ქართული საბჭოეთი საბჭოთა კორპუსის თავისებური ელემენტი იყო .
აქ ნაკლებად იყო პოპულარული ბოლშევიკური სიწმინდეები , პანთეონში დაშვებული იყო პოლითეიზმი და ცენტრალიზირებულ ხელოვნურ კერპებთან ერთად თერგდალელულთა სახეებიც იდგა. ისინი თითქოს იდილიაში იმყოფებოდნენ, მაგრამ როდესაც იმპერიის რღვევა დაიწყო , პანთეონის "ეროვნულმა" ნაწილმა იოლად განდევნა შექმნილი ღვთაებები , თუმცა რადგანაც აკრძალული გახლდათ სხვა სამყაროში ცნობილი "ღმერთები" , პოსტსაბჭოთა ჯორჯიელმა ჰორიზონტის ათვისება მათი მეშვეობით ცადა და წაააგო
რადგანაც ვერ გაიაზრა იგივე ილია ჭავჭავაძის ფილოსოფიის არსი , მისი უნიკალური უნარი კავშირი ქონოდა არარუსული სივრცის მაჯისცემასთან. ნარცისული აღმოჩნდა იზოლირებული ახალი ქართული ბინა და რევანშისტმა ტურებმა მოახერხეს მისი დანგრევა . კულტები ადგილზე დატოვეს ,მაგრამ ადგილზე დაბრუნდა ძველი ქურუმების თაობა რაღაც ჭეშმარიტების სახელით , რომელიც სამშობლოზე მაღლა იდგა.
ამ ჭეშმარიტებას დემოკრატია უწოდეს, რომლის სახელითაც ჯერ ბანდოკრატიულმა რეჟიმმა იპარპაშა , შემდეგ დადგა "შედარებითი სტაბილიზაციის "ეპოქა ლპობის აგონიით.
ქურუმებმა ახალი შამანები გაზარდეს თავიანთ წრეში , რომლებმაც მოახერხეს და ძველი თაობა გემრიელად დააპაშოლეს კრწანისის ხევთან ,თუმცა პანთეონი პანთეონად დარჩა, მლოცველები მლოცველებად ,შეცვალეს ფასადი ,მაგრამ დამორჩილების წესს ვერაფრით ვერ შეეგუენ. მეტიც , პაპათა თაობის წიგნებში აღმოჩნდა არაერთი წიგნი

მათი საშუალებით ცადეს უბედური მრევლის დაჩმორება , რამაც სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.
ჰოი საოცრებავ, მათდამი დაპირისპებულებში იყვნენ უსახო ქურუმები. ხალხი მათ აყვა, მაგრამ გამოცდილმა ახალგაზრდა შამანებმა დაიბრუნეს ძველი მდგომარეობა.
პრობლემა კი ტაძარშია , ტაძარში.
ქურუმების , შამანების მენტალიტეტი ყოველთვის შორს იყო მლოცველთა ძირითადი მოთხოვნილებებიდან .
მლოცველები მზად არიან გარდაიქმნან , განთავისუფლდნენ სტიგმებისგან ,მაგრამ პრობლემა სამლოცველოს ელიტაშია.
არა გერშოვიჩ , თემიდან არ გადამიხვევია.
ვრცელი, არსებითი შესავალი გავუკეთე ჩემს დასკვნას

პრო წინსართი არის ხელოვნური და არ შეესაბამება ახალი რეალპოლიტიკის კანონებს. საქართველოში დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების კონფლიქტი ყოველთვის იქნება, მაგრამ არსებითია, რაც შეიძლება მეტად, "მლოცველთა ჯგუფმა" არჩევანი ბუნებრივად გააკეთოს გარე ჩარევების გარეშე . ამ ჯგუფებმა პოლიტიკური ბრძოლა ისწავლონ ,ხოლო სტრატეგიული პოლიტიკა ნელნელა ავტომატურად დაბალანსდება.
შიდადაპირისპირების ვექტორი უნდა მოცილდეს ამ საზიზღარ წინსართს და გადავიდეს სოციალურ ველებს შორის არსებულ სურათზე .
რაც შეეხება საით?
ჩემი პასუხია სადაც ვართ იმ გეოპილიტიკურ სივრცეში

აბა სხვაგან სად?! ამერიკულ-რუსული ურთიერთობის ობიექტური გათვალისწინებით, რომელიც ყოველთვის მოიცავს ე.წ პროდასავლურ მიზნებს, მაგრამ მოუწევს გაითვალისწინოს დიდი დათვის არსებობა.
ცივი ომის პოლიტიკა კრახს განიცდის. ამერიკა ნელნელა უჩხირავს რუსეთს გლობალისტურ ნემსებს და ეს უფრო მეტად პრიორიტეტია , ვიდრე ამ აცრებზე უარი თქვას და ემოციებს აყვეს.
ასე რომ რეალობა იქნება შემდეგი-
ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება (მიშას წიაღშიც აღმოცენებულის ჩათვლით) პირველი გავარდება"ეროვნულ" აღლუმზე , დასავლეთის მზაეს დაიფიცებს, მაგრამ შემდეგ მოსკოვში გააგზავნის ბალაკლავა სიგნალს. ასე რომ , ეს არ აგვცდება და სავარაუდოდ ყველა სხვა სცენარი უტოპიურია

ჯერ ეს სურათია , შემდეგ ვნახოთ.