QUOTE |
არამანს სურათის პოვნის იმედი არ ჰქონდა. იმ რუსმა შესთვაზა - მე რომ ვიპოვო, ასეთ და ასეთ ფასად დამითმობო? ამან, კარგიო. და ფულიც გამოართვა (ოღონდ 2 ათასი გააფორმეს სულ). შესაძლოა ისიც კი ეფიქრა, ეგ ან იპოვის სურათს, ან არაო, ფული კი შემრჩებაო.
მერე კი ქუთათელაძემ შეიტყო, რომ სურათი კიდეც უპოვიათ და კარგი ფულიც გადახდილა. ჰოდა, თავი მოტყუებულად იგრძნო. ამიტომ, როცა მოსკოვში შავი ლომის გამოფენის ამბავი შეიტყო, გადაწყვიტა, მისი აზრით კუთვნილი ფული მიეღო და აატეხინა მთელი ამბავი. ტელევიზიებსაც მეტი რა უნდოდათ, სკანდალი მოყნოსეს და ახმაურდნენ. ისე, ეტყობა, რომ ამ ყარამანისთვის ხელოვნების საგნებით ვაჭრობა ახალი ხილი სულაც არ უნდა იყოს. ხომ იძახიან, სასამართლო იქნებაო. ჰოდა, გაარკვიონ იქ, ვისი ვისაშია. |
გერონტი, თუ დამიჯერებთ, ჩემი მოსაზრება რომ დავწერე ამ ამბის
შესახებ, თქვენი ეს პოსტი ნამდვილად არ მქონდა წაკითხული.
არ "მიპლაგიატია"
vita brevis...