კი გეთანხმები, მთავარი მართლაც სწორედ ეგ არის. ბოდიშს მოვიხდი, მე იმას არ ვამბობ ხაზგასმით, რომ ბატონი კახა კაკაბაძე ცუდ გზაზე აყენებს ბავშვებს და ცუდი ადამიანია მეთქი, მართლა ძალიან მაგარი ადამიანია, მართლა კეთილი გული აქვს, თავის დროზე მეც უდიდესი სიამოვნებით ვვარჯიშობდი მასთან, მაგრამ ბოლო დროს, ასე ვთქვათ ცოტა "აურია"

ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ძალიან დაიძაბა მისი ცხოვრება პოლიტიკური (პლიტიკურ-რელიგიური) მოვლენების გამო, რის გამოც მასში, შეიძლება ითქვას, რწმენამ უკან დაიხია ...
მე ვფიქრობ, რომ მისგან ბავშვები ცუდსაც სწავლობდნენ, პრინციპში ცუდს უფრო

და იცით რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბატონი კახა თავისი საუბრებით, თავის და გაუაზრებლად, რწმენას (მართლმადიდებლურ სარწმუნოებას) აუფერულებდა.
ამას დავუმატებ იმასაც, რომ ბატონ კახასთან ერთად კარატეში ბავშვებს ავარჯიშებდა ერთერთი სამღვდელო პირიც (არ დავასახელებ). ეს ხომ შაოლინი არაა? ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ და არა ბუდისტები? კი ბატონო მესმის ჯანსაღი ცხოვრებაა, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში, ჩვენს წმინდა ბერებს კელიებში ეძინათ, მიწაზე, ქვებზე ...
დღევანდელი მღვდლები კი კარატეში ვარჯიშობენ ...
თუმცა კი ეს რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი არც ისეა "წინდა გიორგის კლუბში", როგორც ეს გარედან ჩანს, ბავშვები დარბზს გარეთ ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან, იმავე ცხოვრებას, რაც დარბაზის კარებს გარეთ დატოვეს, შიგნით არ შეაქვთ ეს ცხოვრება, მაგრამ არ დარბაზიდან გამოაქვთ დამრიგებლური ცხოვრება ...