#25331300 · 6 May 2011, 20:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
benjamen glonti
QUOTE | საინტერესოა როგორ არის ამ მხრივ საქმე ევროპაში? |
რთულად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.. აღმოსავლეთ ევროპას თითქოს დასავლეთ ევროპა ეხმარება პარტიების ორგანიზებაში, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ სწორედ დასავლეთ ევროპაშია ნდობა პარტიების მიმართ დაკარგული - წარმომადგენლობითი დემოკრატია აღარ მუშაობს ისე, როგორც 1950-1980...ფაქტიურად, საზოგადეობის სიმსივნად არიან ქცეულნი კონტინენტალური ევროპის ქვეყნებში მოქმედი პარტიები... მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლასიკურ სტილში პარტიების საშუალებით პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზებამ მოსჭამა თავის დრო. კომპიუტერმა ისეთი დინამიურობა შესძინა საზოგადოებას, ინფორმაცია ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ცხოვრების დინამიკა აღარ ელოდება პარტიულ ოფისებში და პლენუმ-სხდომებზე გადაწყვეტილებების მიღებას. ერთადერთი გამოსავალია პირდაპირი დემოკრატია (ოღონდ არა ნინო ბურჟანაძის დეფინიციით - "აჯანყება-ამბოხი  , არამედ პარლამენტის დაკომპლექტება მხოლოდ მაჟორიტარული წესით და მათზე მიბმული დროებითი პოლიტიკური კავშირები (ე.წ. მხარდამჭერთა გაერთიანებები) - არავითარი პარტიული სიები - ასეა ამერიკაში და ევროპისგან განსხვავებით ნაკლები პრობლემები აქვთ.. QUOTE | სხვათა შორის ეს აზრი პირველად მოვისმინე რუსი ინტელექტუალი აFანასიევისგან 80-ნი წლუბის ბოლოს (ლაპარაკი იყო მაგდროინდელი პარტიული მშენებლობის ირგვლივ). ძაან გამაკვირვა მაშინ, თუმცა ამ 20-მა წელიწადმა მისი სიმართლე დაადასტურა. არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ შექმნილა არც ერთი სერიოზული პარტია ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. |
მიხაელ გორბაჩოვი სწორედ მაგას მიხვდა - ნუ დასავლეთმაც დაარწმუნა, რის გამოც ხელი აიღო კომუნისტურ პარტიაზე და და არა უბრალოდ მის ჰეგემონიაზე, ის კი ვეღარ გათვალა, რომ პარტიასთან ერთად საბჭოთა კავშირიც დაეშლებოდა, რადგან სწორედ ის პარტია, მასზე მიბმული კგბ, წითელი არმია და საბჭოთა მილიცია - უზრუნველყოფდნენ სტალინისტურ სახელმწიფოს.
კიდევ ერთი: 1975-1991 ჰელსინკის კავშირი - ფაქტიურად ადამინის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია - დანარჩენი თავად გააგრძელე...
This post has been edited by Liverpool FC on 6 May 2011, 20:45
--------------------
დავით უსუფაშვილი: "საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ერთ ნაწილს აკონტროლებდა, ხოლო მეორე ნაწილს აზანზარებდა"
"ოღონდ თავისი ქვეცნობიერი არსებით რომ არიან პრორუსები მაგას ვერ ხვდებიან,"(baudolino)
მიშა სააკაშვილი – 2015 გაეროს , 2025 ნატოს გენერალური მდივანი (Manchester United FC)
|