზე კი დაბრუნდა. ორი საკმაო მოზრდილი ჩანთა მაგიდაზე მოათავსა. ათასი საჭირო ნივთი ედო შიგ, მათ შორის ჩემთვის საჭირო პარიკების ნაირსახეობები, ტანსაცმელი, ხელჩანთები, ასევე ინფრაწითელი გამოსხივების მეთოდზე დაფუძნებული ღამის და სუსტი სინათლის გამაძლიერებლები, ერთი სიტყვით, სხვადასხვა ხელსაწყო, რომელიც ცხადი იყო მალე უნდა გამოგვეყენებინა. დაახარისხა კუთვნილობების მიხედვით და ისევ ძირს ჩამოდგა. მე ტახტზე წამომჯდარი უხმოდ ვაკვირდებოდი მის საქმიანობას. ბოლოს მომიბრუნდა:
-დილა მშვიდობისა, პატარავ... მომიტევეთ თქვენო უსათნოესობავ, რომ ძილი დაგიფრთხეთ...
ბალიში მუხლებზე დავიდე და მივმართე:
-ნუ იჭყანები... როდის მივდივარ? იქ ?
საფერფლის ძებნაშივე მომიგო:
- მალე, მხოლოდ ცოტა გახალისება მოგვიწევს და მერე... გარკვეულია სამეცნიერო ხელმძღვანელთან და როცა მიხვალ , უპრობლემოდ მიგიღებენ. ალბათ აწი აღარ მკითხავ მაგას... საფერფლეს ვერ ვპოულობ...
- მე ვიძინებ ისევ, საფერფლე კი ვერანდაზეა...
მოკეცილივე ჩავბრუნდი საბანში. საშამ გადაიფიქრა საფერფლის მოძიება, სიგარეტი ბუხარში შეაგდო და თავის საწოლზე მიესვენა...
(*** გავაგრძელებ შემდგომში)