საქართველოსთვის ყველაზე უკეთესი ვარიანტი არის სააკაშვილს მშვიდობით დაასრულებინოს თავისი სროკი და გაუშვას.
შემცვლელი მოვიდეს არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, ოღონდ ცოტა აზრზე მოსული და ნაკლებად იდეოლოგიზირებულ-GOP მიერთებული მასტი.
ვთქვათ გადაფრინდეს მოსკოვში და გააკეთეს საკუთარი ინტერესების არტიკულირება.
ტრანსპარენტული მოლაპარაკების რეჟიმის ჩართვა (ტრანსპარენტული მხარეებისთვის და არა ჩვენთვის რა თქმა უნდა

)
რა შეუძლია შესთავაზოს საქართველომ?
ის პუნქტები რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე და კიდევ შეიძლება დამატება თუ კაცი მოინდომებს.
დღეს ხომ ამ მხრივ ჩიხია? პარალიზებულია ურთიერთობა.
"მეგობრულ" საქართველოს შეუძლია დაადუღაბოს ჩრდილო კავკასია პოდ რასიუ და რუსეთის "მსოფლიო" ამბიცებს გაუხსნას ხელი.
ეს ხაზი თუ გაიჭრა "მეგობრული ზოლების" ირანამდე და კიდე ქვემოთ არაბულ სამყარომდე - ეს იქნება რუსეთის ალკოჰოლიკური სუნთქვა ნავთობით მდიდარ მიწასთან.
ასევე რა თქმა უნდა რუსული ფლოტი "ლეგიტიმაცია" აფხაზეთში და ამით რუსული შავი ზღვის პლაცდარმის კიდვ უფრო გაძლიერება.
ეკონომიკური ბონუსებიდან შეიძლება ავიღოთ მთელ შავი ზღვის სანაპიროზე გახსნილი ზოლი რუსი ტურისტებისთვის, სამთო ტურიზმი და ღვინო-ბარჟომ-ხილი-ბოსტნეულის ექსპორტი.
ასევე დაუბრკოლებელი სატრანსპორტო და საჰერო დერეფანი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირებისთვის.
ეს რეალური ბონუსები.
რეპუტაციული ბონუსები იქნება სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთი შეიძლება იყო როგორც ეთნიკური კონფლიქტების, ასევე ინტერ-სახელმწიფოებრივი დაპირისპირების "მომრიგებელი" და პოზიტიური მოთამაშე.
ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ იმ "ჩამოხსნულ ნიღაბს" - უკანვე ავაფარებთ

ზუსტად ახლა როდესაც რუსეთი აღარ არის "ძლიერის" პოზიციაში, როდესაც განიცადა მარცხი როგორც შიდა რევოლუციის ინსპირირების, ასევე სამხედრო აგრესიაში.
როდესაც საქართველო არის კონსოლიდირებული და გაერთიანებული (მეტ-ნაკლებად) არის დრო მოლაპარაკების.
არ დათანხმდებიან? სტატუს ქვო ხომ არ შეიცვლება ამით არა?
ამაზე უფრო მკვდარი წერტილი არ არის და არც შეიძლება იყოს ორმხრივ ურთიერთობაში.
თუმცა აქ საუბარი ისეთ "წინადადებაზე, რომელზეც უარს ვეღარ იტყვიან."
საპასუხოდ ჩვენი მოსათხოვი უნდა მოვითხოვოთ რა თქმა უნდა.
ს.ოსეთის და აფხაზეთის ქართულ იურისდიქციაში დაბრუნება შერეული რუსულ-ოსურ-აბხაზურ-ქართული ბიზნეს ინტერესებით, ლტოლვილების დაბრუნებით და საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით.
იდგეს აფხაზეთში რუსეთის ფლოტი/არმია და ს.ოსეტშიც იგივე, რა პრობლემაა?
უკრაინაში დღესაც დგას რუსული ფლოტი და გაუგრძელეს კიდევ.
ბელარუსშიც ისევ არიან რუსული ჯარები
რა მოხდა მერე? თუ მითხოვეს ეს გარანტია - ჰქონდეთ.
ისედაც დგანან, უბრალოდ მოეხსნებათ ოკუპაციური ჯარების სტატუსი და ექნებათ "სამოკავშირეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტიგენტის" სტატუსი.
ესეც სერიოზული პრობლემაა რუსული დიპლომატიისთვის - ოკუპაცია.
ეკონომიკური ინტერაქციების ბარიერების სრული მოხსნა და ენერგომატარებლებზე "პრეფერენციული ფასი"
სრულიად საკმარისია საქართველოსთვის.
ინტერესების აბსოლუტურად "საჭირო" და ეფექტური არტიკულირება და ასევე წინადადებების ისეთი პაკეტი დადება, რომელზეც უარის თქმა იქნება ძნელი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ზუსტად ახლა როცა საქართველომ მოიგერია რუსული დივერსიულ-საბოტაჟური შემოტევები და არის პლიუსში არის შესაძლებელი წარმატებული მოლაპარაკების წარმოება, თორემ აბა თუ ტანკით შემოვიდა თბილისში - მერე ვინ მოგისმენს ან დაგელაპარაკება?

ზუსტი თაიმინგი არის საჭირო, ზუსტი.
რაც ამ ბოთეებმა არასოდეს არ იციან.
This post has been edited by Codex on 6 May 2011, 17:48