მოქალაქეობა: საქართველო
დაბადების ადგილი: თბილისი
საცხოვრებელი ადგილი: სხვა
ასაკი: 30-40
განათლება: უნივერსიტეტის დიპლომი
რწმენა/რელიგია: ქრისტიანი, აგნოსტიკური ”გადახრებით”
პოლიტიკურ შეხედულობა: ლიბერალურ-კონსერვატიული
1. პირადად თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განეკუთვნებით კავკასიის ერთერთ ერს?რასაც "განვეკუთვნები" (ქართველობას) დიდი მნიშვნელობა აქვს. იმას, რომ ”კავკასიისაა" და "ერთ-ერთია" - არანაირი. ანუ, ჩემი პასუხია:
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
2. რამდენად აქტუალურად მიგაჩნიათ კავკასიის ინტეგრაციის საკითხი კავკასიის ერების განვითარების ზრდაში?”განვითარებისთვის” ნაკლებად (სხვა, უკეთესი საშუალებებიც არსებობს). უსაფრთხოების თვალსაზრისით გვიწევს ”რეგიონზე” ფიქრი - ანუ, აქტუალურია.
3. როგორ აფასებთ კავკასიის ერების ინტეგრაციის საერთო დონეს?”ინტეგრაციის” დონე - ნულოვანი, საერთო დომხალში ხარშვის დონე - დაბალსა და საშუალოს შორის.
4. რას ფიქრობთ მომავალში კავკასიის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნაზე- ,,კავკასიის კავშირი” ევროკავშირის ან შვეიცარიის კონფედერაციის მაგალითზე? აამ მოდელებიდან რომელი უფრო მისაღებად მიგაჩნიათ კავკასიის რეგიონის ერების გაერთიანებისთვის?არანაირი ევროკავშირი და, მით უმეტეს, შვეიცარიის კონფედრრაცია.
ეკონომიკის დარგში: საერთო ბაზარი სამხრეთ კავკასიაში (ევროკავშირის წინამორბედის - ევოპის ეკონომიკური გაერთიანების, ან ბენილუქსის მაგვარი).
პოლიტიკის დარგში: უსაფრთხოებისა და თანმშრომლობის ორგანიზაცია (ოღონდ ბევრად უფრო მკაცრი რეგლამენტით, ვიდრე ეუთო) რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოების, ევროკავშირისა და აშშ-ს მონაწილეობით - ანუ, ფორმულით 3(სამხრეთ კავკასია)+3(თურქეთი, ირანი, რუსეთი)+2(ევროკავშირი, აშშ. შესაძლოა, ჩინეთიც).
ჩრდ.კავკასიის რომელიმე ქვეყნის/რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში ის დამოუკიდებელ მონაწილედ უერთდება ამ ხელშეკრულებას.
5. თქვენი აზრით რა სამი უპირატესობა შეუძლია მოუტანოს კავკასიის ერებს ,,კავკასიის კავშირის” შექმნამ?უსაფრთხოება და სტაბილურობა.
ეკონომიკის ზრდა საერთო ბაზრის პირობებში.
პოლიტიკური კულტურის, სახელმწიფო აზროვნებისა და თვითშეგნების განვითარება.
6. თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს დაბრკოლება ასეთი კავშირის შექმნისთვის დღეს?რუსეთ-საქართველოს ომი.
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი.
ჩრდ. კავკასიის გაორებული იდენტობა.
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური სისუსტე.
დიდი სახელმწიფოების ეგოიზმი.
ზოგადად (ეს ყველას ეხება), რეგიონის მომავლის მკაფიო ხედვის არქონა.
7. თქვენი აზრით მომავალში რა დაბრკოლება შეიძლება შეიქმნას ასეთი კავშირის ჩამოყალიბების გზაზე?იგივე რაც წინა პუნქტში ჩამოვთავლე, ხოლო თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს დაბრკოლებები სასწაულებრივად გაუჩინარდა - მაშინ განსხვავება რეგიონის ხალხების აზროვნებასა და საგარეო ორიენტირებში.
8. თანაბარი უფლებებით სარგებლობით შემთხვევაში კავკასიის კავშირში მომავალში ხედავთ თუ არა დამოუკიდებელს იმ ერებს რომლებიც ახლა შედიან რუსეთის ფედერაციაში?კითხვაში, იმჰო, ლოგიკური თანმიმდევრობაა დარღვეული. ვინც დამოუკიდებელი იქნება, მან, რა თქმა უნდა, თანაბარი უფლებებითაც უნდა ისარგებლოს.
9. როგორ გგონიათ რომელი ერები იქნებიან ასეთი კავშირის შექმნის მხარდამჭერები და რომელი არა? მიუთითეთ 3 ერი.დაინტერესებული:
აზერბაიჯანი, ჩრდ.-აღმ. კავკასიასიის ნებისმიერი რეგიონი (დაღესტანი, ჩეჩნეთი, თუ რაც ერქმევათ ოდესმე მომავალში) - ყველა მათგანი შავ ზღვასა და თურქეთზე პირდაპირი გასასვლელის გამო.
ნაკლებად დაინტერესებული:
ნებისმიერი დიდი სახელმწიფო - უნილატერალური (ცალმხრივი) პოლიტიკის გატარების საშუალება მოესპობა.
სომხეთი (თურქულ-აზერბაიჯანული დომინირების შიშით).
საქართველო (როგორც ობიექტური დემოგრაფიული რისკების, ისე კულტურული სნობიზმის გამო).
10. და ბოლოსთვის გჯერათ თუ არა რომ მომავალში შესაძლებელია კავკასიის კავშირის როგორც კავკასიის ერების გაერთიანებული ორგანიზაციის შექმნა? დადებითი პასუხის შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება ზემოთ აღნიშნულის შექმნა?ორგანიზაციის - კი (შესაძლოა, "კავშირიც" კი ერქვას - იმ დროის გემოვნების ამბავია, როდესაც ასეთი ორგანზაცია შედგება). კონფედეციის - არა.
ვადებზე ვერაფერს ვიტყვი: იმ დროისთვის, როდესაც კავკასიის ხალხები, თეორიულად, ამ ნაბიჯისთვის შეიძლება ”მომწიფდნენ”, კავკასიამ (როგორც ერთიანმა გეოსტრატეგიულმა რეგიონმა), შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს - მაგ., სამხრეთ კავკასია და თურქეთი ევროკავშირში აღმოჩნდეს, ჩრდ. კავკასია რაღაც ”ნაცრისფერ ზონაში”. ან პირიქით

… მოკლედ, ვარიანტი ბევრია.