ეს პირველივე რაც ვიპოვე და მგონი 7 აპრილია:
გიორგი თარგამაძემ და ინგა გრიგოლიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხარება მიულოცეს
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ხარების დღესასწაული მიულოცეს.
ბავშვები და მათი მშობლები მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციაში შეიკრიბნენ. გიორგი თარგამაძემ და ინგა გრიგოლიამ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ჩანთები და სათამაშოები გადასცეს, მშობლებმა კი საკუთარი პრობლემები გააცნეს.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. დღეს ვეცადეთ, რომ დავხმარებოდით მათ, განსაკუთრებით კი გვინდოდა ბავშვების საჩუქრებით გახარება"", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, მოძრაობის რაიონული ორაგანიზაციების ოფისებს აქვთ ძალიან მჭიდრო კონტაქტი სოციალურად დაუცველ ოჯახებთან და ისინი ყოველდღიურად ეცნობიან მათ პრობლემებს.
http://cdm.ge/ge/news/item-dd-96.htmlზაზა გაბუნია მსახიობ თამარ სხირტლაძის ოჯახს ეწვია
დღეს თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ზაზა გაბუნია თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსახიობ თამარ სხირტლაძისა და კოტე თოლორაიას ოჯახს ეწვია.
დეპუტატმა მსახიობებს პროფესიული დღე მიულოცა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ყვავილები და საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნი “პუბლიცისტური მოდუს ვივენდი” უსახსოვრა.
`ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება თეატრის საერთაშორისო დღე ჩვენი მოძრაობისა და საზოგადოების სახელით მივულოცო ადამიანებს, რომელთაც საკუთარი შემოქმედებით დიდი კვალი დატოვეს ჩვენი ხალხის ცნობიერებასა და ისტორიაში და რომელნიც დღესაც აქტიურად თამაშობენ ისეთ პოპულარულ სპექტაკლებში, როგორიც “ეუხენა ბალბოა’’, “პიგმალიონი”, “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”, “ურიელ აკოსტა,”-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მსახიობმა თამარ სხირტლაძემ კი მადლობა გადაუხადა ზაზა გაბუნიას სტუმრობისა და დაფასებისთვის.
“მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ზაზას და ყველას, ვისაც დღეს გავახსენდით. ეს სიხარული ძალიან დიდ ხანს გამყვება,”-აღნიშნა მსახიობმა.
http://cdm.ge/ge/news/item-dd-72.html