"ალმასის წყალზე ურიებს აწყევლინა ბედისწერა,
გამოართვა ხახამს ადლი, ოთხს კისერში ჩაადებსა:
- თუ კარგს ადათს არ დაიჭერთ, გაგწყრომიათ ხვნა და თესვა.
ძალად გაჭმევთ ღორის ხორცსა, კეფაზე დაგასხამთ წვენსა,
თუ იმას არ დამჯერდებით, ქართულად დაგპარსავთ წვერსა.
ჩამოხვიდოდით ქალაქში, ყიდულობდით ფარჩას ჭრელსა,
ჩამოხვიდოდით სოფლებში ლამაზათა ჰკაზმავთ ცხენსა,
ქვრივსა და საწყალს გვიტყუებთ, ნამეტნავად პატარძლებსა!
მათი ადლი რომა ნახა, არსენას არ დაუჯდესა,
გატეხა და გადააგდო, - ფუ, გამჭედი გაუწყრესა!
შინდის ჯოხი გამოუჭრა, რომელიც რომ გრძელი თქვესა.
შვიდი მტკავლით გაუზომა: - მისხალი არ დააკლდესა!
თუ ამითი არ გაჰყიდით, ვაი, დედითქვენის ღმერთსა!
საცა რომ შემოგეყრებით, სუყველას გამოგჭრით ყელსა!
იმ საწყალმა ვაჭრუკებმა სულ კანკალი დაიწყესა:
- ჩვენ რომ ამითი გავყიდოთ, რაღა დახლი დაგვიდგესა?
ისევე ჩვენი ფართალი იმ ჩვენ დუქნებსა დალპესა.
არსენა რომ დაიბადა, ჩვენი საქმენი წახდესა!
- საახალუხე მომყიდეთ, იმ თქვენი დედ-მამის მზესა!
არა ღირდა ორ მანეთად, ერთ თუმნად დაუფასესა.
მაშინ ჩვენი არსენაი თითო მუშტსაც წაადებსა.
დახედე, საახალუხეს სულ ტყუილად წაართმევსა.
კიდევ იმას ეუბნება, - თქვენს ჯიბეში ფული ძევსა!
ურიავ, ფულები მამე, ვიცი საგზლად მამინდესა!
ი საწყალი ურიები დაეკითხნენ ერთმანეთსა:
- ვაჟო, ე ფულიც ვაჩუქოთ, ეგე ცოცხალს გაგვიშვებსა.
ამოიღეს და გადუგდეს, თხუთმეტი თუმნის ოდენა.
ხუთი თუმანი აიღო, ათი უკან გაადევნა.
- ოღონდ დაგვეხსენ, არსენავ, გამოვაცხობთ სეფისკვერსა,
ქართულად დავინათლებით, კარგა დავიპარსავთ წვერსა,
ძალათი ვჭამთ ღორის ხორცსა, ზედ თავზე დავისხამთ წვენსა!" - არსენას(მიშას) ლექსი!