მოქალაქეთა კავშირის ანუ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო ბლოკი აქტიურად გამოჩნდა ფეისბუქში.
მასთან ერთად ტრია;ლებს "წარმატებული" ჩინოსნის გიგი უგულავას საქმენი საგმირონი.
რა ხდება ნაციონალებმა(ყოფილმა მოქალაქეთა კავშირმა) რუბიკონი უკვე გადალახეს და ფსონი ამ ტიპზე დადეს ?
წინა თემიდან ჩემი პოსტი:
გიგი წარმოადგენს ამ ხელისუფლების მოხელეთა ახალ თაობას.
მდუმარე , შემსრულებელ "ბიჭებს", ვინც კაბინეტში ზის და კარგად შეეგუენ კონფორმისტულ გარემოს.მისგან არაა მოსალოდნელი სააკაშვილის ტიპის ნოვაციები, პიარის აგრესიული ფორმა. მარტივი ფორმულა აქვს- ვარ აღმშენებელი, ჩემზე უკეთესი ვინაა, ვიზრუნებ ხალხზე.
ეს ფენა რეგრესულია,მათგან შორსაა კრეატიული იდეები, კაბინეტური ტიპების ფავორიტი შეიძლება გახდეს,მაგრამ მისი პოპულარულობის ზრდის შემთხვევაში,არის დიდი საფრთხე, რათა 2012 წლისათვის ელიტა უფრო ჩინოვნიკური ,მდუმარე და მოსაწყენი "მეურნე" ხალხით დაკომპლექტდეს,დამყაყდეს შევარდნაძეზე უარესად .
არის მეორე მძლავრი შიდა დინება -ძალოვანი სტრუტურები. ვანოს აგრესიული სტილი
.აბსოლიტურად განსხვავებული პიროვნებაა, თან აშკარად საკმაოდ ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა.ეს ფენა მარტივად არ შეეგუება კლერკების თავზე დაჯდომას, მითუფრო მათ გარეშე "მოხელეები" ვერ გაიმარჯვებენ.
სულაც არ უნდა დავაიგნოროთ ბაქრაძე. მას ეყოლება საპარლამენტო დასაყრდენი , მხარდამჭერები რეგიონებში. არ მგონია მასაც არ გაუჩნდეს ამბიცია,თან ინტელექტიც აქვს.
ბოკერია? ეს კაცი დასაიგნორებელი სულაც არაა. მის უკან დადგება ე.წ ლიბერასტური ინტილიგენცია. მართალია არა აქვს რეიტინგი,მაგრამ შიდა თამაშებში შესაძლოა მოხელე გიგი აირჩიოის პარტნიორად ან რომელიმე ოპოზიციური ლიდერი.
რატომ მოვაყოლე ეს ამბავი?
აბა კარგად დავუკვირდეთ.
გიგიმ რამდენჯერმე უკვე მიანიშნა სერიოზულ ამბიციებზე,
მორიდებული,მაგრამ გარკვეული სვლებიც გააკეთა.
ბოკერიამ რვიანთან დამოკიდებულებაში აშკარად გაცილებით ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინა , ერთგვარად გაემიჯნა ნაცების ზოგად დამოკიდებულებას.
ბაქრაძე? ისეთი არაფერი,მაგრამ მისი პრესცენტრის ინფორმაცია,რომ ბაქრაძე მსოფლიოს 20 ჭკვიან კაცში შედის, ერთგვარი მესიჯი იყო .
ვანო ჩუმადაა,მაგრამ ახალაია აკონტროლებს სამეგრელოს და მაინცდამაინც სააკაშვილის სურათების დაკიდებით არ ერთობა.ვანოსადმი ლოალურია ეი...."მარგალური კარტა" ცოტას არ ნიშნავს. აქ ხომ განსაკუთრებულად პოლიტიკურად აქტიური ადამიანები არიან.
რატომ აწყობს მიშას ჯერ საპარლამენტო არჩევნები?
ამ დინებებს მარტივად გააკონტროლებს, ექნება ყველანაირი ბერკეტი მეჯლისის წესები თვითონ განსაზღვროს და არ იჩქაროს ფსონი დადოს რომელიმე დაჯგუფებაზე. ესაჭიროება მდუმარე მაჟორიტართა კორპუსი,რათა მათი მეშვეობით მანიპულირება შეძლოს .
ასე რომ ნაცების პარტიული გამარჯვების შემთხვევაში, მეჯლისმაისტერი ის იქნება, ხოლო თანამდებობა თავისუფლად შეუძლია ნელნელა დათმოს ,მაგალითად გადაჯდეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სავარძელში .
აქ ოპოზიცია არ მიხსენებია?
ზომიერები მზად არიან ამ ბალმასკარადში მონაწილეობა მიიღონ და თავისი ლუკმა შეირგონ. მათი თამაშის სტილი დღითიდღე მიურებელი ხდება, რადგანაც საზოგადოებას აშკარად წინასწარ წაგებულ თამაშში საკუთარი ჯგუფის ინტერესების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.
რადიკალებმა კი კარგად იციან . მეჯლისზე მათ არავინ დაპატიჟებს .,ამიტომ შეეცდებიან ეს შოუ არ შედგეს .
შეიძლება გადავახტი თემას ,მაგრამ ამ რეკლამამ დამაფიქრა.
ვცდები?
გიგიმ და ნაცხელიტამ ეს ფეისბუქური სვლა "შემთხვევით" შეურწყეს ერთმანეთს თუ მიშამ ფავორიტი აირჩია ?
OFFTOPIC:| პს წინა თემის კალკირება არაა. ერთი საინტერესო დეტალი დაემატა, რაც განვმარტე |
პს ...და კიდევ ერთი -
საინტერესოა ვინ აფინანსებს უგუს რეკლამას?
პარტია?
მერია ?
თუ საკუთარი ჯიბე?
დეტალია, მაგრამ არცთუ უინტერესო, ზუსტად თემის კონტექსტში
This post has been edited by lasha_alo on 2 May 2011, 10:04