შალიკომ ძალიან კარგად იცის, რომ მიშას და ხელისუფლებას ივანიშვილი კაპიკს არ აძლევს, მაგრამ მაგის გამოსვლის ძირითადი აზრი იყო ის, რომ შეუწყვიტოს მაგ კაცმა დახმარება მეცნიერებს, ხელოვან ხალხს დ ა.შ., რომ ამის შედეგად დამშეული ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და რევოლუცია მოვაწყოთ, რათა აღსრულდეს ლეიბორისტთა საუკუნო ოცნება და შალიკო გაპრეზიდენტდესო.
ანუ ლეიბორისტებს უნდათ დამშეული პროლეტარიატის რიგებში ჩაწერონ ქართული ე.წ. "ინტელიგენცია" (ძალიან არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ ეგენი მაგ ტერმინოლოგიით საუბრობენ).
ანუ მთავარი მესიჯია ნუ ეხმარები გაჭირვებულებსო!
ამ გამოსვლაზე ერთი სიმღერა გამახსენდა ძველი მულთფილმიდან. ჩებურაშკა ქვია თუ ნიანგი გენა მულტფილმს და იქ ერთი ბოროტი მოხუცია, შაპოკლიაკი, რომელიც შალიკოს სტილში ასე მღერის:
http://www.youtube.com/watch?v=9aDaMr49dDIКто людям помогает - лишь тратит время зря.
Хорошими делами прославиться нельзя.
Поэтому я всем и каждому советую
Всё делать точно так,
Как делает старуха по кличке Шапокляк.
Как делает старуха по кличке Шапокляккккккккккк
Кто людям помогает - лишь тратит время зря.
Хорошими делами прославиться нельзя
Прославиться нельзя, прославиться нельзя
ამ შემთხვევაში "ხალხის მტერი" ზუსტი ტიტული იქნება ნათელაშვილისთვის, რადგან რასაც ეგ აკეთებს, მაგას "ხალხის მტრობა" ჰქვია. თან პირდაპირ პუტინს მიმართავს ფაქტიურად, რომ ივანიშვილს პრობლემები შეუქმენით რუსეთში, მაგას ხომ მანდ აქვს ბიზნესიო.
თან დარწმუნებული ვარ, შალიკომ კარგად იცის, რომ ამით მიშა კი არა ათასობით გაჭირვებული ქართველი დაზარალდება პირველ რიგში, თუმცა ეს შალიკოს სულ კიდია, მთავარია "პროლეტარიატის" რიგები შეავსოს რამოდენიმე ათასი დამშეული ადამიანით, ახალი რევულიციის მოსაწყობად, რომ ბოლოს და ბოლოს აიხდინოს ოცნება და დაჯდეს ნანატრ სავარძლში.
ესაა "ხალხის მტერი" ნიღბის გარეშე, ვისთვისაც თავისი ერის ღალატი 30 ვერცლის მეტი არ ღირს.
დღემდე "ჩვენი უბედურებაც სწორედ ეს არის რომჩვენში მუდამ მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს", ეს ჩვენი ერის სენია, მაგრამ ხალხს უფლება აქვს იცოდეს ვინაა მოღალატე, რომ სახეში შეაფურთხოს შეხვედრისას.
ვაი მაგის პატროს, მაგას თუ მართლა იმედი აქვს, რომ მაგ მასხარა "შაპოკლიაკს" ვინმე პრეზიდენტად აირჩევს.
This post has been edited by mmb on 16 May 2011, 11:04