საქართველოს ადგილი ამ მთელ ისტორიაში ნათელია - ინგლისმა ჯერ კიდევ ბათუმის დემონსტრაციის შემდეგ "დაავერბოვკა" სტალინი. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორღა აღმოჩნდებოდა მეწაღის შვილი, ბანკების მძარცველი, სერიული რეიპისტი ინგლისის მეფეთა ბიძაშვილების (რომანოვების) "ტახტზე"? უბრალოდ, რომენოვები, სწორედ ბიძაშვილობისა და თანაბარი სტატუსის გამო, მინგლისის ნება-სურვილზე არ ივლიდნენ (რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც), ამიტომ საჭირო იყო მარიონეტი. ოღონდ, ის ერთი მხრივ, რევოლუციის მომხდენი არ იყო, თან "ალიბი" სჭირდებოდა - ამიტომ რომანოვების დამხობა და მარიონეტის საბოლოო აღზევება რამდენიმე სვლაში განხორციელდა (1917-1927).
სხვათა შორის, ამით აიხსნება, თუ რატომ დათანხმა ინგლისი ასე იოლად აზერბაიჯანის (ნაბთობი) დ საქართველოს (ტრანზიტი) "გასაბჭოებას" - ისევ მაგის ხელში არ რჩებოდა?
ბერია (როგორც მორიგი ნიჭიერი კადრი) დაავერბოვკეს ბაქოში 1919 წელს. დამატებითი ფუნქციით - სტალინისთვის თვალის სადევნებლად (ამიტომ ბერიას ქართველობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო: cv-ში ეწერა Georgian: fluent).
როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰეგემონის როლში მაინც აშშ აღმოჩნდა, უკვე აიზეჰაუერის აგენტმა, ხრუშჩოვმა ბერიაც საოცარი გულახდილობის ბრალდებით დახვრიტა - სწორედ როგორც ინგლისის ჯაშუში, და სტალინიც "მოთხარა”.
თუმცა მანამდე ბრიტანეთმა მოასწრო, და აშშ-ს გაუდო - ინგლისმა ჯერ რუსეთს გადასცა ბირთვული იარაღის ტექნოლოგია - რითაც ბირთვული პარიტეტის შექმნას და arms race-ს დაუდო სათავე, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადა, რომ თვითონაც ჰქონდა (ისევ "ალიბი").
სხვათა შორის, ამით აიხსნება პოტსდამის კონფერენციის ცნობილი ეპიზოდი, ტრუმანი ხისტად რომ დარჩა... სტალინს ეუბნება: ჰეი, ანქლ ჯო, ბირთვული იარაღი გამოვცადეთ, აზრობ? იმას კიდევ ერთი ძარღვიც არ უტოკდება.
ცხადია, არ აუტოკდებოდა - რაც მანამდე ჩერჩილმა ვალერიანი ასვა და აწყნარებდა: შენ ნუ ნერვიულობ, შენც გექნებაო. ვიცით, რომც გიყვარს ეს bang bang და пиф-паф...

P.S. დღეს, აგერ, ინგლისელები გაწეული სამსახურისთვის თავის თალასოკრატიულ ბიზნეს-თანამეგობრობაში გვექაჩებიან (სინგაპური და რამე) მაგრამ ამერიკამ ისევ რუსები შეგვასია.
განა რუსებთან რა გვაქვს გასაყოფი - ეს ამერიკა ებრძვის ინგლისს. გაიგეთ, ხალხო.