მაშინ საერთოდ არ შეცვლიდნენ კარდუ,
ასე რომ შეეშვი შენებურ ინტერპრეტაციას,
გარკვევით წერია რისი თქმაც უნდოდა საკონსტიტუციოს,
პირველად რაღაც ნორმალური ნაბიჯი გადადგეს
და ასე გეწყინა?
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...iji-utsoda.htmlგიორგი ტუღუშმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა16:12 18-04-2011
სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
როგორც პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მათი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოვა.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ის არის, რომ
გაუქმდა 20-მეტრის რადიუსში აქციების გამართვის აკრძალვა; ახლა უკვე დასაშვებია 20 მეტრის რადიუსში გაიმართოს საპროტესტო აქციები სახელმწიფო შენობებიდან, რაც აქამდე არ იყო დაშვებული, გარკვეულ სახელმწიფო შენობებთან, ასევე სასამართლოს შენობასთან.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, შეკრების საინიციატივო ჯგუფის არსებობას რომელი მუხლიც ითხოვდა, სასამართლომ ის მუხლიც არაკონსტიტუციურად ცნო.
სასამართლომ დაადგინა, რომ შეიძლება ერთი პირიც იყოს აქციის ინიციატორი.
ასევე გაუქმდა მუხლი, რომელიც კრძალავდა, ან ჯარიმას აწესებდა მოსამართლის სახლთან შეკრების და მანიფესტაციის გამო. სახალხო დამცველის განცხადებით, მათ სარჩელში იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, არ დაკმაყოფილდა შენობებზე საპროტესტო წარწერებთან დაკავშირებით მათი მოთხოვნა, ასევე ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობის აკრძალვა საპროტესტო აქციებში, ასევე გზის სავალი ნაწილის თვითნებურად გადაკეტვასთან დაკავშირებით.
ტუღუშის განცხადებით, სავალდებულოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პარლამენტმა "მანიფესტაციების შესახებ" კანონი უნდა მოიყვანოს ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ამას პარლამენტი მალე გააკეთებს. ასევე სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოები გაითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.
This post has been edited by No Regrets on 18 Apr 2011, 16:31