ნაკადული:
http://republicans.ge/index.php?module=A-n...isplay&sid=2573 თარიღი: Apr 12, 2011 - 04:33 AM
ინტერვიუ: "ქვეყანაში რამდენიმე "ხიდაშელი" რომ არსებობდეს, რევოლუციის დაანონსება საჭირო აღარ გახდებოდა"
წერს ნინო სამხარაძე "ალიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში სათაურით - "კონკრეტული ფაქტები - რამდენ მილიონს შოულობს და რა ბიზნესებს აკონტროლებს დავით კეზერაშვილი?!" (ამონარიდები): "თინა ხიდაშელი საკმაოდ მწვავე და საინტერესო ბრალდებით გამოდის დავით კეზერაშვილის მიმართ. ისე კი, ქვეყანაში რამდენიმე "ასეთი ხიდაშელი" რომ არსებობდეს, რევოლუციის დაანონსება საჭირო აღარ გახდებოდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და ხელისუფლებას თავად გამოუტანდა განაჩენს.
თინა ხიდაშელი : "ჩემი სამიზნე იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტში იჯდა, როცა მიხეiლ სააკაშვილმა თითი გაიშვირა დარბაზისაკენ და გურამ ჩახვაძეს მიმართა, - მთელი პოლიტიკური ელიტა ზის ამ დარბაზში და ამათ შესახებ თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, თქვითო...
შესაბამისად ყველა ისადამიანი, ვინც იმ დარბაზში იჯდა, ჩემი ინტერესის სფეროში მოექცა. პირველად სწორედ ჩამგან გახმაურდა დეპუტატ კოხოძის შესახებ. მოგეხსენებათ, ის არის მაჟორიტარი და მას აქვს ბიზნეს-ინტერესები. მაგალითად, დავით ბეჟუაშვილზე რომ რამე ვთქვა, ვფიქრობ, რომ ეს ღირებული არ იქნება, იმიტომ, რომ მასზე ყველამ ყველაფერი იცის...
მინდა ცალსახად ვთქვა, რომ არავის მიმართ ინტერესი არ გამაჩნია, უბრალოდ ვთვლი, რომ სანამ ახალი დეტალი არ იქნება ასეთ ანგაჟირებულ ფიგურაზე, კონკრეტული განცხადების გაკეთებას აზრი არა აქვს.. ახლა ამ წუთას ჩემთვის საინტერესოა, დავით კეზერასვილის "ფენომენი"...
კეზერაშვილს იმდენი მიმართულებიოთ აქვს ბიზნეს-ინტერესები, რომ შეუZლებელია, ეს ერთ ინტერვიუში ჩავატიოთ...
ყველაზე დიდი ბიზნესი - ეს არის ბენზინის ბიზნესი... მოკლედ, "ტოტო-ლოტოს" ქოლგებით დაწყებული, ბენზინის ბიზნესით დასრულებული, ის ყველა სფეროშია...
ამ ადამიანს აღმოაჩნდა სრულიად უნიკალური ნიჭი ბიზნესის კეთების...თუმცა ეს ნიჭი მას მას შემდეგ აღმოაჩნდა, რაც მინისტრი აღარ არის. რეალურად მოხდა ის, რომ ყველა ბიზნესის, სანამ ის მანამდეც იყო, ვინაიდან დღეს უკვე აღარ არის საჯარო მოხელე, გაTეთრება დაიწყო. ანუ მან ბიზნესების ღიად, საკუთარ თავზე გადაფორმება განახორციელა.
დღეს ბენზინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია არის "ლუკოილი". უცნაურია და კეზერაშვილი მინისტრობის მთავარ და მნიშვნელოვან ნაწილს თავდაცვის სამინისტროს ტენდერში იგებდა "ლუკოილი", რომელიც ყოველთვის იყო მისი ბიზნესი. "ლუკოილში" დავით კეზერაშვილის ბიზნეს-ინტერსები სამართლებრივად და დოკუმენტურად დადასტურებულია..
იმის შემდეგ, რაც კეზერაშვილი აღარ არის თავდაცვის მiნისტრი, ხდება უფრო საინტერესო ამბავი - ჩნდება ასეთი კომპანია, "უნიგრუპი", რომლის პარტნიორი არის დავით კეზერაშვილი..
რატომღაც აღმოჩნდა, რომ ყველა ტენდერს იგებს მხოლოდ ეს "უნიგრუპი", ეს იქნება შსს-ს, თავდაცვის, უშიშროების საბჭოსა თუ სხვა სერიოზული ტენდერები...
ტენდერს აცხადებენ სამდღიანს, ამ სამი დღიდან ორი დღე შაბათ-კვირა ემთხვევა, ესეც იმის დამდასტურებელია, თუ როგორი გამჭვირვალეობაა ტენდერებზე... ორშაბათს კი მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს უკონკურენტო გარემოSი და ის, რა თქმა უნდა, იგებს ამ ტენდერს. ანუ, მისთვის ცხადდება ტენდერი და მან ეს წინასწარ იცის. ფაქტობრივად, დრო აღარ რჩება, რომ სხვა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა..
დღეს თუ ფასი იზრდება საწვავზე, ეს განა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასმა მოიმატა, ეს ხდება იმიტომ, რომ ბენზინის შემმტანი კომპანია ბენზინს ჰყიდის "ლუკოილზე", "ლუკოილიდან" ყიდულობს "უნიგრუპი", შესაბამისად ფასიც იზრდება, რაც უფრო მეტი შუალედური რგოლია...
ასევე დავით კეზერაშვილისაა რეკლამა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი - მე გესაუბრებით სარეკლამო კომპანია "აუთდორ.გე"-ზე, რომელსაც აქვს ექსკლუზივი ყველა სფეროში...
პრესის ჯიხურები, რომელიც მთელს ქალაქში დაიდგა, არის კეზერაშვილისა და არ მინდა გამომრჩეს ქალაქის დიადი მერი, რომელიც ამ ბიზნესის მონაწილეა და გარდა ამ ბიზნესისა, გიგი უგულავა კეზერაშვილის სხვა ბიზნესების თანამონაწილეცაა და ასევე თანაავტორიც...
კეზერაშვილს რომ თავი დავანებოთ, მთავარი დამნაშავე არის მერია, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა; მერია, რომელმაც რიგითი მოქალაქეების ხარჯზე კეზერაშვილს გამდიდრების უფლება მისცა.
მე ვეუბნები მერიას, თქვენთან კი არ უნდა დაედო კეზერაშვილს ხელშეკრულება, არამედ კორპუსებთან და ამხანაგობებთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, სადაც კეზერაშვილის თავის თავზე მინიმუმ ლიფტის ხარჯებს აიღებდა. ეს არის ძალიან ელემენტარული და ლოგიკური მოთხოვნა".
პ.ს. სტატია სუსტია, თუმცა ფაქტები (თუ მართლა ფაქტებია) გამოძიებას ითხოვს. თუ არა? მეშლება? ყველამ ყველაფერი იცის ისედაც? "კანონი დაირღვა სადმე" პონტია? მაშინ ჰოო, მაშინ ჰოო...
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.