ა. :დ ჩემთანაც იყვნენ ეგენი ზაფხულში :დ
დილაუთენია. ზარია კარებზე... ძმაკაცს ველოდებოდი და გავედი ეგრევე პირში კბილის ჯაგრის გაყრილი

კარები გავაღე, ეგრევე გამოვტრიალდი, "შემო შე ჩემა" დავტოვე კარებთან და წამოვედი...
ვაჰ. არაფერი არ ისმის.. შევტრიალდი... დგანან, ახალნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით და მიღიმიან.
ჯაგრისი ზურგს უკან დავმალე და რაც შემეძლო მრავალაზროვნად გავუღიმე მეც.
-დიახ, გისმენთთქო, ვუთხარი.
მომესალმნენ და სასამართლოსი თუ გჯერათო მკითხა.
უცებ გადავხარშე, "ესენი არიან რამე კვლევაზე მოსულები", დავალაგე ბელადისთვის დაზეპირებული მლიქვნელური ფრაზების მთელი ლექსიკონი და დავვარდი ქადაგად, ჩვენი სასამართლოსი თუ არ მჯერა ვისი უნდა მჯეროდესთქო :დ
ისევ მიღიმიან...
ვაჰ.
არა.. ჩვენ დიდ სასამართლოზე გეუბნებითო.
ვა.. მეთქი დიდი სასამარლო.. უზენაესზე უბნობს თუ ეს ყმაწვილი ქალითქო. მაგრამ აღარაფერი მითქვამს.
შემობრძანდით მეთქი. ეტყობა დაშინებულები არიან თუ რა არ ვიცი და უარი მითხრეს. ღმერთის თუ გწამთო ეგეც რომ მოაყოლეს...
ოპაა.. აი სად გაები ოზიკთქო...
აგინე, უცერემონიოდ მიუხურე კარები, რა პონტია..
ჰოდა დაახლოებით 5 წუთი ვუსმენდი როგორ უნდა წავრმსდარიყავი კარგად მომზადებული "პროკურორის" წინაშე რომ დიდი სროკი არ მოეცათ..
მერე მომბეზრდა და სამსახურში მაგვიანდება (გაქანებული 12 საათია) ქალბატონოთქო და კარები მივხურე.
ასე იყო ეს ამბავი
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------