აეწვა ხელისუფლებას ფაქტები ელიტურ კორუფციაზე?
"ნაციონალური" პოლიტიკა როგორ ვებრძოლოთ ელიტურ კორუფციას?
"ნაციონალური" პასუხი, დავხუროთ ყველა გაზეთი და უწყება ვინც ასეთ ინფორმაციებს ავრცელებს

)))
მერე დავაყენოთ ტელევიზიებში ჩვენი მართალია გაუნათლებელი, მაგრამ ერთგული ენჯეოშნიკები და ვათქმევინოთ, ესენი დაწერეს ვიღაც, ვიღაცეებმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა უბრალოდ ბროშურადო
პ.ს. სადაა კაცო თავისუფალ მედიაზე ზეწოლა

იტყუებიან რაღაცაც ესენი უეჭველი.
ხელისუფლების ერთი დაჯგუფება გაზეთ "ბანკები და ფინანსების” განადგურებას ცდილობს
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტების, ხელმძღვანელებისა და გამომცემლების
მ ი მ ა რ თ ვ ა
როცა
• აშშ-ს სახენწიფო დეპარტამენტი;
• პრეზიდენტი ობამა;
• სახელმწიფო მდივანი კლინტონი;
• ელჩი ბასი;
• ქ-ნი ქეიდენაუ;
• ევროკავშირი
მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ დაჟინებით მოგვიწოდებენ, გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” წინააღმდეგ ერთი სახელმწიფო უწყება და მისი მესვეურები აწარმოებენ ფარულ ბრძოლას წესების გარეშე
ჩვენ არ ვასახელებთ არც ამ უწყებას და არც კონკრეტულ ფაქტებს (ჯერ-ჯერობით). თუმცა არაორაზროვნად ვაცხადებთ - ჩვენ არ ვართ არასერიოზული ადამიანები, მედიასა და არასამთავრობო სექტორში გუშინ მოსულები, რომ გადაუმოწმებელი ფაქტების არსებობის გარეშე თქვენ, უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები და საზოგადოება შევაწუხოთ.
ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა! მაშინ, გთხოვთ,
დაიცავით ჩვენი თავისუფალი გამოცემა, რომელიც, ლამის ერთადერთი, აცნობს საზოგადოებას ელიტური კორუფციის დეტალებს, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, ფარული მონოპოლიების არაკანონიერ ქმედებებს, ექსპერტულ მოსაზრებებს ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, საბანკო სფეროს შესახებ, ის არის ერთადერთი ქართულენოვანი, რეალურად დამოუკიდებელი ეკონომიკური ყოველკვირეული გამოცემა. ჩანს, ამის გამოც დაირაზმნენ მაფიური კლანები და მათი დამქაშები ხელისუფლებაში ჩვენს წინააღმდეგ.
ვთქვათ, ერთი გავლენიანი ეკონომიკური უწყების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და გაზეთი "ბანკები და ფინანსები" დაიხურა. ნუთუ ეს სუბიექტები თავიანთმა უმწეობამ ისე გააბოროტა, რომ დროის წინააღმდეგ დაიწყეს სვლა. ამით ხომ, ჯერ-ერთი, ოცამდე უმუშევარი შეემატება ქვეყანას. ეს არ აინტერესებთ? სადაც ასიათასობით, იქაც ოცი? კარგით, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ "ფეის-ბუკში" გადავალთ. "ფეის-ბუკსაც" დახურავენ? თუ უკვე თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, ცალ-ცალკე ან ერთმანეთის მიყოლებით, ტერაქტებს მოაწყობენ? მერაბ ჯანიაშვილს გააჩერებენ, ნოდარ ჭიჭინაძე გამოვა წინა პლანზე და ასე შემდეგ. როცა ზურაბ კუკულაძე "ბანკები და ფინანსებში" წერილს წერს, ამ გაზეთის 2000-იანი ტირაჟიდან გამომდინარე, პლუს ვებ-გვერდი, სამი ათასამდე პიროვნება ეცნობა მას, მათ შორის, თქვენც, ისტებლიშმენტის სიით მორთმეული ეგზემპლარით. თუ დაგვიხურავენ, ან დაგვახურინებენ გაზეთს, ზურაბ კუკულაძე "ფეის-ბუკის" ან ბლოგის მეშვეობით გაცილებით მეტ ადამიანს მიაწვდის თავის მოსაზრებებს, მხოლოდ მას, "ფეის-ბუკზე" 4000-მდე მეგობარი ჰყავს. გარდა ამისა, გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" ჰყავს 7000-მდე ეგრეთ წოდებული "ფანი", ანუ გულშემატკივარი.
ასეთია ამ უგუნურების ერთი ასპექტი.
"ბ&ფ" სახალხო და, იმავდროულად, ელიტარული გაზეთია. აქ თქვენ გაეცნობით ლადო პაპავას, მერაბ კაკულიას, სოსო ცისკარიშვილის, ირაკლი კოვზანაძის, ნოდარ ჯავახიშვილის, ნოდარ ხადურის, დემურ გიორხელიძის, დავით ნარმანიას, ემზარ ჯგერენაიას, სანდრო თვალჭრელიძის, სხვა ცნობილი ეკონომისტისა და მრავალი კომპეტენტური პიროვნების ექსპერტულ შეფასებას და მოსაზრებას ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო სფეროს შესახებ. ისინი სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენთან და მოსწონთ ჩვენი გაზეთი, რაც დიდი პატივია ჩვენთვის.
ჩვენ ყველა სახელმწიფო ეკონომიკური უწყების წარმომადგენელს ვთავაზობთ საკუთარი აზრის დაფიქსირებას ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, რასაც ზოგიერთი მათგანი დიდი ხალისით ეკიდება, ზოგი კი, იმის გამო, რომ არ ჰყოფნის ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია, უარს გვეუბნება - აი, სწორედ, ისინი გვებრძვიან დაუშვებელი მეთოდებით და განსაკუთრებული თავგამოდებით.
ასე რომ, ნუ დაადგება ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ბენ ალის, ჰოსნი მუბარაქის, ალი აბდალა სალეჰის, ბაშერ ასადის ანუ ტუნისის, ეგვიპტის, იემენის, სირიის გზას. იქ, ადრე თავისუფალი მედია გაანადგურეს, პოლიტიკური ოპონენტები სარბიელიდან განდევნეს, პოლიტიკური პროცესი მოკლეს და შედეგად მიიღეს ამბოხი, რომლის შედეგები, შესაძლოა, ამ ქვეყნების ელიტებისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდეს და ამ ქვეყნების ხალხებისთვისაც.
თუ ჩვენი კითხვები, მოსაზრებები უნიადაგოა, ასე დიდ დროს ჩვენს გაზეთთან ბრძოლას რატომ უთმობენ? თუ არა, გვიპასუხონ ღიად, ისევე ღიად, როგორც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მოგვყავს ფაქტები თუ არგუმენტები.
თორემ ჩვენი შეხვედრა ინტერნეტში გარდუვალია. ვერანაირი "მაშველი ბრიგადების" შეგზავნა ინტერნეტ-სივრცეში, იქ სიმართლეს ვერ ჩაახშობს. ხალხი მაინც გაიგებს, რასაც ოფიციალური პროპაგანდა მას უმალავს.
თავისუფალი მედიის არსებობა, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე მეტად ჩვენს ხელისუფლებას აძლევს ხელს. აი, ამას კი, თქვენი, უკაცრავად და, გონებაშეზღუდული მოხელეები, ვერასდროს გაიგებენ.
ამიტომ, გთხოვთ, აღკვეთოთ თავგასული ჩინოვნიკების უკანონო ქმედებები, ხელისუფლებასთან სიახლოვით გათავხედებული მაფიური კლანების აგრესია და დაიცვათ საერთოდ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად გაზეთი "ბანკები და ფინანსები" და ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაცია - აფბა", რომელთანაც ჩვენ ნაყოფიერად და შედეგიანად ვთანამშრომლობთ და, მიუხედავად იმისა, რომ უჩინარი გავლენიანი პირები წლების განმავლობაში ბლოკავენ ჩვენს მიერ გრანტების მიღებას, ეს ორი ორგანიზაცია, საზოგადოების და ექსპერტების აზრით, საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. ვისგან უნდა დაგვიცვათ ჩვენ, თქვენ, თქვენი ინფორმირებულობის ხარისხიდან გამომდინარე, კარგად მოგეხსენებათ.
ბატონებო! თქვენ ბრძანდებით დღევანდელი ქართული სახელმწიფოს სამი მთავარი საყრდენი, თუ არ ჩავთვლით პროკურატურის მიერ სასამართლოზე ზეწოლის და პოლიციის მიერ პოლიტიკური პოლიციის როლის შესრულების ცალკეულ რეციდივებს, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობის დღემდე მოტანაში თქვენი წვლილი განუზომელია. აქვე, ობიექტურად შევნიშნავთ, რომ ბოლო 3 წლის გარდა, ჩვენი, როგორც თავისუფალი ჟურნალისტების და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ შეზღუდულა, თუ არ ჩავთვლით ჩვენთვის გრანტების დაბლოკვას და ინფორმაციის მოწოდებაში ხელისშეშლას თქვენდამი დაქვემდებარებული უწყებების თუ სახელმწიფო მოხელეების მიერ.
გთხოვთ, დაიცვათ მედიის და არასამთავრობო სექტორის დამოუკიდებლობა, აღკვეთოთ ცალკეული სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელთა მიერ საკუთარი ქვეგანაყოფებისა და კერძო ბიზნეს-სტრუქტურებისადმი არაკანონიერი, არამართლზომიერი დავალებების და მითითებების მიცემის პრაქტიკა, თავისუფალი გამოცემების დევნა და განადგურების მცდელობა.
გთხოვთ, დაგვიცვათ ჩვენ და დაიცვათ ჩვენი უფლებები.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგწევთ ძალა, გაქვთ კომპეტენცია და პოლიტიკური ნება, რომ ვითარება გამოასწოროთ და ჩვენ აღარ მოგვიხდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ელჩის, ბატონ ბასისადმი, დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვა.
ნოდარ ჭიჭინაძე
ნინო თამაზაშვილი
ციცო კაიკაციშვილი
გიორგი გიორგაძე
თეონა ჭიტაძე
ვაჟა ბერიძე
მერაბ ჯანიაშვილი
ზურაბ კუკულაძე
http://banksandfinance.ge/banks/2491-mimartva.html This post has been edited by MacBook on 2 May 2011, 15:35