#24921981 · 11 Apr 2011, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LEV_TEN
| QUOTE | | აჰაა...ძალით შეუტენიათ ის ბაყაყები იმ ონკანში... |
როცა მთავარ ამოცანად შავი პიარის აგორება გაქვს, ბაყაყებს კი არა ბეგემოტს ჩატენი შიგნით.
| QUOTE | | დიდი საქმეა კი უზარრრმაზზზარიი... |
შენთვის და ჩემთვის არაფერი საქმეა, მაგრამ აბა იმას კითხე, ვისაც 21-ე საუკუნეში პირის საბანი წყალი კილომეტრებიდან აქვს სათრევი.
| QUOTE | | თუ შენც ბარსელონა-სინგაპურ-აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრობ?! |
უბედურები ის კი არ არის, რომ მე მგონია ბარსელონაში ვცხოვრობ, არამედ ის რომ ბევრს აქვს ილუზია, მოვა რაღაც სუპერხელისუფლება და 1 წელში ბარსელონაში აცხოვრებს.
| QUOTE | | არ მოგბეზრდა ამდენი უაზრობის, უკანონობის, ტყუილის "გაპრავება"? |
ტყუილი, ტყუილია მიშა ამბობს მას თუ ლეჟავა. წესით ორივე უნდა მიუღებელი იყოს შენთვის. გასაგებია შენი პოზიცია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ და ფიქრობ, რომ მიშას პირსისხლიანი რეჟიმის მოსაშორებლად ხანდახან ტყუილიც გამოდგება, მაგრამ მე ვერ გავიზიარებ ამას.
| QUOTE | | შენ რომ გკითხოს კაცმა ლაგოდეხში მიყვანილი გაზიც ჩართულია |
მე რა ვიცი, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მანდ. უბრალოდ გამახსენდა, რომ იმ ქალაქებში რომელთანაც შეხება მაქვს: ბათუმში, ოზურგეთში, ახალქალაქში და ახალციხეში, რომ გაყავდათ გაზი, სანამ შიდა დაქსელვას გააკეთებდნენ, (რაც საკმაოდ დიდ თანხებს და დროს მოითხოვს) ყველგან იძახდნენ ბალონი აქვს მიერთებული და ისე ანთიაო. უბრალოდ გამახსენდა, ჰოდა ხომ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო ლაგოდეხის შემთხვევაშიც.
| QUOTE | | ის აუზიც მიშამ რომ გახსნა 3 თვის წინ კი არა მაშინ გაიხსნა |
დიდათ არ ვიტვირთავ მაგაზე ფიქრით თავს. არაფერი არ წყდება მაგით როდის გაიხსნა, მთავარია გაიხსნას რაღაც.
| QUOTE | | შენა და, ომი მოვიგეთ? |
არა, არ მოგვიგია, გასიამოვნებ ამის თქმით. მაგ ველურ ურდოსთან ყველა მარცხდება, არა მარტო ჩვენსავით პატარაქვეყნები, მაგრამ ყველა დამარცხებული მაგათგან განსხვავებით ნორმალურ ქვეყანას ქმნის. ეს იმედებს მისახავს.
|