Machirkholi
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 116
წევრი No.: 121107
რეგისტრ.: 15-September 10
|
#25105651 · 22 Apr 2011, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pep Guardiola
QUOTE | აზრის გამოტანა შენ არ შეგეძლოს, რა ჩემი ბრალია )))
ჰოდა, როგორ მოიქცევიო რომ მეუბნები, თან თვითონვე რომ ასკვნი რაღაცეებს, გეშლება ბევრი რამ ) |
დებილია, თავი დაანებე!
Giogio-Mate
QUOTE | რატომ არ ვარ მოდერი სამუდამო ბანს დაგადებდი |
მეც მაგას ვწერ, რომ თქვენ ხართ ტოტალიტარული აზრის ხალხი:
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მეგრელის და აფხაზის შვილი მაინცდამაინც ქართველი უნდა იყოს. თუ არ იქართველა არ გაახარებთ. სამაგიეროდ, ქართველის და ჩეჩენის შვილი თუ ქართველი იქნა და არა ჩეჩენი, ხელის გულზე აიყვანთ.
ამას თქვე ეძახით სამართლიანობას, მე კი ძალადობას.
ეს ძალადობა გაგდით ერთი მხრივ რიცხობრიობის გამო, მეორე მხრივ საგარეო რთული სიტუაციის გამო დ.ა.შ.
ასეთმა დამოკიდებულებამ, თქვენ რომ სამარტლიანი გგონიათ და უბრალო ურთიერტობებში მუდამ ძიძგილაობაზე რომ ხართ (რაც ისევ რიცხობრიობის გამო გაგდით), წარმოშვა საშინელი ზიზღი ჩვენს მიმართ აფხაზების მხრიდან. და არა მარტო ეს უბედურაბა, უამრავი სხვა, ხოდა ახლა ამაზე დევნილები აგებენ პასუხს.
ვისაც თავში ქაქი არ უდევს და ცოტას მაინც აზროვნებს, შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ დაფიქრდება მაინც.
მე არ ვარ მარტო ვინც ასე ფიქრობს; ეს სტატიაც ნახეთ ბარემ:
"მცირე იმპერია"
1989 წლის ივნისში გამოქვეყნდა ანდრეი სახაროვის ინტერვიუ სათაურით „თავისუფლების ხარისხი", რომელსაც ყველაზე დიდი გამოძახილი საქართველოში მოჰყვა და დღემდე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მწარე და უსიამო მოგონებად რჩება. ანდრეი სახაროვი - ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსი და დისიდენტი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანი, რომელიც დღემდე ადამიანის უფლებებისათვის უკომპრომისო ბრძოლის სიმბოლოდაა მიჩნეული და ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე „საქართველოს მეგობრად" ითვლებოდა, მომენტალურად ქართველი ერის მტრად და რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგად შეირაცხა. ასეთი აღშფოთების მიზეზი კი სწორედ ამ ინტერვიუში სახაროვის მიერ გამოთქმული ერთი მოსაზრება იყო, რომლისგანაც ახალი ტერმინი - „მცირე იმპერია" შეიქმნა. სახაროვის თქმით, „ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ სტალინიზმისაგან იმპერიული სისტემა, იმპერიული იდეოლოგიით, იმპერიული პოლიტიკით - "გათიშე და იბატონე". მემკვიდრეობით მივიღეთ პატარა რესპუბლიკებისა და მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ნაციონალური წარმონაქმნების ჩაგვრის სისტემა. ამგვარად, ცალკეული მოკავშირე რესპუბლიკები თავადვე იქცნენ მცირე მასშტაბის იმპერიებად". აქედან გამოსავალს სახაროვი იმპერიული სისტემების სრულ დემონტაჟში ხედავდა, რომლის შედეგადაც ყველა მოკავშირე თუ ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოლქს თანაბარი სუვერენული უფლებები ექნებოდათ იმჟამინდელ საზღვრებში, ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. ასეთ საფუძველზე უნდა შექმნილიყო ახალი კონფედერაცია, რომლის თითოეულ სუბიექტს არჩევანისა და თვითგამორკვევის სრული თავისუფლება ექნებოდა. ამგვარად, ყველას შეეძლებოდა თავადვე გადაეწყვიტა ვისთან სურს თანაარსებობის გაგრძელება და ვისთან - არა. ეთნიკურ-ნაციონალური პრობლემების მოგვარების წინაპირობადაც სახაროვს იმპერიული ჩაგვრის სისტემის სრული და არა ნაწილობრივი დემონტაჟი მიაჩნდა და სწორედ ამ თემაზე საუბრისას იგი მიადგა საქართველოს: „ვიმეორებ, რომ დაწყება საჭიროა იმპერიული სტრუქტურის სრული დემონტაჟით. მხოლოდ ამგვარად შეიძლება მოგვარდეს ეროვნული პრობლემა მცირე იმპერიებში, რომლებიც, თავისი არსით, მოკავშირე რესპუბლიკებია, მაგალითად საქართველო, რომელსაც საკუთარ შემადგენლობაში აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეთნიკური წარმონაქმნები ჰყავს".
საქართველოს იმდროინდელმა საზოგადოებამ სახაროვის ეს მოსაზრება ქართველი ერის შეურაცხყოფად და ლამის საქართველოზე თავდასხმად მიიღო. ქართულ პრესაში მომენტალურად გაჩნდა მორიგი სერია „ღია წერილებისა" ანდრეი სახაროვის მიმართ და ასეთი პუბლიკაციები იმავე წლის 14 დეკემბერს სახაროვის გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. საქართველო, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ თავს საბჭოთა იმპერიალიზმის სანიმუშო მსხვერპლად აღიქვამდა, სრულიად მოულოდნელად, თავადვე აღმოჩნდა „მცირე იმპერიულობის" მაგალითად მოხმობილი, თანაც იმ პიროვნებისგან, ვინც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 9 აპრილის მოვლენების მსოფლიოს საზოგადოებისათვის გაცნობაში.
სახაროვის სიტყვები საქართველოში დაახლოებით ისევე გაიგეს, როგორც იმავე დღეებში მერაბ მამარდაშვილის - „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას", ანუ როგორც საყოველთაოდ აღიარებული სიწმინდეების შებღალვა, როგორც პროვოკაცია, ღალატი. ქართული საზოგადოება სრულიად უუნარო აღმოჩნდა, თავისივე შექმნილი სტერეოტიპების მიღმა გაეხედა და აფექტური რეაქციების გარეშე, სახაროვის მოსაზრება თუნდაც სადისკუსიო ჰიპოთეზად მიეღო. საქართველო შეურაცხყოფილი იყო, რომ მისი, როგორც აბსოლუტური მსხვერპლის როლი და, აქედან გამომდინარე, სიმართლეც, ვიღაცამ საეჭვო გახადა და მას საკუთარი თავის აღქმის სხვა, მისთვის უცნობი თუ ცნობიერებიდან განდევნილი ვერსია შესთავაზა. სახაროვის დებულების არსი იყო ის, რომ სტალინის მიერ შექმნილ იმპერიულ სისტემაში „უცოდველი" ვერავინ ვერ იქნებოდა: „იმპერიულობა" და საკუთარ ერზე მცირერიცხოვანი ერის ჩაგვრა ამ სისტემის სტრუქტურას წარმოადგენდა, რომლისგანაც თავისუფალი ვერავინ იქნებოდა - ვერც დიდი და ვერც მცირე ერები. საქართველოს სსრ, ისევე, როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკები, საბჭოთა კავშირის ანალოგიით შექმნილი იმპერიული ერთეული და, ამდენად, ამ იმპერიის ორგანული ნაწილი იყო, რომელსაც ისევე ესაჭიროებოდა იმპერიული, არა მხოლოდ სტრუქტურებისგან, არამედ ცნობიერებისგანაც გათავისუფლება, როგორც დანარჩენ საბჭოთა კავშირს.
სახაროვის ეს მოსაზრება არ ყოფილა არც ერთადერთი და არც ბოლომდე ორიგინალური: XX საუკუნის არაერთი ევროპელი თუ ამერიკელი სოვეტოლოგი მიუთითებდა საბჭოთა იმპერიის სპეციფიკურ სტრუქტურაზე და იმ შესაძლო კონფლიქტებზე, რომელიც ამ იმპერიის დაშლისას მოსალოდნელი იქნებოდა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონფლიქტის საფუძველი არა მხოლოდ სტალინური იმპერიის სტრუქტურა, არამედ უფრო მეტად საქართველოს თვითაღქმა, მისი იდენტობის განმსაზღვრელი სტერეოტიპები იყო, რომლებიც „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" მიერ მკვიდრდებოდა. სწორედ ეს სტერეოტიპები საშუალებას არ აძლევდა პოლიტიკურად გააქტიურებულ ქართულ საზოგადოებას, რომ საკუთარი ქმედებები კრიტიკული თვალით დაენახა, საკუთარ უცდომელობაში ეჭვი შეეტანა და ისეთი განსხვავებული აზრიც მოესმინა, რომელიც ამ სტერეოტიპებს არ შეესატყვისებოდა.
მსხვერპლი
მსხვერპლის როლი, რომელსაც განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველო ითავისებდა და რომელზედაც იგი თავის პოლიტიკურ იდენტობას აგებდა, იყო ის სტერეოტიპი, რომლის პრიზმიდანაც საქართველო საკუთარ თავს და გარე სამყაროს ხედავდა: პატარა საქართველო დიდი და ბოროტი იმპერიის მიერ დაჩაგრული და სამართლიან ბრძოლაში მასთან შერკინებული. ასეთ წარმოდგენას სხვადასხვა სახის რელიგიური, კულტურული და თვით სამართლებრივი ასპექტებიც კი აქვს, თუმცა კი მსხვერპლად და ტარიგად საკუთარი თავის წარმოჩინება, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური იდეაა. ამ თემას, ზაალ ანდრონიკაშვილმა საგანგებო სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა, რომელშიც მან შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური მსოფლმხედველობის ამოსავალ პრინციპს „მარტიროლოგიური პარადიგმა" უწოდა, ანუ როდესაც სახელმწიფო თავისი პოლიტიკური იდენტობის განმსაზღვრელად მოწამისა და უდანაშაულო მსხვერპლის ქრისტიანულ იდეას ირჩევს. ამგვარი თვითიდენტიფიკაცია ორი ძირითადი ტენდენციით გამოიხატება: პირველ რიგში, ესაა შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია, რომელიც ჰაგიოგრაფიული თხზულების ჟანრობრივ სტრუქტურას იმეორებს და საქართველოს ისტორიას ქრისტესათვის მოწამე წმინდანის ცხოვრების მსგავსად გამოსახავს. ამ მოტივის სეკულარიზაცია XIX საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში დაიწყო და დიდ და მრავალრიცხოვან დამპყრობლებთან საქართველოს უთანასწორო ბრძოლის ეპოპეად ჩამოყალიბდა. მსხვერპლის იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც აქვს, რომ მსხვერპლი ყოველთვის უცოდველი და მართალია, მას საკუთარი მოწამეობით ყველა ცოდვა აქვს გამოსყიდული, რაც მის შემდგომ ქმედებებსაც ამართლებს.
უკვე ამ სიუჟეტშივე ჩნდება მეორე ძირითადი ტენდენცია, რომელსაც ანტიიმპერიული აფექტი შეიძლება ეწოდოს. მისი ერთ-ერთი ყველაზე აშკარა გამოხატულებაა მეომარი მოწამის - წმინდა გიორგის კულტის ფართოდ გავრცელება და მისი თავისებური პოლიტიკური ინტერპრეტაცია ქართულ წერილობით თუ ზეპირ ტრადიციაში. საქმე ეხება წმინდა გიორგის ერთ იკონოგრაფიას, რომელზედაც მოწამე-მეომარი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს კლავს. ეს სიუჟეტი ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ხანაში უნდა გაჩენილიყო და, სავარაუდოდ, ღვთაებრივი ძალაუფლების კეისრის ხელისუფლებაზე აღმატებულობას უნდა აღნიშნავდეს. მაგრამ იმპერატორზე ხელის აღმართვა, განსაკუთრებით რომის იმპერიის გაქრისტიანების შემდეგ, მკრეხელური შინაარსისაა, რამდენადაც თავად ქრისტიანულ პოლიტიკურ თეოლოგიაში ხელისუფლება ღვთაებრივია: „არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან... ამიტომაც ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას..." (რომაელთა მიმართ, 13, 1-2). შესაბამისად, ამ სიუჟეტმა მალე განიცადა მარგინალიზაცია და ის თითქმის გაქრა გიორგის იკონოგრაფიებიდან. სამაგიეროდ, მისი ნიმუშები უხვადაა საქართველოში, განსაკუთრებით XI საუკუნეში, როდესაც ბაგრატიონთა სახელმწიფო, რომლის პატრონადაც ეს წმინდანი მიიჩნევა, საომარ მდგომარეობაშია ბიზანტიის იმპერიასთან. ასეთ პოლიტიკურ კონტექსტში ქართულ ხატებზე საქართველოს მფარველი წმინდანის მიერ იმპერატორის დამარცხება პოლიტიკური მანიფესტის შინაარსს იძენს: მცირერიცხოვანი და ნაწამები ქვეყანა შურს იძიებს ძლევამოსილ იმპერიაზე. მსგავსი ალეგორიული შინაარსის დანახვა შეიძლება X საუკუნეში შექმნილ და XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოჩენილ იოანე-ზოსიმეს ტრაქტატში „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა": ქართული ენა, რომლის სახარებისეული ეკვივალენტიც ლაზარეა, მკვდარია, დამარხულია, მაგრამ მას ქრისტე მკვდრეთით აღადგენს და მეორედ მოსვლის ჟამს ამ ენაზე განიკითხავს არამართალთ, ანუ ქართული ენა იქცევა განკითხვის ინსტრუმენტად, სადამსჯელო იარაღად. ამით კი ჩაგრული შურს იძიებს მჩაგვრელზე. ამგვარ თეოლოგიურ ფანტაზიებში საკუთარი სიმცირისა და უძლურების შეგრძნების კომპენსაცია ხდება. მოგვიანებით გაჩენილი წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის დამარცხების სიუჟეტიც ასევე მრავალრიცხოვან მტერზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმება, ხოლო XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის მიერ დამკვიდრებულ, 2008 წლიდან კი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აღორძინებულ პოლიტიკურ რიტორიკაში, ის პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მომავალ გამარჯვებას საბჭოთა თუ რუსულ იმპერიალიზმებზე.
ამავე კონტექსტშია დასანახი XII საუკუნეში შექმნილი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის იდეა, ხოლო მისი გაცოცხლება XX საუკუნის ბოლოს, ძლიერი დედის კალთებს შეფარებული ყმაწვილის სახეს ჰგავს, რომელსაც, თუკი ვინმე დაემუქრება, დედა დაიცავს. ამგვარი სურვილი კი პოლიტიკურ რეალობაში ძლიერი მფარველის ძებნასაც გულისხმობს, რომელიც პატარა საქართველოს არავის დააჩაგვრინებს. თუკი თამარის ხანაში საქართველოს ეს მფარველი-დედა თამარის სახით ჰყავს, რომელსაც მისი ისტორიკოსი ღვთისმშობელთან ათანაბრებს, შემდგომ საუკუნეებში მისი ძლიერი კალთების ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ იწყება. ერთ დიდ და მტრულ ძალას, მეორე, ასევე დიდი, მაგრამ მფარველი ძალა აწონასწორებს, სანამ ბოლოს ის მეორე დიდი მფარველი თავად არ გადაიქცევა მჩაგვრელად. ასეთი გარდასახვა კი „მფარველობის" ამოქმედებისთანავე შედის ძალაში და ამის საუკეთესო მაგალითი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაა, რომელშიც ქართული ანტიიმპერიული აფექტი ყველაზე ცხადად და მრავალფეროვნადაა გამოხატული.
იმპერია, რომელიც თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში ბოროტებასთან და ჩაგვრასთანაა გაიგივებული, თავდაპირველი მნიშვნელობით არა უბრალოდ ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც სხვა ქვეყნებს იპყრობს და იმონებს, არამედ ის განასახიერებს უნივერსალისტურ ღირებულებებზე აგებულ სამყაროს წესრიგს, ხოლო ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან კი - ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკურ მთლიანობას. პირველად სწორედ რომის იმპერიაში გახდა შესაძლებელი მოქალაქეობის პრინციპის ეთნიკურ წარმომავლობაზე მაღლა დაყენებით ზენაციონალური და კოსმოპოლიტური სახელმწიფოს შექმნა, სადაც ქალაქ რომის (ურბის) მოქალაქეობა სამყაროს (ორბის) მოქალაქეობის ტოლფასი იყო, რითიც ამაყობდა ქრისტიანობის ფაქტობრივი შემქმნელი პავლე მოციქული და სწორედ იმპერიაში ხედავდა უნივერსალისტური და კოსმოპოლიტური ქრისტიანობის განხორციელების პერსპექტივას. ევროპისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიაში რომის იმპერია არა მხოლოდ იმპერიის სიმბოლო და პირველსახეა, არამედ XIX საუკუნემდე იმპერიულობის ლეგიტიმაციის საფუძველიც: ამა თუ იმ სახელმწიფოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს იმპერია, თუკი ის რომის იმპერიის სამართალმემკვიდრეა. IV საუკუნეში გაქრისტიანების შემდეგ რომის იმპერია ქრისტიანული სამყაროს გამაერთიანებელ მთავარ პოლიტიკურ ფაქტორად, საღვთო იმპერიად იქცა, რომელშიც იმპერატორი „ღმერთის ანალოგია" და მისი ნების მიწიერი გამომხატველია. თავად იმპერია კი წარმოდგენილია როგორც „კატექონი", ანუ ის ძალა, რომელსაც ანტიქრისტეს შეჩერება შეუძლია. იმპერიის მესიანისტური ხასიათი განსაკუთრებით თვალსაჩინოა აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერიაში, სადაც კეისარი, როგორც მთელი საქრისტიანოს წინამძღოლი, რელიგიური თაყვანისცემის ობიექტიცაა. „არსებობს ერთი ეკლესია, ერთი იმპერია და ერთი კეისარი!" - აცხადებს XIV საუკუნის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანტონიუსი და ყველა მართლმადიდებლისგან ამ სამი სიწმინდის დაცვას მოითხოვს. ერთი საუკუნის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დაცემით მართლმადიდებლურ სამყაროში პოლიტიკური მესიანიზმის ვაკუუმი იქმნება, რომლის სამართალმემკვიდრეობაზეც პრეტენზიას მოსკოვის სამთავრო აცხადებს, რასაც ქალაქ მოსკოვის მესამე რომად შერაცხვა დაედო საფუძვლად. მაგრამ, განსხვავებით ბიზანტიისაგან, რომელიც ბერძნულენოვანი, მაგრამ არა ბერძენი ეთნოსის სახელმწიფო იყო, რუსეთი ერთი ეთნოსის ქვეყანაა, რომელიც უნივერსალისტური იდეის განაციონალურებას და მის საკუთარ ეროვნულ იდეად გარდაქმნას იწყებს. როდესაც XVIII საუკუნის დასაწყისში პეტრე I რუსეთს იმპერიად აცხადებს და მის ტრანსნაციონალურ პრინციპებზე გადაწყობას ცდილობს, დედაქალაქიც - „მესამე რომი" - მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში - „წმინდა პეტრეს ქალაქში" გადააქვს, ანუ „პირველი რომის" იმიტაციას ქმნის, რაც რუსეთის ერთიან ევროპულ ტრადიციასთან მიბმასაც გულისხმობს, რუსეთში ჩნდება ძლიერი ანტი-„რომაულ"-ევრპული ტენდენცია, რომელიც ამ გიგანტური სახელმწიფოს ზენაციონალურ იმპერიად ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. რუსული ნაციონალიზმის გამაღიზიანებელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ რუსეთის გაიმპერიულების ის ნიშანიცაა, რომ უკვე პეტრე I-იდან მოყოლებული სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში არარუსული წარმომავლობის ადამიანები ექცევიან. იმპერიული ტრანსნაციონალურობა რუსულ ნაციონალიზმთან კონფლიქტში შედის და სლავოფილ რუს ნაციონალისტებში რუსეთის, როგორც დაპყრობილის და მისი უცხო ძალების კლანჭებში ყოფნის განცდასაც ბადებს.
XIX საუკუნეში ევროპიდან ახალი, არარომაული წარმომავლობის იმპერიალიზმი ვრცელდება, რომელიც უკვე მთლიანად ცალკეული ნაციების გაბატონებისათვის მსოფლიო ომებს ამზადებს. ნაციონალიზმსა და იმპერიალიზმს მალე ტრანსნაციონალურ და უნივერსალისტურ პრინციპებზე დაფუძნებული ახალი პოლიტიკური იდეოლოგია დაუპირისპირდა მარქსიზმის სახით. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციით კი რუსეთში მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო იქმნება, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში დაშლილი იმპერიის საზღვრებსაც აღადგენს და გააფართოებს, მოგვიანებით კი მსოფლიოსაც ორ იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ბანაკად გახლეჩს. საბჭოთა კავშირმა მოახერხა ზენაციონალური და უნივერსალისტური პრინციპების ნაციონალიზმთან სინთეზით ახალი მსოფლიო იმპერიის შექმნა (ამ იმპერიის შემოქმედის იოსებ სტალინისავე სიტყვებით, „ნაციონალური ფორმით და სოციალისტური შინაარსით"). რუსეთის იმპერია „მესამე რომად" სწორედ საბჭოთა სისტემის ქვეშ იქცა, როცა, როგორც ბიზანტიაში მართლმადიდებლობა, იმპერიის გამაერთიანებლად რელიგიურ ხარისხში აღზევებული საყოველთაო და არაგანკერძოებადი მესიანისტური იდეოლოგია მოიძებნა, რომელიც მთელს კაცობრიობას ხსნასა და მიწიერი სამოთხის -კომუნიზმის აშენების პირდებოდა. საბჭოთა იმპერიის შექმნაში კი არა მხოლოდ ერთეული ცნობილი ქართველები (სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია) მონაწილეობდნენ, არამედ მთელი საქართველოს სსრ, სხვა „მოძმე" რესპუბლიკებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ამ ზესახელმწიფოს მშენებლობაში. სტალინის სიცოცხლის ბოლომდე სსრკ-ს უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში არარუსთა სიმრავლემ კი რუსული ნაციონალისტური რესანტიმენტი და თავად რუსეთის, როგორც დაპყრობილის იდეაც ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. უკვე სტალინისავე სიცოცხლეში იმპერიული სისტემის ნაციონალურმა ფორმამ შინაარსში გადასვლა დაიწყო და თანდათანობით სოცშეჯიბრიც, შეფარულად თუ ღიად, ეროვნული ნიშნით შოვინიზმსა და შუღლში გადაიზარდა. 1943 წელს დაიწერა საბჭოთა კავშირის პირველი ჰიმნი, თავისი სრულიად ახალი იდეოლოგიური ტონალობისა და შინაარსის სიტყვებით: „Союз нерушимый республик свободных, / Сплотила навеки Великая Русь". ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ 1943 წლამდე საბჭოთა კავშირის ჰიმნის ადგილი „ინტერნაციონალს" ეკავა, რომელსაც სტალინური იმპერიის ჰიმნში „დიდი რუსი ხალხის" მიერ შედუღაბებული „თავისუფალი რესპუბლიკები" (ქართულ თარგმანში - „თავისუფალი ერები") ჩაენაცვლა. თავად ტერმინი Великая Русь, რომელიც პირველად 1935 წელს სტალინმა შემოიტანა, შუა საუკუნეების რუსული რელიგიურ-ნაციონალური ფორმულის - Святая Русь-ის სეკულარული ფორმაა, რომელიც რუსული შოვინიზმის სიმბოლოდ გადაიქცა. ასეთი განვითარების წინაპირობები, არა მხოლოდ იდეოლოგიური ცვლილებები, არამედ თავად საბჭოთა იმპერიის მოწყობის პრინციპები იყო, რომელიც „ერებისა" და „ეროვნებების", მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების იერარქიაზე იყო დამყარებული. თუკი მოკავშირე რესპუბლიკების შემკვრელი რუსეთი იყო, ავტონომიურების - თავად მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებიც ამგვარი სახელმწიფო სტრუქტურით მინი-საბჭოთა კავშირებს, ანუ, სახაროვისეული მეტაფორით, „მცირე იმპერიებს" განასახიერებდნენ - საკუთარი ცენტრალიზებული ხელისუფლებით, დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ერთეულებითა და ადგილობრივი „ეროვნული უმცირესობებით", რომლებსაც, როგორც საკავშირო მასშტაბით რესპუბლიკებს, რესპუბლიკის შიგნით გარკვეული წარმომადგენლობითი კვოტები ჰქონდათ, რაც უკვე კონფლიქტისა და შოვინიზმის დამატებით კერებს წარმოშობდა. ნაციონალიზმი, რომელმაც ჯერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არშემდგარი „სოციალისტური შინაარსის" გაქრობასთან ერთად იფეთქა, ერის სტალინისეული განსაზღვრებისა და „ფორმით ნაციონალურის" კონცეფციებიდან აღმოცენდა, რომელიც, ამასთანავე, საბჭოური ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს - უმრავლესობის უფლების განმტკიცება უმცირესობების უუფლებობის ხარჯზე - შეიცავდა. მაგალითად, თუ საქართველოს, როგორც დაპყრობილსა და უსამართლობის მსხვერპლს, თვითგამორკვევისა და ეროვნული სიამაყის უფლება აქვს, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მსგავსი უფლებები მის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ ავტონომიებსაც მიეცეთ. საქართველო იწყებს ცენტრისა და მისდამი დაუმორჩილებელი რეგიონების საერთო-საბჭოური მოდელის გათამაშებას: საქართველოს პოლიტიკურ ძალათა უმრავლესობა უკვე 1989 წლიდან მოყოლებული ისეთივე ან უფრო მეტი აგრესიითა და ცინიზმით ეპყრობა ეროვნულ უმცირესობებსა თუ ავტონომიებს, როგორც სსრკ ცენტრალური ხელისუფლება კავშირიდან გამოყოფის მსურველ რესპუბლიკებს. ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, საქართველოს პირველი მრავალპარტიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება 1990 წელსვე აუქმებს სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქს და ცდილობს ძალის გამოყენებით ადგილობრივი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობას. ამით საქართველო გაუცნობიერებლად ბაძავს ნგრევის პროცესში მყოფ საბჭოთა იმპერიას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე სრულიად დაკარგული აქვს ყოველგვარი უნივერსალისტური ღირებულება და მისი ერთადერთი „შინაარსი" ნაციონალური ფორმიდან წამოსული ნაციონალიზმია. ეს ნაციონალიზმი კი არტიკულაციის ფორმებად მხოლოდ ძალადობას, ჩახშობასა და უმცირესობის ჩაგვრას იცნობს, რომელიც მას საბჭოთა იმპერიული სისტემიდან აქვს ნასწავლი და გადმოღებული. ძალადობის ასეთი სისტემის ლოგიკა კი ერთ პრინციპს ეფუძნება: უმცირესობის უფლება უმრავლესობის უფლებებს ლახავს! ამიტომაც უმრავლესობა საკუთარ ძალაუფლებას უმცირესობაზე ძალის გამოყენებითა და მისი ნების დათრგუნვით ამკვიდრებს. აფხაზეთის ომი სწორედ ამ ცნობიერების გამოხატულება იყო.
„მცირე იმპერია" - ესაა ძლიერი ნაციონალისტური განწყობის პატარა სახელმწიფო, რომელიც ერთ დროს საკუთარი დამპყრობლისგან ემანსიპაციას მისივე მიბაძვით ცდილობს, მისი სიდიადე საკუთარ თავზე გადმოაქვს და ამით სიდიდისა და სიძლიერის ილუზიას იქმნის. ანტიიმპერიული აფექტი თავის არსში იმპერიული ცნობიერებისა და პოლიტიკური არტიკულაციის ელემენტებითაა გაჟღენთილი. ნამდვილი იმპერიულობისაგან განსხვავებით, „მცირე იმპერიებს" არ გააჩნიათ არანაირი უნივერსალისტური იდეა და მათი სააზროვნო არეალი საკუთარი ნაციონალისტური ფანტაზიების სრული ჰიპერტროფიით გამოიხატება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქართული მესიანისტური იდეა, რომელიც რეალურად XX საუკუნის 80-იან წლებში შეითხზა და ჯერ მიტინგებზე, შემდეგ კი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან ახლად შექმნილი სახელმწიფოს პირველ პოლიტიკურ იდეოლოგიად გარდაისახა. მასში ერთმანეთს შეერწყა შუა საუკუნეების ქართული „მარტიროლოგიური პარადიგმა" - წმინდა მსხვერპლის იდეა, რომელიც მის მჩაგვრელზე შურს იძიებს, და რუსულ-საბჭოთა მესიანიზმიდან გადმოღებული კაცობრიობის ხსნის მისია. ნიშანდობლივია, რომ სწორედ საბჭოთა პერიოდში უჩნდება საქართველოს საკუთარი სიდიადისა და ძლევამოსილების ნოსტალგიური წარმოდგენები: „ფიე, საქართველოს ყოლია ვასლები! / თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები! / ტევრი გვიწალდია, ისე გაგვიზრდია, / რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად" - მურმან ლებანიძის ლექსის ეს ფრაგმენტი საბჭოთა ხანის მთელი ქართული კულტურის ძირითად სულისკვეთებას გამოხატავს, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე „გაჭენებული და გამოჭენებული" საქართველოს იდეალური ხატით, საბჭოთა სიმღერის „Широка страна моя родная"-ს გარომანტიკულებულ ვერსიასა ჰგავს, რომელშიც დიდი იმპერიის შემადგენლობაში მყოფი პატარა ქვეყანა საკუთარ არშემდგარ იმპერიულობას სინანულით იგონებს. თუმცა კი ამგვარი იმპერიული ფანტაზიები მხოლოდ დიდი იმპერიის სიდიადის არეკვლითა და მისი მიბაძვით წარმოიშობა. პატარა ქვეყანასაც სურს იმპერიობა, საკუთარი ვასლების ყოლა და არა თავად იმპერიული ცნობიერებიდან გათავისუფლება.
ასეთ კონტექსტში ქართული ანტი-რუსულ-საბჭოური აფექტები და მასზე აგებული პოლიტიკა კვალის წაშლას ჰგავს: ყველაფერი უნდა განადგურდეს, რაც საბჭოთა თუ რუსულ წარსულს მოგვაგონებს! ამით კი თავად რუსეთის იმპერიის წიაღში დაბადებული, საბჭოთა მოდელებით და მათი მიბაძვით შექმნილი ქართული ნაციონალისტური ფანტაზიების წარმომავლობის სერტიფიკატი - Mადე ინ Uშშღ წაიშლება. უახლესი ისტორიის იდეოლოგიზაცია და მისი ტოტალური გაყალბება სტალინური ტრადიციის გაგრძელებაა. ეს, უპირველეს ყოვლისა, ბოლო ორი საუკუნის, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას ეხება, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად - ანექსიისა და ოკუპაციის, ტანჯვისა და მონობის ბნელ პერიოდად შუქდება ქართველ ნაციონალისტთა მხრიდან.
რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი, დაასრულა ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა და მათი სახელმწიფოები რუსეთის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში გადაიყვანა; ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე - ბატონიშვილი დავითი და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები რუსეთში იძულებით გადაასახლა; ჩაახშო რუსული ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყებები თუ შეთქმულებები; ერთი საუკუნით გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართულმა დაკარგა ადმინისტრაციული ენის სტატუსი; მოკლედ, ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებმა და სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის სამთავროებმა არსებობა შეწყვიტეს და თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ნაწილებად იქცნენ. მათვე შეურთდა გენერალ პასკევიჩის მიერ ოსმალეთისთვის წართმეული ახალციხის საფაშოს ტერიტორიაც. მაგრამ, ამასთანავე, დაქუცმაცებული, ეკონომიკურად მოშლილი და იმდროინდელ ევროპულ თუ ახლოაღმოსავლურ სტანდარტებთან შედარებით უაღრესად ჩამორჩენილი ქართული სამეფო-სამთავროები რუსეთის იმპერიაში გამთლიანდა და ისევ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად იქცა. საქართველოში გაჩნდა გიმნაზიები და სკოლები, პირველი ქართული ჟურნალ-გაზეთები; კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობის ქვეშ (1844-1854) და სწორედ მისი უშუალო ძალისხმევით, თბილისი მთელი კავკასიის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ამ დროს აშენდა თბილისში თითქმის მთელი ევროპული სტილის არქიტექტურა, პირველად დაიგო ქვაფენილი, გაჩნდა კანალიზაციის სისტემები, გაიხსნა ქართული თეატრი, საჯარო ბიბლიოთეკა, ოპერა. ამით თბილისი მთელი გიგანტური რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად გადაიქცა. საქართველოს ანექსიიდან სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში უკვე რუსეთში განათლებამიღებულმა და რუსულ-ევროპულ ლიბერალურ და განმანათლებლურ ღირებულებებზე აღზრდილმა „თერგდალეულების" თაობამ შექმნა ქართველი ერის, როგორც კულტურული ნაციის პროექტი და მის განხორციელებასაც შეუდგა, რაც XVIII საუკუნის ქართულ რეალობაში თეორიულადაც კი თითქმის წარმოუდგენელი იყო.
საბჭოთა პერიოდში, გარდა რეპრესიებისა და ტერორისა, რომელიც თანაბრად ხორციელდებოდა მთელ იმპერიაში, საქართველოში, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა ანალფაბეტურობა, დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, უმაღლესი სასწავლებლები, შეიქმნა ქართული კინემატოგრაფი, მსოფლიო სტანდარტების უმაღლესი მუსიკალური სკოლა; რამდენადაც საბჭოთა იმპერიაში კულტურა და მეცნიერება პრიორიტეტული სფეროები და იდეოლოგიურად მტრულ დასავლეთთან კონკურენციის ინსტრუმენტი იყო, ამ ინსტიტუციების შექმნაც და მათი ხელშეწყობაც იმპერიულ პოლიტიკაში შედიოდა. იმპერიის სახით საქართველოს კი ის სივრცე და ასპარეზი მიეცა, რომელზედაც ქართულ კულტურას საკუთარი თავის წარმოჩენა, რეპრეზენტაცია შეეძლო. „საქართველომ კავკასიის ქედს გადააბიჯა" - სიამაყით წერდა ირაკლი აბაშიძე იმის აღსანიშნავად, რომ 30-იან წლებში ქართული კულტურა საკავშირო მასშტაბით ექსპანსიაზე გადავიდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა-იმპერიული პოლიტიკის პირობებში იყო შესაძლებელი. ეს კი საბჭოთა საქართველოს საკუთარი მნიშვნელოვნებისა და განსაკუთრებულობის რწმენა-წარმოდგენებს უქმნიდა და საკუთარ ადგილსაც მსოფლიო კულტურის რუკაზე აძებნინებდა. იმპერიულ კ This post has been edited by Machirkholi on 22 Apr 2011, 18:52
|