რას ვზეიმობთ 9 მაისს?! ერთი ბოროტების მეორე ბოროტებაზე გამარჯვების დღეს?! არა, არ უნდა ვზეიმობდეთ ამას!
შეგახსენებთ: 1921, 1924, 1937, 1941-1945, 1956, 1989 წლებში საბჭოთა კავშირმა ჩვენი დები, ძმები, მეგობრები, ნაცნობები, უბრალო მოქალაქეები ამოხოცა, თბილისში ნიჩბებითა და ტანკებით გადაურა, ვაკის პარკსა და რუსთავის გზატკეცილზე ათასობით ადამიანი წამებით მოკლა და დახვრიტა და მისმა სამართალმემკვიდრე რუსეთმა წაგვართა ტერიტორიის 30%. საბჭოთა მანქანამ იმსხვერპა ისეთი ქართველები, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვანი. მანამდე კი საბჭოთა იდეებით განმსჭვალულმა ქართველთა მტრებმა მოკლეს ილია, მოგვიანებით კი გააძევეს გრიგოლ რობაქიძე ქვეყნიდან. ეს ის იმპერიაა, რომელმაც დაგვინგრია ეკლესიები, გადავიღება ფრესკები და არაერთხელ ჩაგვიფურთხა სულში!

საბჭოთა კავშირი ეს ის სახელმწიფოა, რომელმზეც ასობით ათასი ქართველის სიცოცხლის მოსწრაფებაში მიიღო მონაწილეობა და შემდგომ 700 ათასი ქართველი იძულებით წაიყვანა რუსეთის დასაცავად მეორე მსოფლიო ომში, რომლიდანაც ათასობით ქართვემა უარი განაცხადა ბრძოლაზე და გერმანელთა მხარეს გადავიდა.
საბჭოთა კავშირი ის იმპერია იყო, რომელმაც ათასობით ნაციზმს გამოქცეული უკრაინელი გადასცა გერმანელებს, რათა მათ საკონცენტრაციო ბანაკებში მოეკლათ ისინი.
დიახ, საბჭოთა კავშირი იყო ის საზიზღრობა რომელმაც თავის წიაღში აღზარდა ნაციზმი და შემდეგ ევროპას მიუქსია. დიახ, 1941 წლის 22 ივნისამდე ნაცისტურ გერმანიასა და კომუნისტურ საბჭოეთს შორის ყველაზე კარგი ურთიერთობა იყო დამყარებული და ჩვენთვის და ჩვენი მეგობარი ხალხებისათვის განკუთვნილი პურითა და ხორბლით ნაციზმს ასაზრდოებდნენ.
დიახ, საბჭოთა კავშირი იყო ის ბოროტების სავანე, რომელშიც ჯერ კიდევ 1922 წელს გაიხსნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი!
დიახ, ეს ის იმპერიაა, რომელმაც ნაციზმს გამოქცეული 40 ათასი პოლონელი კატინის ტყეში მხეცურად მოკლა.
დიახ, ეს ის იმპერიაა, რომელმაც ათასობით ლიტველი და ლატვიელი გაანადგურა თავისი ეთნიკური ნიშნით.
დიახ, ეს ის იმპერიაა, რომელმაც თავის მოკავშირე კომუნისტებს მისცა უფლება მოეკლათ ყველა ვისაც სათვალე ეკეთა, რადგან განათლებულად და ინტელიგენტად მიაჩნდათ ისინი.
დიახ, ეს ის იმპერიაა, რომელმაც მოგვიკლა ჩვენი დები და ძმები თბილისის ქუჩებში და სისხლის კალო გალეწა 1992–1993 და 2008 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
და თუ 6 მილიონი ებრაელის ჰოლოკოსტს აღვნიშნავთ მაშინ შეგახსენებთ რომ ამ დღის აღმნიშვნელი თარიღი 27 იანვარია და არა 9 მაისი.
დიახ, 9 მაისს ვზეიმობთ იმ იმპერიის გამარჯვების დღეს, რომელმაც 12 მილიონი უკრაინელი ბავშვი შიმშილით გაწყვიტა. საბჭოთა კავშირმა თითქმის ყველა უკრაინული ოჯახიდან ერთი გვამი გაიტანა… ფოტოზე უკრაინელ შიმშილით მოკლულ ბავშვებს ხედავთ, რომელთა მიმართ განკუთვნილი პური ნაცისტებს გაუგზავნეს 1937 წელს.
ვინც 9 მაისს ზეიმობს ის ამ უკრაინელი ბავშვების მკვლელების გამარჯვებას ზეიმობს, მათზე, ვინც ებრაელი ბავშვები მოკლა. დიახ, ანუ ზეიმობს ერთი ბოროტებით მეორე ბოროტების გამარჯვებაზე…
მეორე მსოფლიო ომი 2 სექტემბერს დასრულდა და თუ ვინმეს ეს ეზეიმება 2 სექტემბერს იზეიმოს მშვიდობის დამყარება და არა 9 მაისს, როდესაც 35 ათასი გერმანელი ქალი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ წამებით მოკლეს საბჭოელებმა.
და ვინც იტყვის რომ ნაციზმი უარესია ვიდრე კომუნიზმიო, მაშინ ფაქტებით მელაპარაკოს, შორაპანში გაიაროს და იმ მატარებლის რელსებზე თამამად დააბიჯოს, რომელზეც ასობით ქართველი ოფიცერი ვაგონებში ჩატენეს და ტყვიამფრქვევით ამოხოცეს. იმდენი სისხლი დაიღვრილა რომ ძირულა სისხლად მიედინებოდაო. ეს კიდევ ყველაფერი არ არის რაც საბჭოეთმა ჩვენ და მსოფლიოს გაუკეთა, მაგრამ ეს ფოტო და შიმშილით მოკლული უკრაინელი ბავშვები ყველაფერზე მეტყველებენ!
და ბოლოს: მთელი ტრაგიზმი ის არის, რომ საჭბოთა იმპერიის დასაცავად 700 ათასი კაცი გამოვიდა, საქართველოს დასაცავად 2008 წელს კი 50 ათასი კაციც კი ვერ მოგროვდა. ხოლო ხალხი ბერლინის აღებას ზეიმობს, მაგრამ დიდგორის ბრძოლის აღნიშვნა არავის ახსენდება, რომელიც 12 აგვისტოს შედგა.
გენოციდი:
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.