ბატონყმობის და მონათმფლობელობის სისტემით მცხოვრებ მსოფლიოში, იმ სისტემებში მაინც იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და მოქმედებდნენ
პიროვნებები, რომლებიც ქმნიდნენ,აყალიბებდნენ თანამოაზრეების ერთობას ან რჩებოდნენ ეულად დანატოვარი შემოქმედების ამარა.
ისტორიამ ბევრი რამ გაანადგურა და ბევრიც შემოგვინახა დანატოვარიდან.
ჩვენ დიდი ილია გვარგუნა ერისკაცად ისტორიამ და შემომქმედმა.
ვინც კარგად იცნობს ილიას შემოქმედებას და მოინდომა მისი სიღრმეების, განზრახულობანის წვდომა-შემეცნება ქრისტეს მოძღვრების ნათელით ---
---დამეთანხმება ილიას სიდიადესა და ყველა დროის წინსწრებულობაში, რაც გამოიხატება მისი უაღრესად მარადიული თანამედროვეობით.
ზუსტი ანალიზი, პასუხნი მიზეზებისა და პრობლემებისა, გამოსავალ-საქნელისა და საკუთარი ვარსკვლავის დევნით ეროვნული თვითმყოფადობის,სახის,
ინდივიდუალობების,ისტორიის, ავ-კარგის გარჩევა-ცოდნით მოქმედებანის საჭიროება და აუცილებლობა ერისათვის.
,,თავი თავად გვეყუდნოდესო!'' --- ესაა თავისუფლება საქვეყნო და საზოგადო შეთანხმებისა: ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
სტრატეგიული შეთანხმება სამართლიანობაზე აგებული სოლიდარობით.
განა არ ვიცით რომ შიდა დაყოფანი, დაქსაქსვა და შურ-შუღლი უაღრესად ასუსტებს ყველას და ყველაფერს სამშობლოში?
სიტყვით ვიცით და საქმით?
სიტყვის და საქმის ურთიერთღალატი სიცრუიდან იწყება რომლის მამაც სახარებისეულად სატანაა.
მის საკრებულოს შურის საკრებულო ჰქვიან და მთავარ მომქმედ წევრებს ლეგიონერები.
საერო ცხოვრებაში ათეისტურად მათ ,,რუხი კარდინალები'' ჰქვიათ და უამრავი დახურული, ნახევრად ღია, თუ ღია სტრუქტურებით მოქმედებენ.
სამი სახისაა ,,ღვაწლი'': კეთილი, ბოროტი და ორივეს ნაზავი ცნობიერ-არაცნობიერი.
ასევე ბიბლიურადაც სამია: ცივი, ცხელი და ნელთბილი.
აეს ,,ორივეს ნაზავი ცნობიერ-არაცნობიერნი'' და ,,ნელთბილნი'' ერთ მხარეს და ერთ სისტემას ემსახურებიან სინამდვილეში ---სატანურს!
ამიტომ ითქმის: ,,სწორედ სიკეთის სახელითაა ჩადენილი უდიდესი ბოროტებანი დედამიწაზე.''
რატომ?
რატომ ხდება ასე?
რომის იმპერია და რომის მოქალაქენი, იერარქია.
მოდის მაცხოვარი და ამბობს: ,,აღიღეთ მახვილი და ყოველმან განკვეთეთ ბოროტი!''
განსაკუთრებით გაავდა და ბორგავს სასტიკად იქიდან მოყოლებული ბოროტება, რადგან დაიწყო მისი დასასრული.
ჯვაროსნულმა ომებმა უფრო დაყო მსოფლიო და სისხლის ოკეანეები ადინა კაცობრიობას დღემდის და არც აპირებს შეჩერებას....
ვინც ქრისტე ჯვარს აცვა ---ნელთბილების მოდგმაა და ფარისეველ-სადუკეველ მწიგნობრებად იწოდებიან სახარებაში.
ასეც უთხრა მათ მაცხოვარმა: ,,მამათქვენი ეშმაკია!''
აი სიკეთე: ,,მახვილი ქრისტესი მისი უშუალო მოძღვრებაა, ამ ,,მახვილით'' უნდა განიკვეთო შენგან ბოროტებანი ქრისტესმიერი სიყვარულით და
ამით იშვა თავიდან უბოროტოდ ნებით თავისუფალი.
მხოლოდ უბოროტოა თავისუფალი ყოველივე უკეთურობათაგან და მშვიდობისმყოფელი!
განთავისუფლდითო!.... რისგან? ბოროტების მონობისაგანო! მონა არაა და ვერ იქნება ვერასოდეს თავისუფალი.
თავისუფალი ხარ მხოლოდ სიკეთეში, სიყვარულში და ღვთაებრივ შემოქმედებაში მხოლოდ.
ესაა ჭეშმარიტება.
,,ჭეშმარიტი სულიერება შობს ჭეშმარიტ მატერიალიზმს!
ამ მხსნელი შინაგანი ომის გარეთ გადმოტანაა სათავე სიცრუისა და დედააზრი სიტყვებისა:
,,სწორედ სიკეთის სახელითაა ჩადენილი უდიდესი ბოროტებანი დედამიწაზე.'' და მას მომქმედი თანაზიარნიც ჰყავდა და ჰყავს დღევანდელობაში.
სწორედ ისინი ცინიკოსობენ ბოროტად ,,შეთქმულების თეორიებზე'' შესანიღბად: ,,როდესაც არ მოიაზრება მოწინააღმდეგის რეალურობა --- ,,არხეინობით დაუცველს'' იოლად გიმონებს სიცრუით.''
,,მუდამჟამს ცნობიერად იფხიზლეთო --- რადგან დაუძინებელი მტერი ძილშიც იჭრება სიკვდილის სამეფოდან და უწვრთნელ გონებას და სულს იმონებს
გაუცნობიერებელი შიშით.
ნუ გეშინით და უშიშრად ეზიარეთ ნათელს განათლებულობითო!''
ვისი მახვილია ფასეული --- ნათელს ზიარებული განათლებულის, თუ ბნელის მონა გაუნათლებელის?
ესაა მარადიული ბრძოლის ,,ანატომია!''
ჩასახვიდან დაბადებამდის, შობიდან ფეხის ადგმამდის,
სიყმაწვილის სიწმინდით ნასიყვარულევი ---კეთილადაა ქმნილი თუ ბოროტად???
მამა და მამინაცვალი --- დედა და დედინაცვალი..... და
დაობლებული მარტო-სული ცოდოა უსაზღვროდ......
ცოდვილთაგან განწირული.
გამწირველი კი მარტოა სულ-მოკლული და დავიწყების
სამეფოში სიკვდილით კვდება- ქრება ვითარცა არყოფილი.