INKVISITORგასაგებია შენი პათოსი და ბევრიც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო...
პატარა ნიუანსს ჩავამატებდი რომ ზოგადად სამხედროს პროფესია მეც არ მხიბლავს(მიუხედავად იმისა რომ 2 წელი გავატარე სსრკ ჯარში)...
არ ჯდება ჯარის სტრიქტურა ჩემს ხასიათში და რა ვქნა...
არც ჩემი ბიჭისთვის ვისურვებდი ...
ნუ გიკვირს
ყველა საქმეს მოწოდება სჭირდება
არცაა სავალდებულო ყველა იყოს სამხედრო...
და არც ის რომ 1 ან 2 წელი სავალდებულო სამხედრო სწავლება თუ ხარკი მოიხადოს...
თოფის(პირობითად) დაჭერის და სროლის სწავლას 1 კვირაც ეყოფა (კსტაწი იმ ჩემ 2 წელ სსრკ ჯარში სულ 9 ტყვია მაქვს ნასროლი)...
ხოდა მე იმას ვემხრობი ყველამ(ქალმაც) გაიაროს 1-2 კვირიანი სავალდებულო კურსები...
და ჯარში კი იმსახუროს მხოლოდ მაღალ ანაზღაურებულმა მცირე კონტიგენტმა..ვისაც აქვს მოწოდება ამ საქმისადმი...
როცა სამშობლოს დასჭირდება ყველა მზად იქნება საბრძოლად...პროფები კი უხენმძღვანელებენ საქმეს
უფ ვითომ მოკლედ მინდოდა დაწერა