მთავარი ბარიერი ჩვენსა და რუსეთს შორის არის საქართველოს მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები და ახლა უკვე რუსეთის მიერ მაგ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.ბევრი ვარიანტი არ გვრჩება,სამწუხაროდ.რუსეთი თავის აღიარებას უკან არ წაიღებს.ამერიკა კი მაგ რეგიონების დაბრუნებაში ვერ/არ დაგვეხმარება(იხილე ჩემი თემები "ამერიკა საქართველოს მტერია" და "ამერიკამ უკვე ორი პრეზიდენტი ჩამოგვიგდო").ჩვენი დაახლოება რუსეთთან ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია.აი,რა უნდა გაკეთდეს? ჩიხია ყველა მხრიდან.2 ვარიანტი რჩება:
1. რუსეთთან კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა,სადაც აფხაზეთიც შევა საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციული ერთეულის სახით(და არა კონფედერაციული).ახალი რეალობა შეიქმნება,ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი და რუსეთის ის აღიარებაც ძალას დაკარგავს.პრესტიჟსაც შეინარჩუნებენ და საქმესაც გაიკეთებენ.სხვა საქმეა,ქართველები ამაზე რომ არ წავლენ და არც რუსეთი მოინდომებს მაინცდამაინც საქართველოს გამო ასეთ აწეწვას და აფხაზებთან ურთიერთობების კიდევ უფრო არევას.თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც შევლენ მაგ კონფედერაციაში,კიდევ ხო.მოკლედ,ეს ვარიანტი აბსურდული მეჩვენება,მაგრამ მაინც აქვს არსებობის უფლება.არასოდეს თქვა არასოდეს.
2. მაგ ტერიტორიების დამოუკიდებლობსი აღიარება და პარალელურ რეჟიმში სქართველოს კონფედერაციის გაკეთება რუსეთის პატრონაჟით.ეს ვარიანტი უფრო მერეალურება.საშინელებაა,მაგრამ საშინელებასა და უფრო დიდ საშინელებას შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება.ზედმეტად ბვევრი შეცდომა დავუშვით და მათი უმტკივნეულოდ გამოსწორება უკვე ფანტასტიკის სფეროა.ადრე სიტყვა "
კონფედერაციაზე" ფობიები მქონდა,მაგრამ ახლა უკვე ცივი გონებით "ვუყურებ"(იძულებული ვარ).
ამქვეყნად ყველაფერი ფარდობითია.ავტონომიების სახით თუ იყო ჩვენი,იმიტომ ვერ ჩამოიქცა ეს ერთობა ნიფნიფა/ნუფნუფას ქოხივით.კონფედერაცია რომ ჩვენი საოცნებო ვარიანტი არაა,ეგ ნათელია,მაგრამ მწირი არჩევანი გვაქვს.დროა,ქმედით ღონისძიებებზე გადავიდეთ და ერთ ადგილზე აღარ ვიბუქსაოთ.
ყველანაირი სახით კონფედერაციაზე პირადად მე ყაბულს არ ვიქნები.რახან ასეთ დათმობებზე მივდივართ,რაღაც დეტალები ჩვენს სასარგებლოდ უნდა იყოს.
1. თუ ქართველები არ დაბრუნდებიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,მაშინ არანაირი კონფედერაცია! ეს მართლა თავისმოტყუება იქნებოდა.სულ მახატია,იმ სახლებს ჰყიდიან თუ სტრიპტიც ბარებად აკეთებენ.ცალმხრივი დათმობები ჩვენი მხრიდან არ იქნება.ეს 2X2=4
2. სახელწოდება არ იქნება "საქართველო და აფხაზეთი",სიტყვაზე.
დანარჩენი მოლაპარაკების საგანი იქნება.
სახელწოდებას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს.უნდა იყოს საერთო სახელწოდება,წიპა დიდი ბრიტანეთის "გაერთიანებული სამეფო" ან სულაც "შვეიცარიის კონფედერაცია",მაგრამ არანაირად "სერბია და ჩერნოგორია".
ასიმეტრიული კონფედერაცია იქნება თუ არა,ეგეც მოლაპარაკების საგანია,მაგრამ სახელწოდება ხელშეუხებელია და წერტილი.არ გვჭირდება ორი კონკურენტი სუვერენული სახელმწიფო,მითუმეტეს ქვეყნის დასახელებაში.ასე მართლა არ იქნება შეგრძნება,რომ საქართველო გამთლიანდა.
რამე საერთო სახელწოდებას მოვიფიქრებთ,წიპა "კოლხეთი","კოლხიდა" ან რამე ეგეთი,თუ მთლად საქართველოს კონფედერაციაზე არ წამოვლენ.
ჩემი ნება რომ იყოს,საერთოდ სოხუმში გადავიტანდი ქვეყნის დედაქალაქს.ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი,როცა მეცდოდინებოდა,რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქი იქაა და არსად გაიქცეოდა ის მხარე,არც კონკურენცია იქნებოდა "საქართველოსთან",როგორც ასეთი.
თუ ქართველები იცხოვრებენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,მაშინ ვერ ვხდები,რა პრობლემაა.
თუ მაგ ტერიტორიებზე "ქართული სიო" დაჰბერავს,მაშინ სულაც არ ვარ წინააღმდეგი,თბილისს უპირატესობა არ ჰქონდეს,როგორც ასეთი.;და თუ არ დაჰბერავს,მაშინ არანაირი კონფედერაციაც არ იქნება.ეს ისედაც ნათელია.
ერთ ფერში იქნება ისევ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.საერთო დროშა და საერთო ქვეყანა გვექნება(მთავარი დროშა)..ამ დროშით ერთად გამოვალთ ოლიმპიადაზე,ფეხურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზებზე(: )).არ აურიოთ დიდ ბრიტანეთში,იქ სხვა სისტემაა და მაგიტომ გამოდის ინგლისი,შოტლანდია და ა.შ. ცალკე, და არა დიდი ბრიტანეთის სახით.ჩვენთან მასე არ იქნება.მოკლედ,უეფასა და ფიფას მოთხოვნაა,რომ თუ ცალკე ჩემპიონატი აქვთ,გამოვიდნენ ცალკე, სანაკრებო დონეზე.მათ კი ცალკე ჩემპიონატები აქვთ.ჩვენ ერთი ჩემპიონატი გვექნება გასაგები მიზეზების გამო.ინგლისი არ უთმობს კვოტებს,მაგალითად,უელსის გუნდებს პრემიერ ლიგაში,ჩვენ დავუთმობთ.ბრიტანეთის შემთხვევაში უფრო წინწამოწეულია კონფედერაციის სუბიექტების "თვითმყოფადობა".საქართვეკლოს შემთხვევასი ასე არ იქნება.საქართველო უფრო ერთიანი ორგანიზმი იქნება.
და თბილისიდან ბევრიც გადავა აფხაზეთისკენ და იქ "დაიხარჯებიან",ანუ წყალგამყოფი უფრო მკრთალი იქნება...
გვექნება ერთი ვალუტა;ერთიანი საგარეო თუ სამხედრო პოლიტიკა;სახელწიფო ენა - ქართული - გავრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზეც(ომის მერე ეტა დარაგოვა სტოიტ),გაჩნდება ქართული წარწერები აფხაზურის გვერდით და ა.შ.,რომელი ერთი ჩამოვთვალო.

სკოლებში დაიწყება ქართულის სწავლება;აფხაზები ისწვალიდნენ თბილისის უნივერსიტეტებში, ნელ-ნელა აღდგება ურთიერთობები; იქნება უვიზო გადაადგილება( : )) საკუთარ ქვეყანაში;ჩახვალ თბილისი-სოხუმის მატარებლით.

რად მიდნა აფხაზეთის/სამაჩაბლოს ისეთი "დაბრუნება",ზაფხულში" თუ ჩავალ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ზიზღით შემომხედა,ვითარცა პარაზიტს?!
ამას პირადად მე არ ვიმსახურებ.ომით რომც დავიბრუნოთ(: )),ამ ნეგატიურ ფონს ვერსაც წაუვალ და ამით უფრო ბენდიერები ვერ გავხდებით.
მალე გადაივლის ეიფორია და დაგვღცება ეგ საზიზღარი აურა,რაც იქ ჩასვლის სურვილს დაგიკარგავს.
მათი ინტერესებც გასათვალისწინებელია და კონფედერაციის გარეშე ფონს ვერ გავალთ.
კონფედერაცია კი 100-ჯერ მირჩევნია იმ მდგომარეოაბს,რაც ახლაა და მითუმეტეს იმას,აფხაზეთი/სამაჩაბლო დამოუკიდებელი სახელმწიფოები რომ იყვნენ და საქართველსოთან არაფერი ესაქმებოდეთ.
როგორმე გადავიტანთ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას კონფედერაციის შექმნის წინ.სხვა გზა არ გვაქვს.
მსხვერპლის გაღებაა საჭირო უკეთესი მოავალის შესაქმნელად და ეგ "აღაირება" იქნება ყველაზე ცუდი,რასაც უკან მოვიტოვებთ და რაც ოდესმე მოგველის.მაგის მერე სულ ზევით,ზევით,მაღლა და მაღლა იქნება.
აფხაზები გაახურებენ,რა თქმა უნდა,და სწორედ აქ გვჭირდება რუსების დახმარება.
ეთნიკური ბალანსის შეცვლა მტკივნეული საკითხი იქნება მათთვის,მაგრამ აფხაზი დომინანტი ეთნოსი არცაა აფხაზეთში(სომხები არიან).გადაიტანენ.
მოხდა ეთნოწმენდა(დადასტურებული) და აფხაზებმა თავად იციან,რომ მის დამოუკიდებლობას ამიტომ უფრო არ აღიარებენ.ძალიან ცუდი პრეცედენტი დაიშვება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან მაშინ.სხვა საქმეა,ჩვენ რომ გვაღიარებინებენ ათწლეულებსი მერე.მაგ ნახევარფაბრიკატ თაობებს ტყუილად არ გვიზრდიან.ამაზე ვრცლად იმ ორ თემაში,ზემოთ რომ დავაწერე.
ვინმეს იმედი თუ გაქვთ(ამ შემთხვევაში სითიზენს არ ვგულისხმობ),რომ ნატოში შევალთ ასეთი კონფლიქტებით რ უ ს ე თ თ ა ნ,მართლა ვერ დაგაჯერებთ...რამდენიც არ უნდა იაუბრონ,რომ მაგ კონფლიქტებით მიგვიღებენ ნატოში,ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და ბლა-ბლა.ფაქტი ისაა,რომ მაპიც არ გვაღირსეს და არც გვაღირსებენ.ხო,მაპზე უკეთესი მივიღეთ,ვიცით
მოკლედ,აფხაზები წინ ვერ წავლენ,სანამ დევნილთა ნაწილი მაინც არ დაბრუნდება და ეს კარგად უნდა ავუხსნათ.(რუსების დახმარებითა და "ზეწოლით")
თუ free will-ის პრინციპით კონფედერაციის დატოვების უფლება ექნებათ,რატომ არ უნდა უნდოდეთ და რატომ გაძალიანდებიან? მათ აფხაზების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ქართველები არ უნდათ,თორემ ეთნოსზე აქ საუბარი არცაა და უამრავი მეგრელი ცხოვრობს იქ,რომ აფხაზობენ ვითომ და პრობლემები არც აქვთ.
დევნილების დაბრუნება დროში გაწერილი პრცესი იქნება და ერთიანად არ მოხდება,მაგრამ უნდა დაიწყოს აუცილებალდ,თუ არადა - არანაირი კონფედერაცია.ეს ანბანური ჭერშმარიტებაა.
ედიკას დროსაც იყო საუბარი დევნილების ნაწილობრივ დაბრუნებაზე,მაგრამ კონფედერაციას ითხოვდნენ თუ რაღაც მაგდაგვარს,თუ არ ვცდები...მერე მოვძევნი მაგ ინფოს,და ჩვვენ არ წავედით მაგაზე.
რუსებს კი ბევრი რამის "დაძალება" შეუძლიათ.მინიმუმ არჩევანის წინაშე დააყენებს - ცუდი ან უარესი.
შეუძლია,მაგრამ რომ არ აკეთებს,ეგ სხვა საკითხია და თან ვრცელი.
აფხაზებმა სისხლით დამოუკიდებლობა მოიპოვეს და სუვერენულობას შეინარჩუნებენ კონფედერაციის პირობებში.
more than enough.
ახლა კითხვა: რა გარანტიაა,რომ რუსეთი არ დაგვიშლის მაგ კონფედერაციას წლების მერე და აფხაზებს/ოსებს დამოუკიდებლობა არ შერჩებათ?
პასუხი: 100%-იანი გარანტია იმისაც არ არსებობს,რომ 2012-ში დედამწიაზე სიცოცხლე არ დასრულდება.
სერიოზული პასუხი:მოდი,ასე შევხედოთ სიტუაციას:
რუსეთს აწყობს,რომ ჩამოგვეჭრას ეგ ტერიტორიები? - არა.ის საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტს კარგავს და საქართველოს ათავისუფლების,რათა ნატოში სწრაფად და ადვილად შესრიალდეს.
დასავლეთს აწყობს,რომ ეგ ტერიტორიები ჩამოგვეჭრას? - კი,და ასე 50 წლის მერე ასეც მოხდება,რამე სასწრაფოდ თუ არ ვიღონეთ.ახლა ამერიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას(ძალიან არ უნდა,მაგრამ სხვა რა გზა აქვს),და ეს მხოლოდ იმისთვის,რომ ქართველი ერის მხარდაჭერა არ დაკარგოს.დეკადების მერე სხვა თაობა წამოვა,რომელსაც ეკიდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამერიკაც დაგვითანხმებს,ეგ ტერიტორიები მოვიცილოთ(ჩვენი ხელით მოგვაცილებინებს,ხო).აგერ მე და აგერ თქვენ.საბჭოთა თაობა მალე წავა იმ ქვეყნად და დარჩება ეს ახალი ამერიკანიზირებულ-ტოეფლიზირებული თაობა,მათი უმრავლესობაა ე.წ. ლიბერასტები,რომლებსაც უკვე ახლავე ჰკიდიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა(გოსდეპის კარნახის გარეშეც).ამას შენი ის ცნობილი თემაც მოწმობს

ჩემნაირები აბსოლუტურ უმცირესობაში იქნებიან და ქვეყნის ამერიკანულ იდეოლოგიას საფრთხეს ვერ შეუქმნიან,ამინდს ვერ შექმნიან.უნდა რუსეთს ეს თავის სამხრეთში(საზღვარზე),უმნიშვნელოვანეს რეგიონში? - არა,რა თქმა უნდა.ესეც სავაჭრო საგანია მათთან.
მოკლედ,მაგ სცენარითნ საქართველო რუსული ბორკილებისგან თავისუფლდება და უფრო ადვილი იქნება ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში(და საქართველოში ფესვების კიდევ უფრო ღრმად გადგმა) + რუსეთს ცალკე დამოუკიდებელი აფხაზეთი/სამაჩაბლო გაუხდება საჭიდაო ევროპა-ამერიკასთან და ამერიკული დოლარების წინაშე უძლურები იქნებიან,ეჭვი მაქვს... და მაგ ტერიტორიებსაც დაკარგავენ ადრე თუ გვიან.
ამიტომ,რუსეთთან უფრო გვაქვს შეხების წერტილები და საერთო ინტერესები,ვიდრე ევროპა-ამერიკასთან.მთავარია,ჩვენი თამაშის წესები/პირობები შევთავაზოთ ჩრდილოელ მეზობელს.ეს ადვილი არაა,მაგრამ არც შეუძლებელი.რუსეთს აწყობს ასეთი რასკლადი,ჩვენ - არა.ყველა პრორუსული ქვეყანა/რეგიონი რუსეთს არაფერში სჭირდება,დაშალე და იბატონეს პრინციპი აღარ გამოვა და ბერკეტებსაც გაფლანგავს,მღვრიე წყალში თევზის დაჭერაც უფრო ადვილია(მიყვარს ეს გამოთქმა).ამ მოჯადოებული წრიდან აუცილებლად უნდა გამოვიდეთ.
და რატყომ აღიარა რუსეთმა მაგ ტერიტორიების დამოუკიდებლობა? - სხვა გზა აღარ ჰქონდა და მათ მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება(თავისი ინტერესებიდან გამომდინარე).20 წელი არ აღიარებდა და აღიარება რომ ნდომოდა,აქამდე გააკეთებდა.მიშიკომ ვერც ნატოში შეგვიყვანა(ობრაზნა გავარია) და რუსეთთანაც ასეთი იაღლიში მოუვიდა,ვიღაც სერიოზულად შეცდა გამოთვლებში ნებსით თუ უნებლიეთ.
მაგრამ რუსეთს სულაც არ აწყობს,რომ,სიტყვაზე,დასავლეთ ევროპამ/ამერიკამ აღიაროს აფხაზეთი,და საერთოდ,ოდესმე გაეროს წევრი გახდეს და ჩამოცილდეს საქართველოს.ეგ კი არა,ბევრმა ქვეყაანამ რომ აღიაროს,ეგეც არ აწყობთ და მაინცდამაინც არ ცდილობენ,როგორც ვატყობ.
რუსეთმა ახალი იურუდიული ბაზისი შექმნა მათი ყოფნის გასაპრავებლად მაგ ტერიტრორიებზე.სხვა გზა არ ჰქონდათ,ოკუპანტის სტატუსი რომ აეკრათ და მაინც საქართველოს ნაწილად ეცნოთ ეგ ტერიტორიები,ეს მათი კრახი იქნებოდა და მოუწევდათ პროამერიკული საქართველოს წინაშე დაჩოქება.
ახლა კი,საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრი ბაზებიც აქვთ.(მანამდეც ჰქონდათ ჭღრ-პღრ ბაზებისმაგვარი,მაგრამ ახლა რასაც აშენებენ,ეგ ძალიან სერიოზულია)
თან მაგ ომით ძალიან დიდი ხნით დაგვაცილეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისგან და რუსოფობი მიშიკოს იმიჯიც სერიოზულად შეარყიეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
ერთი გზა გვაქვს:
მაგ ტერიტორიების დამოუკდებლობის აღიარებას დავაპირებთ X წელიწადში და ამას გავანდობთ ევროპელ-ამერიკოსებს და ყველა გადაწყვეტილება,რასაც ჩვენდამი მიიღებენ,განპირობებული იქნება "ნა უმე" მაგ ჩანაფიქრითა და დაპირებით.ვნახოთ,მერე დაფაცურდება რუსეთი თუ არა და დაირღვევა თუ არა ეს მოჯადოებული,რუსეთისთვის მისაღები წრე.
მთელი ცხოვრება ყურებით ვერ ვიქნებით დაჭერილები,გამორიცხულია.ასე არც აფხაზეთი დაბრუნდება და ვერც შორს ვერ გავფრინდებით.ეს უნდა დასრულდეს! ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ვიყოთ პრაგმატიკები.
რამე უნდა ვიღონოთ და შენი ნიკის შეასაბამისად ვიმოქმედოთ. სადაც ვიწროა,იქ გაწყდეს.
ჩვენც უნდა შევქმნათ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები,სხვა გზა აღარაა ... რაოდენ მტკივნეული ბერკეტიც არ უნდა იყოს ჩვენთვის.
რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი უნდა იყოს პროამერიკული საქართველო+აფხაზეთი/სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზადყოფნა,და არა მიზანი.აი,აქ ვერ ვთანხმდები ამ რეჟიმთან.მათთვის ეს ყველაფერი მიზანია,და არა სანუკვარი მიზნის განსახორციელებლი ბერკეტი.
რუსეთი ცოტა აზრზე უნდა მოვიდეს,ან ჩვენ უნდა მოვიყვანოთ აზრზე. ტყუილად ვკარგავთ ძვირფას დროს.დროა,რეალურ ქმედებებზე გადავიდეთ ყოველგვარი ბოლებისა და პიარის გარეშე.ეს სკაზკა უნდა დამთავრდეს მათთვის.ნამეტანი მომგებიან სიტუაციაში არიან...
ან საქართველო გამთლიანდება(ფორმატზე მერე შევთანხმდებით),ან თუ ჩემთვის ეს ნომერ პირველი მიზანი არ გამოდის,მაშინ ის უნდა გავაკეთოთ,რასაც ეს მთავრობა აკეთებს,ოღონდ უფრო ტექნიკურად,უფრო კლასნად,აფრო სწრაფად/ადვილად,უფრო ეფექტურად,უფრო უმტკივნეულოდაც.
უკანასკნელი შანსი საკუთარ ქვეყანასაც და რუსეთსაც.
და დროზე უნდა ვიმქომედოთ,სანამ დევნილთა თაობა იმქვეყნად არ წასულა.ეს დიდი კოზირი გვიჭირავს ხელში და ამის გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია.
დასავლეთს თუ ვჭირდებით? - კი.საქართველო უმნიშვნელოვანესია დასავლეთისთვის და ამას თავადაც ამბობენ.
თავად რეგიონზე აღარაფერს ვამბობ.თავად რეგიონს საქართველოს გარეშე ხელში ვერ ჩაიგდებენ.პლუს ამას,რუსეთის ორბიტისა და გავლენის სფეროს დასუსტებაა,თუ საქართველოს რუსეთს წაართმევენ.
ასე უმნიშვნელო რომ ვიყოთ,ბუშები და კლინტონშები თავის ბაიდენებიანად აქ არ ჩამოეწუწებოდნენ.ეს ერთი მაგალითია და მარტო ამის გამო არ ვამბობ,რა თქმა უნდა.
ანუ,ვჭირდებით დასვალეთსაც და რუსეთსაც.ლავირებისთვის საუკეთესო პირობები გვაქვს შექმნილი.
რუსეთს რატომ ვჭირდებით? ახლა რატომ უნდა წამოვიდნენ დათმობებზე და შევარდნაძის დროს რატომ არ მოდიოდნენ? ოხ,ეს ყბადაღებული და გაცვეთილი კითხვები : D მილიონჯერ მაქვს პასუხი გაცემული.კიდევ ერთხელ:
1. ადრე არ იყო ლაპარაკი კონფედერაციაზე
2. ედიკას საქართველო საფრთხეს ვერ უქმნიდა რუსეთს და მაგიტომ ვერ წამოვიყვანდით რუსებს მცირეოდენ დათმობებზეც კი.
3. ახლა სიტუაცია შეიცვალა,ამერიკამ ღრმად გაიდგა აქ ფესვები,ანტირუსული და ამერიკანოფილური თაობების დაზრდა მოშნად დაიწყო და მალე მდგომარეობა მიაღწევს იმ კრიტიკულ ზღვარს,რომლის შემდეგაც შეუქცევადი პროცესები დაიწყება და რუსეთი სამუდამოდ ამოიძრკვება სოლნეჩნაია გრუზიადან(გოსდეპისა და მისი ფინიების წყალობით).ეს რუსებსაც უნდა ესმოდეთ.
ადრე მისწრება იყო ქაოსურ და გაჩაჩანაკებულ საქართველოში პროამერიკული ხელისუფლება,მეტი ლავირების საშუალება ჰქონდათ და მღვრიე წყალში თევზის დაჭერაც უფრო ადვილი იყო(მევასება ეს გამოთქმა და ხშირად თუ ვწერ - მომიტევეთ."ეტა ძელა წეხნიკი" - ესეც მევასება).რაში აწყობთ,ვთქვათ,კავაკსიაში ყველა პრორუსული სახელმწიფო? დაყავი და იბატონეს პრინციპი აღარ გამოუვიდოდათ და თან დათმობებზე წასვლაც მოუწევდათ იგივე საქართველსოთან და აზერებთან,ეს კი პრობლემებს შექმნიდა სომხებთან,აფხაზებთან და ა.შ.
ბევრს ევრაფერს იღებდნენ იმის გარდა,რომ ზემოქმედების ბერკეტებს ფლანგავდნენ რიგ სახელმწიფოებზე და იმის გარანტიაც არ იქნებოდა,მომავალში ისევ პროამერიკულები არ გამხდარიყვნენ ეგ ქვეყნები,ამჯერად რუსული ზემოქმედების ბერკეტებისაგან თავისუფალნი.
მათთვის მთავარია,ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეთ,თუნდაც საქართველო არ იყო პრორუსული.მათთვსი მნიშვნელოვგანია,საქართველო მტერი არ იყოს და ზედმეტი თავის ტკივილი არ მოუტანოს,თორემ პრორუსული საქართველო არ სჭირდებათ.
მაგრამ საკითხი თუ ისე დადგა,რომ საქართველო ან მტერი უნდა იყოს ან პრორუსული,თან თუ ძლიერი იქნება საქართველო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთანაც ახლოს იქნება,მაშინ რუსეთის მიზანი გახდება პრორუსული საქართველო(სხვა გზა არ ექნებათ),რა თქმა უნდა...და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ,შეგვიძლია მათ გარკვეულ დათმობებზე წამოყვანა(არ ვამბობ,რომ ჩაგვაბარებენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს(ეს ძალიან გლეხური მიდგომაა და ასე არ ხდება,თან მოკლე პერიოდში),მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწნება აუცილებლად მოუწევთ)
ჩვენ ხომ მაპზე უკეთესებიც მივიღეთ ადრე და შეშფოთებულები იყვნენ...788 მაგ შეშფოთების ერთი პროდუქტი იყო.
მოკლედ,სორი,მაგრამ 50-100 წელი ვერ მოვიცდი რუსეთის დაშლის უტოპიურ მოლოდინში(ვერც იმქვეყნად მოვიცდი).ბოლო მატარებელიც გაგვასწრებს.
დევნილები დაბრუნდნენ და დანარჩენი - ეტა ძელა ტეხნიკი.
კონფედერაციის შემთხვევაში,აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიღმა რუსული ბაზების განლაგება დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.საქმე ისე რომ ვერ წავიდეს,როგორც ჩვენ გვსურს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში,ჩვენ ზედმეტი ტვირთი და ბალასტი არ გვჭირდება,რუსები ბაზების გაყვანას წლობით გაწელავენ და შეგვაფერხებენ სხვა მიმართულებით ინტეგრაციის მხრივ(გარდა ამისა, იმის მიუხედავად,რომ ახლა 90-იანები არაა და იმდენს ვერ გაბედავენ,მაინც ყველაფერი მათგან მოსალოდნელი).თან ეს "წლები" დიდი დროა,მანამდე როგორ გადატრიალდება ბორბალი,არავინ იცის.ჩვენ ვერ გავრისკავთ...აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ხახვივით შერჩეთ დამოუკიდებლობა და ჩვენ ისევ რუსული ბალასტით ვიყოთ დამძიმებულები? არ გამოვა მასე.რუსები უნდა ვაიძულოთ,მათ ინტერესებში არ იყოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა,ანუ დარჩენილი საქართველოს მუდმივი და გარანტირებული დაკარგვა.ამიტომაა საჭირო,ცოტა ფრთხილად მოვეკიდოთ მაგ საკითხს.რუსებს თუ უნდათ ბაზები დარჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე,ფედერაციად გარდაქმნაში უნდა მოგვეხმარონ წლების მერე.ამ შემთხვევაში,პრობლემა აღარ იქნება რუსული ბაზები დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.
2X2=4(

ესეც მიყვარს) და ეს საკითხი გადახედვას არ უნდა ექვემდებარებოდეს.
ესეც მორიგი "დაზღვევა",რათა კონფედერაციის დაშლა არ მოხდეს.
არ მჯერა,რომ კონფედერაცია დაიშლება,თუ ჩვენ არ მივქარავთ ტრადიციულად.
კიდევ ერთხელ - ჰქონდეს აფხაზეთს ფორმალურად კონფედრაციის დატოვების უფლება,თუ გვეცოდინება,რომ რუსეთი ამას არასოდეს გამოაყენებინებს(მის ინტერსებში არ შევა)
რუსები რასაც აკეთებენ,ყველაფერს აკეთებენ "ტბილისი ნა უმე–თი". აბხაზია ი იუჟნაია ასეწია მხოლოდ იარაღია ჩვენთან საბრძოლველად.
ისე,ეგ სავარაუდო კონფედერაცია მომავალში შეიძლება რეალურად გარდაიქმნას ფედერაციად(ეს გადასარევი ვარიანტია,მაგრამ ძნელად მისაღწევადი)
ასეა თუ ისე,ჩვენთვის ეს არასასურველი ბალანსი უნდა შეიცვალოს და რუსებს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებაც უნდა მოვთხოვოთ.
ნეიტრალიტეტი არაფერ შუაშია.რუსებთან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ-ფინანსურ-საზოგადოებრივი კავშირების დამყარებაა საჭირო.
თუ უარს გვეტყვიან,ბოლო-ბოლო გავაგებინოთ,რომ(კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორე,რომ კარგად გაიგოთ და კითხვები აღარ იყოს,მაპატიეთ) ყურებით დაჭრილები ვეღარ ვიქნებით მთელი ცხორვრება მაგ ტერიტორიებით(მე შენ გეტყვი,სულ გაგრის პლიაჟებზე ვისვენებთ)და რომ თუ საჭირო გახდება,მაგ ეტრიტორიებსაც ჩამოვიცილებთ,მეგობრობის ხელსაც გამოვუწვდით რუსებს და ნატოშიც უპრობლემოდ შევჯლიგინდებით.სავარაუდოდ,ეს 99% იმოქმედებს მათზე და დათმობებზე წამოვლენ თავიანთი ინტერსების გათვალსიწინებით,რა თქმა უნდა.მე არ ვამბობ,რომ ეგ ტერიტორიები უნდა ჩამოვიცილოთ,პირიქით,ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია(ამ ქვეყნად ყველაფერს გავიღებდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად),უბრალოდ,საბოლოო შედეგისთვის,ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის,ასეა საჭირო,ანუ ეს უნდა დავაფიქსიროთ მკაფიოდ.ასე ვეღარ გაგრძელდება,და თუ რუსებს ოდნავი ტვინი მაინც აქვთ,ეგ არ უნდა დაუშვან.იმედი მაქვს,საქმე მაქამდე არ მივა.რუსებს ჩვენი ზრახვების სერიოზულობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ.თუ არ წამოვლენ თანამშრომლობაზე და კონფედერაციაზეც უარს გვეტყვიან,მაშინ ჩვენ რადიკალურ ზომებსაც რომ მივმართავთ -ეს უნდა გაიგონ და გაიგებენ,ალბათ.ეგ მტკივნეული გზა აღარ იქნება საჭირო,ამაში დარწმუნებული იყავით და,შესაბამისად,არც მაგ ტერიტორიები ჩამოვიცილებთ.იმის თქმა და დაფქისირებაა საჭირო,რომ უტვინო,არაპრაგამტულ და ემოციურ გურჯებს ყურებით აწი ვეღარ დაიჭერენ და რომ წავიდა ეგ დრო...დროა,სერიოზულ თანამშრომლოაბზე წამოვიდნენ.ეგაა და ეგ.
ისე,პროამერიკული იდეოლოგიის დისკრედიტაცია მიდის ახლა რეგიონში და არც ესა მათთვის(რუსებისთვის) მთლად ცუდი პროცესი. რა აზრი ექნება ძალით პრორუსულ საქართველოს,თუ გრუზინები ისევ ამ მითოსურ ამერიკაზე იოცნებებენ,ამ ვარდისფერ ამერიკულ ღირებულებებზე და მუდმივად იქნება მათ გონებაში ამერიკანისტური წინააღმდეგობრივი ციტადელი რუსული იდეოლოგიისადმი?
საინტერესო ქვედა დინებებია და მჯერა,რომ ჯერ კიდევ დაკარგული არაა ყველაფერი.დრო კი უაზროდ მიდის.ილუზიებში აცხოვრებენ ამ ხალხს,ამერიკის კულტი შექმნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით(და არა მარტო).არადა,ყველამ ვიცით,რომ რუსეთი ძალიან დიდი ხნით დამკვიდრდა მაგ ტერიტორიებზე და არ გავლენ ,რამდენიც არ უნდა უძახონ ოკუპანტი ჩვენს გასაგონად და "მოსათაფლად".
ჩვენთვის ელესდეა უკვე ეს "ღრმა შეშფოთება" ,"ნატოს გენმდივანმა საქართველო ორჯერ ახსენა თავის გამოსვლაში" და "ამერიკა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" განცხადებები,აკა "პედიგრი პალი"...როდემდე ასე?
საქართველო იმ დებ