#24972564 · 14 Apr 2011, 19:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | გავიმეორებ შეკითხვას - როგორ ფიქრობ, მე, ან ამ პრობლემით დაინტერესებულ-შეწუხებულმა ადამიანმა, რა უნდა გააკეთოს ქართულ -აფხაზური ურთიერთობის უკეთესობისთვის ? |
შეძლებისდაგვარად შევიტანოთ ჩვენი მცირე თუ შედარებით მოზრდილი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში.რა იგულისხმება და რას ნიშნავს ეს წინსვლა და გაძლიერება ქვეყნისა,წინა გვერდზე უკვე დავწერე ჩემს მიერ დატოვებულ ორ (თუ რამდენიც არის,შეიძლება სამ) ე.წ. "პოსტში".
| QUOTE | | არ მინდა ჩემი პოსტები მხოლოდ "გეთანხმები " რეჟიმში იყოს და რადგან ამას არ ვწერ, ალბათ ამიტომაც გაგიჩნდა "სხვადასხვა სიხშირის" შეგრძნება. |
შეიძლება ჩემი მხრიდან ცოტა ზედაპირული შთაბეჭდილებაა ამგვარი მსჯელობის საფუძველი,არ ვიცი.არ გიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს,ვინა ხარ და რა წარსულის/გამოცდილების ადამიანი,შესაბამისად თუ უფრო ხშირად შემოხვალ აქ,ვინძლო ერთმანეთს უფრო ხშირად კვერი დავუკრათ ასეთსავე თემებში ანაც ვეკამათოთ გააფთრებულად.ვინ იცის...
| QUOTE | | ფულის გარდა რა არის საჭირო , ეს ვიგულისხმე და ვიკითხე? |
ძველი ქართული ანიმაციური ფილმი რომ არის კატასა და ლომზე,გახსოვს?იქ არის ფილმის დასასრულს ასეთი ნაწყვეტი, განაწყენებული ლომი რომ ეკითხება კატას,რომელიც ხეზეა ამძვრალი: "აბა ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?".ყველამ უნდა დასაჯოს თავისი შვილი,როცა ეს აუცილებელი იქნება,თორემ ცუდისთვის ხელის დაფარება და მისი მიჩქმალვა ჩაგვაყენებს ერთ რიგში ჩვენი "დონის" და "სიძლიერის" ქვეყნებთან.თუ იქიდან ამოვალთ,რომ დღეს განუვითარებლები და სუსტები ვართ,მე რასაც ვხედავ და ვაცნობიერებ,იმის მიხედვით საუბედუროდ სწორედ ასეა.
This post has been edited by kalebind on 14 Apr 2011, 20:09
--------------------
ბონი და კლაიდი
ილფი და პეტროვი
ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი
მსაჯები და ლეგია ვარშავა
|