tomსოფტ ფაუერზე ტანკეს ვესაუბრე (სხვა თემაში), მაგრამ არაო, რუსეთს არანაკლები აქვსო, და რა ვიცი...
alouettebenjamen glontitenochtitlanასე თუ ისე, როგორც იქნა, გამოიკვეთა რეალური წყალგამყოფი.

ყოველთვის ვამბობ, ჭავჭავაძის"აჩრდილის" გარდა ნინოშვილი და ქიაჩელი უნდა იკითხოთ-მეთქი, რომ მიხვდეთ, რეალურად სად ცხოვრობთ.
Codexაქამდე მე მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვიყავი, რომ რუსეთთნ ურთირთობის მოგვარებას იდეოლოგიურ--მითოლოგიურ-ეგზისტენციალური ღირებულება მიენიჭოს, და შესაბამისი რიტორიკით შეიმოსოს. ეს ძალაუნებურად გამოიწვევდა რუსეთის ამჟამინდელი სოციალური და სააზროვნო კლიმატის ყველაზე უარყოფითი ფენომენების ”გადმოდინებას” ქართულ სივრცეში (ისედაც არ გვაკლია) - ამ მრხრივ ”მედგარ-ეროვნული” ან ”ვეტერნისტული” ილუზიები არ მაქვს.

. ვიცი, რა ადვილად “ვფუჩდებით”. ისიც კი ვიცი, რომ ყველაზე კარგი, რაც არის რუსებში (და რაც არ გვაწყენდა)- ის რომ წვრილმანებს არ მიედ-მოედებიან, მსხვილი მონასმის, მასშტაბის შეგრძნება აქვთ - მაინც არ ”გადმოედინება”.
სულს სხვა რამეა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება როგორც სახლემწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატული, რაციონალური ამოცანა.
ოღონდ ერთია, როდესაც რუსეთს ესაუბრები როგორც მისი ყოფილი საკუთრება. ”ვუყვარვართ”, ”ვჭირდებით”,”ახლა უკვე სახელმწიფო ვართ, და ანგარიშს გაგვიწევენ” - ეს ყველაფერი მორიგი თავის მოტყუებაა. იქნება სუფთა сами приползли დამოკიდებულება. სულ სხვაა რუსეთთან საუბარი მისგან განსხვავებული ცივილიზაციური (სოციალურ-პოლიტიკური) პლატფორმიდან - მით უმეტეს, თუ მისთვის მიმზიდველ პლატფომაზეა საუბარი.
მახსენდება ერთი რუსი ბლოგერის პასუხი ერთი ქართველი ბლოგერის შეკითხვაზე: დღეს (2011 წ.) რა რეაქცია გექნებოდათ ომზე? (თუ რაღაც ამდაგვარი შეკითხვა იყო.) მოკლედ, რუსი პასუხობს: მაშინ გვეგონა რომ შავ წყვდიადში იყავითო (ანუ, თავის ჭკუით რუსებმა 1993 და 2008 წლებში white man's burden-ი იტვირთეს). ახლა კი ვიტყოდიო: зачем мешать людям жить?
ძალიან სიმპტომატურად მომეჩვენა (ცხადია,ეს დასკვნა მხოლოდ ორი ბლოგერის გაჩატავებიდან არ გამომაქვს). აი, ასეთი ეფექტი მოაქვს თუნდაც ჯინგოსტური პროპაგანდის შემცირებას, და რეფორმების პროპაგანდის გააქტიურებას. ამასაა რომ ვჩივი 2004... არა, 1988 წლიდან.

უნდა ვაღიარო, რომ ევროპულ ორიენტაციას, როგორც ისეთს, უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ:
თუ ”ევროპული ორიენტაცია” ისევ გეოპოლიტიკური სუზერენის ძიების პარადიგმაში იქნება მოწოდებული და აღქმული - ჩათვალეთ, რომ ეს ბლეფია ”პრორუსული” ორიენტაციის შესანიღბად.
საუბარია სწორედ რომ შინაგანი განვითრების გადაყვანაზე ევროპულ საწყისებზე.
ამიტომ ვსაუბროვდი თავიდანვე ამ თემაში სახელმწიფოს გამოკვეთილ პოლიტიკურ ”იდენტობაზე”, რომელიც ჯერ-ჯერობით მყიფეა. პატრული და რეესტრი კარგია, მაგრამ არ ყოფნის მაგ საქმეს. ელიტების ღია, განცხადებული და სტაბილური კონსენსუსია სჭირო, ყველაზე მცირე. ინსტიუტების, და არა პეროსნალიების იდენტობაზე.
ევროპის მხრიდან წახალისებები (pulling power) საქმეს წაადგებოდა, მაგრამ ამ ფაქტორზე არ უნდა იყოს ყველაფერი დამოკიდებული - იმიტომ რომ საუბარია არა მხოლოდ პრესტიჟული კლუბის წევრობაზე, არამედ განვითარების მოდელზე, რომელიც ჩვენ თვითონ გვჭირდება შინაგანი მიზეზებით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ევროპა აქ არასდროს შემოვა როგორც რუსეთის ან ამერიკის კონკურენტი.
ამერიკა არ გვჭირდება ნეოკოლონიური მანიპულატორის როლში, მაგრამ (ევროპის სამხედრო-პოლიტიკური იმპოტენციის ფონზე) გვჭირდება როგორც ცერბერი რუსეთის მხრიდან მანიპულირების წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ ევროპაშიც ის ზუსტად იგივე როლს ასრულებს. და ევროპელებს, მთელი ათი ანტი-ამერიკული სკეპსისის მიუხედავად ღამის კოშმარშიც არ დაესიზმრებათ ამერიკის იმდებად დასუსტება, რომ ეს როლი ვეღარ შეასრულოს.
მე ვიტყოდი, რომ ამერიკის სტარტეგიული ინტერესების სფეროს ფარგლებში პროევროევროპული ”სეპარატიზმი”, ევროპისკენ drift-ი უფრო უმტკივნეულო და მარგებელი იქნება, ვიდრე რუსეთის ორბიტაზე გადასვლის მცდელობა.
რუსეთის პირისპირ დარჩენა მისი ნებაყოფლობითი მოკავშირის როლში კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე, პირობითად, ”მძევლის” როლში - მძევლზე მიდის ვაჭრობა. რუსეთის მოკავშირე ისჯება ორივე მხრიდან უკვე ამ სტატუსში ყოფნის გამო (მით უმეტეს, საქართველოსნაირ ”ძე შეცდომილი” რა დღეში იქნება, წარმომიდგენია).
მაგრამ რა ვუყოთ რუსეთთან ურთიერთობების”დალაგება-მოგვარებას”?
არ შეიძლება რეალური განვითარების ჩანაცვლება ”იოლად გაძვრომის” ილუზიით - ადრე თუ გვიან ობიექტური ჩამორჩენილობა ”დაგეწევა” და ხელმოცარულს დაგტოვებს.
დიახ, მჟავანაძის და შევარდნაძის ”მიწერების” ეკონომიკა იოლი ცხოვრების იულუზიას ქმნიდა, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა სრული კრახით (უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური აზროვნების არარსებობის გამო. ეკონომიკურად მოაზროვნე ხალხის ასე იოლად აყოლიება და აგდება არ მოხდებოდა).
დღეს რუსეთის ”გულის მოგების” ილუზია ისეთივე პოპულარულია, როგორც ყოველთვის 1993 წლიდან მოყოლებული. იმისთვის, რომ რუსეთთან ითანამშრომლო, მისი სივრცის ნაწილი არ უნდა იყო. მისი სივრცეში უნდა დაემორჩილო - ეს ლოგიკურიც არის, და სამართლიანიც.

როდესაც ხაზები გავლებულია, ჩნდება მათი ”მოშლის” შანსიც. აქაც ერთბაშად ყველაფრის გადაწყვეთის ილუზია არ უნდა გვამოძრავებდეს. საქართველოს ვერცერთი ლიდერი ვერ წავა მოსკოვში, და იქიდან ”ერთიან საქართველოს” ვერ ჩამოიტანს. ოკუპაციამ ნელე-ნელა უნდა დაკარგოს რუსეთითვის ყოვლეგვარი პრაგმატული აზრი. მაშინ მისი სიმბოლური სისტემაც (აღიარებები, საელჩო-საგუშაგოები) გაიფანტება საღამოს ბინდში.
უნდა ვიაროთ step by step:
მაგალითად, ცხინვალის რეგიონიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ შესაძლებელია გორი-ნიქოზის[-ცხინვალის] რკინიგზის გაგრძელება ვლადიკავკაზამდე (სტატუს-ნეიტრალური შეთანხმება რუსეთის და საქართველოს კომპანიებს შორის, ცხინვალის ფორმალუირ მონაწილეობის გარეშე).
როგორც ”ნდომის ამაღლების ღონისძიება” რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან ერთად, ზედმეტი ხმაურის გარეშე ხდება რუსული კონტინგენტის ”რედისლოკაცია” ახალგორიდან (ამასათან, უნდ აგვესმოდეს, რომ ”მესაზღვრეები” ფორმალურად რჩებიან სრულ დეოკუპაციამდე), ქართული მოსახლეობის სრული დაბრუნება, ახალგორში ევროკავშირის მისიის შეშვება (პოზიტიური შოუ-ქეისი).
ხოლო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ცხინვალელი მარიონეტების ყველაზე ოდიოზური ნაწილი მიდის ციხეში (რუსული ბიუჯეტის გაფლანგვითვის

), მეორე ნაწილი - ახალი რკინიგზის ბორდზე. მოსახლეობა საქმდება რკინიგზასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში, ტარდება ტუფტა რეფერენდუმი - სადაც იუჟნაის ”ბრძენი” 15-ათასიანი ხალხი სრულიად ”სახეშეცვლილი” საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ერთხმად უჭერს მხარს, ჯარი გადის. რკინიზა იწყებს მუშაობას - რუსეთი უმოკლესი გზით უკავშირდება სომხეთსა და თურქეთს, საქართველო კი კიდევ ერთი სტრატეგიული ტრანზიტული მაგისტრალისა და ქვეყნის უდიდესი ნაწილის გაერთიანებით ხეირობს.
ამის ფონზე აფხაზეთიც კარგავს ოდესმე ტრანზიტულ რეგიონად გადაქცევის პერსპექტივას და გაცილებით უფრო ”დამჯერი” ხდება. თუმცა, მისი საბოლოო რეინტეგრაციისათვის, ცხადია, ცალკე გეგმა იქნება საჭირო.
ეს მხოლოდ ერთი-საილუსტრაციო ვარიანტია.
სხვა საქმეა, რომ საქართველოს ლიდერი, რომელიც მსგავს გარიგებას ჩამოიტანს, შესაძლოა, თბილისის აეროპორტიდან სახლემდე ვეღარც მიაღწიოს, და ერთი ახალგაზრდა ამერიკელი პრეზიდენტის ბედი გაიზიაროს...
დიახ, არასოდეს არ არის გვიან, და ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი, მაგრამ გააჩნია როგორ და როდის. ”ფონს იოლად გასვლის” შესაძლებლობა იყო 1991 წლამდე (მაშინ დაშვებული მთავრი შეცდომა იყო ქართული საზოგადოების გათიშვა ეთნიკური და სოციალური ნიშნით). როდესაც ასეთ ისტორიულ შანსს ხელიდან უშვებ, შემდეგი შანსი გეძლევა მაშინ, როდესაც სრულ ტრანსფორმაციას გაივლი და სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდები.
ხო, კიდევ ერთი რამ: სანამ რუსეთს რამეს შევთვაზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ ეს სჭირდებათ. ეგებ მას სწორედ whipping boy ესაჭიროება, და სწორედ ესაა მისი მთვარი ინტერესი. თუ მასეა, მაშინ უნდა დაუფიქრდე, როგორ აღმოჩნდი ამ როლში, და მიხვდე, რომ მხოლოდ მაშინ დაგელაპარაკება, როდესაც ამ როლში ვეღარ გამოგიყენებს, ან როდესაც მისთვის ბევრად უფრო საინტერესო რამეს შესთავაზებ, და არა მაამებელ წკმუტუნს.
P.S. წინა პოსტში, ერთი შეცდომა დამიშვია: