ვერასდროს ვერ ვიტანდი ქაღალდების შევსებას. ჩემი ხელფასი ტვის ბოლოს წარდგენილ 2 ფურცლიან ანგარიშის ფორმაზეა დამოკიდებული თუ წარვადგენ გარკვეულ რიცხვში (ყოველი თვის 25ში). მაშინ დამერიცხება მიმდინარე თვში. თუ არა მომავალ თვეს. იმდენად მეზარება, რომ ხშირად უკაპიკოდ ვარ, მაგრამ მაინც მეზარება ამ 2 ფარატინა ქაღალდის შევსება.
ამ დამოკიდებულების გამო მე მუდმივად მაქვს დავა ამ საგადასახოებთან, პატრულთან პასპორტთან და ა.შ.
გასულ თვეს ორენჯის თანხა გადავიხადე. დამირეკეს რომ არ გაქვს შევსებულიო. აღმოჩნდა რომ საგადასახადოში ვალი გაქ და იმან წაიღოო. მართლაც მქონდა დავალიანება და კიდევ 182 ლარი აკლდებოდა. შესაბამისად ორენჯის ტანხას ეს დანაკლისი დავამატე და გადავიხადე 10 ლარიოს მეტობით. იმავე პერიოდში ლიბერთიდან ტანხები უპრობლემოდ გამომქონდა
მომდევნო კვირას კი აღმოვაჩინე რომ ლიბერთის 2 ანგარიშზე არსებული თანხები დამინულდა საერტო ჯამით 780 ლარი და ეს თვე უკაპიკოდ დავრჩი. შესაბამისად საგადასახადოში 780 ლარის მეტობა მაქვს, ამ ტანხას რაღაც განცხადების საფუძველზე ალბათ დამიბრუნებენ, მაგრამ ეს დღეები უკაპიკოდ რომ დამტოვეს (ორივეზე პირწმინდად ახიკეს) განცხადება ვჭამო?