kakhagiorgi2011
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 124346
რეგისტრ.: 1-December 10
|
#25641570 · 25 May 2011, 17:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Shurige @ 18 May 2011, 19:55 ) | QUOTE (kakhagiorgi2011 @ 18 May 2011, 18:07 ) | შურიგე დო გურიგე, ვერ გავიგე რას ამბობთ: |
მე არაფერს ვამბობ. ამბობენ შესაბასი სფეროს სპეციალისტები
QUOTE | 1) ქართველებად მიიჩნევთ აფხაზებს თუ რა ეთნოსად მიიჩნევთ? 2) ავტონომია მათი უნდა არსებობდეს თუ არა; 3) ქართველების მოყვარეები არიან თუ მტრები; 4) სხვა ყველაფერი, რასაც ამ თემაზე საჭიროდ თვლით, დაწერეთ. |
1. აფხაზებს მივიჩნევ აფხაზებად, რომელბსაც უფრო მეტი საერთო აქვთ ქართველურ მოდგმასთან, ვიდრე ადიღეურთან. "ქართველი" ეთნოსი არ არის, არამედ ერია, რომელიც წარმოქმნა სხვადასხვა მონათესავე ეთნიკურმა ჯგუფმა, ტომმა და რომელთაც მეცნიერებაში მოიხსენიებენ საერთო სახელწოდებით "ქართველური ტომები". ესენი არიან ქართველურ ტომთა უფრო მსხვილი ჯგუფები, რომლებიც იწოდებიან ზანებად, სვანება და "ქართებად" (ანუ აღმოსავლურქართველურზე მოსაუბრე ტომებად).
აფხაზები, ჩვენთვის გააზრებად წარსულში, არ ყოფილა ქართველური ტომი, მაგრამ მუდამ შედიოდნენ ქართველურ კულტურულ სივრცეში და მონაწილეობდნენ მასში, კოლხეთიდან მოყოვებული (კოლხეთამდე კი, ჩვენ ჩვენი თავის შესახებაც არ ვიცით დაზუსტებით, არათუ აფხაზების ეთნიკური კუთვნილების შესახებ).
აფხაზები (ვგულისხმობ აფსუას) არსაიდან გადმოსახლებულან მანდ. მინიმუმ ბზიფის ხეობამდე ყოველთვის ცხოვრობდნენ (ჩვენთვის ცნობილ წარსულში) ქართველურ ტომებთან ერთად. ანუ არიან აფხაზეთის აბორიგენები ისევე, როგორც ჩვენ. მაგრამ მათი ნაწილი, სახელდობრ - აბაზები, სხვადასხვა მიზეზების გამო, მე-13-14 საუკუნეებში გადასახლდა ჩრდილოეთ კავკასიაში და დაიკავა მდინარეთა სათავეების ხეობები მდინარე ლაბადან მდინარე ზელენჩუკის ჩათვლით (მცირე ნაწილმა შესაძლოა გადალახა ადანგეს უღელტეხილიც და ბზიფის ხეობიდან გადავიდა ჩხალთის ხეობაში), სადაც დროთა განმავლობაში შეერივნენ ადიღეურ ტომებს. მე-16-17 საუკუნეებში იწყება აბზების ნაწილის უკუმიგრაცია, მაგრამ უკვე შემოვიდნენ მარუხის უღელტეხილითაც, რამაც გამოიწვია მათი მნიშვნელოვანი მოხვედრა კოდორის ხეობაში, რომელიც ანტიკურ ხანაში დასახლებული იყო მისიმიანელებით. მათ ამ გადმოსახლებას ხელს უწყობდა ლოკალური ხასიათის კონფლიქტები ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ადიღებთან, ისე იქაური სოციალური წყობილებიდან გამომდინარე, თავიანთ შიგნითაც. ასევე, "ასასობის" ინსტიტუტის არსებპობა აფხაზეთში, რაც გულისხმობდა მასპინძელი ოჯახის მიერ სტუმრის უსაფრთხოებაზე პასუხიმსგებლობის აღებას . უკუმიგრაციის შედეგად მათ შემოიტანეს ზოგადად მთის ხალხისთვის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობაბი, რაც დამკვიდრდა ყოფაცხოვრებაში და ამან ზეგავლენა იქონია როგორც ბარში მცხოვრებ (აბჟუა) ადგილობრივი აფხაზების, ისე ქართველური მოდგმის ხალხის ნაწილის (სამურზაყანო, წაბალ-დალი) სოციალურ წყობაზე, ყოფით კულტურაზე და მნიშვნელოვნად შეცვალა იგი.
ამდენად, აფხაზების ნაწილში არის გარკვეული ადიღეური ელემტიც, მაგრამ მთლიანობაში ადიღებთან შედარებით ქართველურ ტომებთან უფრო ახლო არიან ყველა კუთხით, გარდა ენისა.
რაც შეეხება აფხაზურ ენას, რა თქმა უნდა, ქართველურთან შედარებით უფრო შორს დგას, ვიდრე ადიღეურთან, მაგრამ აფხაზურსა და ადიღეურს შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, როგორც რუსულსა და ინგლისურს შორის. მათი ენის სახითხი ცალკე პრობლემაა და აქ მისი განხილვა აზრსმოკლებულად მიმაჩნია. 2. უნდა ჰქონდეთ ავტონომია მანამ, სანამ არ მოხერხდება (და თუ მოხერხდება) მათი ქართველ ერში ჩართავა, თავიანთი ეთნიკური თავისებურებების დაუკარგავად.
3. ხალხები სხვადასხვა პერიოდში იყვნენ ერთმანეთის როგორც მოყვარეები, ისე მტრები. "მტერ-მოყვარე" აბსოლუტური კატეგორია არ არის. ამასთან, მე არც მტრისა თუ მოყვარის ცნება მესმის, მთლინად რომელიმე ერთან მიმართბეში. ნებისმიერ ერში, რომელთანაც შეხება გაქვს, ნაწილი იქნება მოყვარე და ნაწილი მტრულად განწყობილი, სხვადახსვა თანაფარდობით, რა თქმა უნდა. ამჟამად, ძირითადად არიან მტრულად განწყობილები, სხვადასხვა მიზეზთა გამო. თუმცა, არიან არამტრულად განწყობილებიც. და რა გამომდინარეობს აქედან?
4. არ ვაპირებ აქ ლექციების კითხვას კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის საკითხებზე.
QUOTE | ეს თქვენი ლინკი სისულელეა, ბოდიში ამას რომ ვწერ, მისი შემდგენი ლიტვინოვიც და მისი აზრის გამზიარებელიც თუ ვინმე ასეთი არსებობს, ისიც არაკომპეტენტურია და ჭკუანაკლები, რადგანაც აქ ფრანგებთთან, პოლონელებთან, ოსებთან, ტატარებთან და სხვა ერებთან ერთად მათ თანასწორად მოხსენიებულია მეგრელები. აქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია საუბარი ამ კვლევა-ძიებაზე. |
ნუ, რახან თქვენ იტყვით, სისულელეაო, რა თქმა უნდა, სისულელე იქნება  მანდ მოცემულია არა ერები, არამედ პოპულაციები. მანდ ცალ-ცალკეა მოცემული "ჩრდილო ოსები" და "სამხრეთელი ოსები" და თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, თურმე მაგათაც სხვადასხვა ერად ნათლავენ  ასე რომ, ეგ ეხება პოპულაციებს და იმიტომ არის მოცემული მეგრელები და ქართველები ცალ-ცალკე. იმ სურათზე, რომელიც მათემ დადო, ცალკეა მოცემული სვანები, ქართველები და "ყაზბეგელები", მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმე მათ სახვადასხვა ერად მიიჩნევს. ეგ არის მოსახლეობის გარკვეულ ტერიტორიალურ ჯგუფებში გენის ანალიზი და არაფერი კავშირი აქვს ერთან, როგორც ასეთთან. ის, რომ უამრავი მიზეზის გამო, სვანების და ქართლელების გენის შემადგენლობაში განსხვავება იქნება, არარეალური და სადაოა? ასე რომ, სანამ მკერდზე მჯიღის ცემას დაიწყებთ, ჯერ კარგად გაერკვიეთ საკითხში და ჩასწვდით მის არსს. QUOTE | ხოლო მეორე ისაა, რომ ლიტვინოვები, პეტროვები, ივანოვები და ა.შ. რას როგორ მიიჩნევენ, ეს მათ როგორც აწყობთ მათი დიდი იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე იწერება ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ |
თქვენ გამოიკვლიეთ, დაასაბუთეთ საპირისპირო და შეეკამათეთ აბდუშელიშვილს, ლიტვინოვს და სხვებს. აბა, აქ განზოგადებული და არაფრით დასაბუთებული პოსტების წერით ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ |
"ქართველი" ეთნოსი არ არის, არამედ ერია, რომელიც წარმოქმნა სხვადასხვა მონათესავე ეთნიკურმა ჯგუფმა, ტომმა და რომელთაც მეცნიერებაში მოიხსენიებენ საერთო სახელწოდებით "ქართველური ტომები". ესენი არიან ქართველურ ტომთა უფრო მსხვილი ჯგუფები, რომლებიც იწოდებიან ზანებად, სვანება და "ქართებად" (ანუ აღმოსავლურქართველურზე მოსაუბრე ტომებად). ----------------------------------------------------------------
არ გეთანხმებით, ჯერ ერთი, ყველა ერი თავის დროზე ჩამოყალიბდა რამოდენიმე სხვადასხვა "ტომის" ბაზაზე, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდი ხანია რაც დასრულდა და არავინ "შლის" ამ ერებს იმ ტომებად, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ საუკუნეების ან ათასწლეულების წინ. წარა-მარა ამას არავინ უსვამს ხაზს (მაგალითად, სომხები ჩამოყალიბდა 3 ძირითადი სხვადასხვა ტომისგან თანის დროზე - ესენია: სუხმე, არმე და ჰაია; იტალიელები ჩამოყალიბდნენ ზუსტად ყველა არ მახსოვს, მაგრამ: რომაელების, გერმანელების, არაბების და კიდევ 2 თუ 3 ტომია და ამათ ბაზაზე და ა.შ. გერმანელებიც 4 თუ 5 სხვადასხვა ტომის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ინგლისელებიც, უნგრელებიც, რუსებიც, აზერბაიჯანლებიც და ყველა უკლებლივ, ........ ყველა ერის წარმოშობა ასეთია ბატონო). ამიტომაც ქართველი არის სწორედაც რომ ერი!!!!! და ეთნოსიც!!! ეს სომხურ საიტებზე და რუსულ საიტებზეა მხოლოდ რომ ქართველები ერად კი არა, რაღაც პატარა ეთნოსების მექანიკურ გაერთიანებად წარმოგვიდგინონ და ამით ქვეყნისა და ერის მთლიანობის ჯერ მორალური, შემდეგ კი პრაქტიკული საფუძვლებიც შეარყიონ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი სურვილი ასეთი, რომ ჩვენ ასეთები ვიყოთ, მაგრამ ესიმას არ ნიშნავს, რომ ეს ასეა. ხოლო რაც შEEხება თავის დროზე (უხსოვარ დროს ქართველი ერის ჩამოყალიბებას, როგორც ცნობილია, მასში მიიღეს მონაწილეობა ძირითადად: ქართებმა, მეგრელ-ჭანებმა და სვანებმა და არა "ზანებმა", მე რაც ვთქვი ესაა ოფიციალურად გავრცელებული ფორმულირება. * * * არ ვაპირებ აქ ლექციების კითხვას კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის საკითხებზე. ----------------------------------------------------------- სამწუხაროა, თუმცა მე ვკითხულობ ამაზე ლექციებს და არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე თქვენს ლექციებსაც სიამოვნებით დავესწრებოდი რიგითი მსმელელის რანგში და დიდ პატივადაც ჩავთვლიდი ამას.
თქვენ გამოიკვლიეთ, დაასაბუთეთ საპირისპირო და შეეკამათეთ აბდუშელიშვილს, ლიტვინოვს და სხვებს. ------------------------------------------------------ რისი დამტკიცებაა საჭირო? ის რომ მეგრელებიც ისეთივე ერი არაა, როგორიც ფრანგები, პოლონელები, ოსები, ტატარები და სხვა ერები? თქვენ ფიქრობთ რომ ლიტვინოვი ისეთი გაუნათლებელია ამ საკითხებში, რომ ეს უცოდინრობით მოსდის? მე არ გამოვრიცხავ რომ მან ამ თემაზე ჩვენზე მეტიც კი იცოდეს, უბრალოდ რაც აწყობს იმას წერს. ამას ვერ გადაარწმუნებ და ვერც დაუმტკიცებ ვერაფერს და იცით რატომ? იმიტომ რომ მას არც სწამს ის, რასაც იძახის და ამიტომ. მან იცის სიმართლე, მაგრამ არასდროს აღიარებს ამას. ეს მისთვის დამარცხება იქნება. * * * ეს გათვლილია ამ საკითხებში ნაკლებად გათვითცნობიერებულ ხალხზე, მაგრამ მის ასეთ განცხადებებს არანაირი მომავალი და შედეგი არ ექნებათ, თუნდაც იმ მარტივი და "გლეხური" მოტივით, რომ: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"!!! * * * ასე რომ, სანამ მკერდზე მჯიღის ცემას დაიწყებთ, ჯერ კარგად გაერკვიეთ საკითხში და ჩასწვდით მის არსს. ------------------------ ის რასაც ითხოვთ, სისხლთა დნმის და გენეტიკური ანალიზები და ა.შ. ფაშიზმამდე მიგვიყვანს. არსებობს ჩამოყალიბებული ერი "ქართველი ერი-ეთნოსი" და ეს უკვე მინიმუმ 2000 წელია, მინიმუმ. გენეტიკურ ანალიზს თუ მივყვებით, თუნდაც მარტო ქართველების სისხლში Dრეს შესაძლოა იყოს სპარსული, სომხური, რუსული, არაბული და სხვ. სისხლიც, რაც საუკუნეების მანძილზე ნებით თუ უნებლიედ ერეოდა ქართველ ერს (აღმოსავლეშში ალბათ უფრო მეტად იქნება სპარსული, ან ლეკურ-დაღესტნურიც შერეული, დღესაცაა კახეთშიც და ქართლშიც თათრულ-აზერბაიჯანული, ლეკური სოფლები, სომხური ეთნოსიც), დასავლურებს ალბათ ნაკლებად ჰყავთ სხვა ერები შერეული, მაგრამ აქ შესაძლოა ცოტა თურქული, ბერძნული ანდა სხვ. ამისთანა იყოს დამატებული).
ასეა ყველა ერში, პატივცემულო, არც ერთი ერი არაა "სუფთად" შემონახული, ყველა ერის ამა თუ იმ კუთხეს სხვადასხვა "დოზით" ჰყავს შერეული სხვადასხვა ეთნოსები საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ერი არ არსებობს და ყოველი 4-5 (არის 3) ათასწლეულის შემდეგ ყოველი ერის ლექსილური მარაგი მთლიანად იცვლება (მთლიანად!!!) და სისხლიც მნიშვნელოვნად (არა სრულად!!!). * * * ასეა ყველა ერში, პატივცემულო, არც ერთი ერი არაა "სუფთად" შემონახული, ყველა ერის ამა თუ იმ კუთხეს სხვადასხვა "დოზით" ჰყავს შერეული სხვადასხვა ეთნოსები საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ერი არ არსებობს და ყოველი 4-5 (არის 3) ათასწლეულის შემდეგ ყოველი ერის ლექსილური მარაგი მთლიანად იცვლება (მთლიანად!!!)
|