„პირველი დედა“: ელიტარული კორუფციის მორიგი მაგალითი11 მაისს რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის მდივანმა, საკრებულოს წევრმა თინათინ ხიდაშელმა მორიგი პრესკონფერენცია გამართა „ელიტარული კორუფციის“ კონკრეტული მაგალითის შესახებ. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ბიზნეს-საქმიანობასა და მის ბიზნეს-ინტერესებზე ისაუბრა.
თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია აგრძელებს „ელიტარული კორუფციის“ მაგალითების გამომზეურებას და პარლამენტის წევრ-მაჟორიტარების ბატონი არჩილ გეგენავასა და თემურ კოხოძის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას, კულტურის მინისტრის ნიკა რურუასა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ბიზნეს-ინტერესებისა და კორუფციული გარიგებების გამომზეურების შემდეგ, ამჯერად საზოგადოებას პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ბიზნეს-ინტერესების შესახებ მიაწვდის ინფორმციას.
თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ის მასალები წარუდგინა, რომლებიც ადასტურებს მის განცხადებაში მოყვანილ ყველა ფაქტს.
თინათინ ხიდაშელის განცხადება: „2004 წლის ზაფხულიდან ქალბატონი გიული ალასანია აქტიური ბიზნესმენი ხდება და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს“დასაწყისშივე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში არაფერია გიული ალასანიას სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. ჩვენი ინტერესის სფერო მისი ბიზნეს-საქმიანობა გახდა, რაც მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ იწყება. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ სწორედ 2004 წლის ზაფხულიდან ქალბატონი გიული აქტიური ბიზნესმენი ხდება და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს.
სწორედ 2004 წლის ზაფხულში ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აფუძნებს „
საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“, რომელიც სულ მალე დამოუკიდებელ უნივერსიტეტად „
საქართველოს უნივერსიტეტად“ გადაკეთდა, ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ბატონმა ხუროძემ უნივერსიტეტის წილი სიმბოლურ ფასად –
200 ლარად – სწორედ გიული ალასანიას და მის მეგობარსა და ბიზნეს-პარტნიორს მანანა სანაძეს დაუთმო. მიუდავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი “საქართველოს უნივერსიტეტის” დამფუძნებელი აღარ იყო, ქონება რომლითაც უნივერსიტეტი მანამდე სარგებლობდა, კვლავაც გიული ალასანიას განკარგულებაში დარჩა.
გაგრძელება
საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, 2005 წელს „საქართველოს უნივერსიტეტს“ (ანუ მაშინდელ „საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ – ასეთი სახელი გადაერქვა „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“) ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირდაპირ გადაეცა კოსტავას #77-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე მყოფი ფართიდან 1,240 კვ.მ. მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთითურთ, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იმავე მისამართზე დამატებით კიდევ 866 კვ.მ. გადასცა.
შესაბამისად, გიული ალასანიამ თბილისის ცენტრში სახელმწიფოსაგან პირდაპირი წესით 2,106 კვ.მ. შენობა მიიღო მის შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო საიჯარო ქირად მხოლოდ 250 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა სახელმწიფო ქონების მითვისება ამით არ დასრულებულა. ტექნიკური უნივერსიტეტის ფორმალური თანამონაწილეობისაგან სრულად გათავისუფლების შემდეგ, ქალბატონმა გიულიმ წერილობით მიმართა ვაკე-საბურთალოს გამგეობას და მის სარგებლობაში არსებული შენობისათვის განსხვავეული მისამართის მინიჭება მოითხოვა, რაც დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდა. 2008 წლიდან, კი ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 15,827 კვ.მ. უკვე „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრებად ირიცხება.
შესაბამისად, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ კორპუსს, რომელშიც გიული ალასანიას უნივერსიტეტია განთავსებული, კოსტავას
#77ა მისამართი აქვს – ნაცვლად კოსტავას
#77-ისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიული ალასანიამ საკუთარი სტატუსი და პრივილეგია გამოიყენა სახელმწიფო ქონების მისათვისებლად.
გიული ალასანიას ინტერესები „საქართველოს უნივერსიტეტით“ არ შემოიფარგლება. ქალბატონი გიული ამასთანავე, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ პრორექტორია. უმნიშვნელო არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ მისმა შვილმა, ამ უნივერსიტეტისათვისაც არ დაიშურა სახელმწიფო რესურსები და სიმბოლურ ფასად გადასცა მიწა თბილისში, სადაც დღეს უნივერსიტეტის ახალი კორპუსი შენდება.
2009 წელს ქალბატონი გიული კიდევ ერთი უნივერსიტეტის დამფუძლებლებში ჩნდება. კერძოდ, სწორედ მან შეიძინა „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ 14% წილი აუქციონზე, სადაც აღმოჩნდა, რომ სხვა დაინტერესებული მხარე არ არსებობდა.
ქალნატონი გიულის ბიზნეს-ინტერესები ვარდების რევოლუციის შემდეგ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სწორედ მისი „საქართველოს უნივერსიტეტი“ გვევლინება ერთადერთ დამფუძნებლად შპს “
საუნივერსიტეტო ავეჯისა“, ასევე 2008 წელს აფუძნებს კაფე „
ხადილს“ და სხვა.
აღნიშნული ბიზნესის სარგებლიანობის უკეთ გაცნობისათვის თავად კაფე „ხადილის“ ვებსაიტს დავესესხებით, სადაც ვკითხულობთ: „2008 წლის 17 ნოემბერს მის ბაზაზე დაარსდა კაფე „ხადილი“, რომელსაც III კორპუსის II სართულის დიდი ნაწილი უკავია.
კაფეს ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი სტუმრობს. გარდა ამისა, კაფე ემსახურება კონფერენციების, ტრეინინგების და პრეზენტაციების მონაწილეებს“.
ვფიქრობ, შთამბეჭდავი ინფორმაცია და ძნელად შეხვდებით თბილისში სხვა კაფეს, რომელსაც ყოველდღიურად 1000 მომხმარებელი ყავს.
This post has been edited by IG2006 on 11 May 2011, 18:25
მიმაგრებული სურათი