ბარემ ესეც დავწეროთ. ხომ ვართ ობიექტურები ყველანი

ისარგებლეთ “მეტრომანი”-ს შეღავათიანი ტარიფებით:
პირველი მგზავრობა 50 თეთრი
მეორე მგზავრობა 30 თეთრი
ხოლო მესამე და ნებისმიერი მომდევნო მგზავრობა 20 თეთრი
ყოველ მომდევნო დღეს მგზავრობის ათვლა ხდება თავიდან
“მეტრომანის” შეღავათიანი ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც მეტროში, ისე მუნიციპალურ ავტობუსში.
სტუდენტებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ 20 თეთრად. ამისათვის საჭიროა თან იქონიონ სახელობითი სამგზავრო ბარათი – სტუდენტური და სტუდენტის ბილეთი.
მერიის სოციალური პაკეტის მქონე პირებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ 10 თეთრად.
პენსიონერებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ 20 თეთრად.
სკოლის მოსწავლეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა, ამისათვის საჭიროა თან იქონიოთ სკოლის მოსწავლის სახელობითი ბარათი. თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. რის საფუძველზეც თბილისის მერია უზრუნველყოფს მოსწავლის სახელობითი ბარათების დამზადებას, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოხდება აღნიშნული ბარათების გაცემა.
ომის მონაწილეებსა და უსინათლოებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ უფასოდ. ამისათვის საჭიროა მგზავრობისას თან იქონიონ სახელობითი ბარათები.
1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 20 თეთრს შეადგენს.
ძალიან დიდ მასას გამოსდის შეღავათი. შესაბამისად ზიარჭურჭელია რა