ჩავედით ამ ტირასპოლ-ბიჩზე

სადაც მეტი კაი ნაშა იყო იქ დავბანაკდით. ამაყად გავშალეთ ოდესიდან წამოღებული ""დონე"" პირსახოცები და სანადიროდ მოვემზდეთ. საშკა მტრის ზურგში დავტოვე , მე მდინარისკენ მოვძუძგე. მეთქი შენ აქ იჩალიჩე, მე იქ ვნახავ ვინმეს და სოფელიც აშენდება. გავცურე ამ ისტორიულ მდინარეში და ვატყობ ახლოდან გოგების ჟღურტულ-სიცილი მომესმის

ამოვყურყუმალავდი , დავაკვირდი და გავოცდი. სამი გოგო იდგა წყალში , ჰო იდგა, წყალი მკერდამდე წვდებოდათ. ორი ქერა იყო , ერთი ბრუნეტკა. აშკარად მაღლები იყვნენ. ეგრევე მივცურე და გოგოებო ტურიტს თქვენი დახმარება სჭირდება და თუ გაიღებთ მოწყალებას მეთქი. ჯერ დაიბნენ, ალბათ ვერ მიხვდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობას, ან ვერ გაიაზრეს აქ რა უნდოდა ამგვარ ადამიანს.

მე გავაგრძელე, ნაშიონალ ჯეოგრაფიკის რეპორტიორი ვარ, სიუჟეტს ვაკეთებ რეგიონზე , თანაც ვმოგზაურობ და დოსტოპრომეჩატელნასტებს ვეცნობი მეთქი. აი მაგალითად მაინტერესებს კაი ხოშიანი ღამის კლუბი სად არის ამაღამ კაცი რომ წავიდეს მეთქი. ეუფ, უნდა გენახათ რა დღეში ჩავარდნენ, დაიმორცხვეს, ყველაზე ახლო კლუბები ოდესაშიაო

. მე ვუთხარი, აბა არ გვინდა კლუბი მე ვიცი წამალი, ჩვენ თვითონ გავაჯაზოთ, აგერ მე და ჩემი მეგობარი ვართ მანქანით. სადმე აუზიანი სახლი ვიქირაოთ ან ვიყიდოთ და იქ მოვაწყოთ ტუსოვკა მეთქი

გამოსლევდნენ. ალბათ ზეციდან მოვლენილი იღბალი ვეგონეთ. მე საშკას გავხედე ორი გოგოს გარემოცვაში იჯდა და რაღაცას გაქაფული ყვებოდა

წამოვიძღვანიე ეს სამი გოგო და მივედი საშკასთან, იმან ალინა და იულია გამაცნო, მე ჩემის მხრივ კრისტინა, ტანია და ანია წარვუდგინე. იქვე, ფარდულში ლუდი ვიყიდეთ ბლომად. მაროჟნი ოპტამ წამოვიღეთ და ნადიმიც გაჩაღდა

გოგოები ყვებოდნენ ტირასპოლურ ცხოვრებაზე, როგორი სირობაა ადგილობრივი პასპორტი, რომ ყველა იძულებულია ჰქონდეს უკრაინული , მოლდავური ან რუსული პასპორტი, იციან რომ ქვის ხანაში ცხოვრობენ და გაღწევა-გაქცევაზეა ყველას. კაცები ლამის არ დარჩა, საშოვარზე გაიხვეტნენ. იწუწუნეს რომ ახალგაზრდებს ყურადღებას არ აქცევენ , რომ სმირნოვი მამაძაღლია, ყველა ბიზნესს ფირმა "შერიფი"აკონტროლებს და ბევრი კიდევ სხვა რამ, რაც მე პირადად უკვე აბსოლიტურად აღარ მაინტერესბდა. მოსალოდნელ ორგიაზე ვოცნებობდი და ხუთი წყვილი ძუძუდან საუკეთესოს დადგენას ვლამობდი.
This post has been edited by Unbesito on 13 May 2011, 03:38