"ქართულ აკადემიაში" ხელისუფლების ცვლილებისთვის სწორ გზად სამართლიან არჩევნებს მიიჩნევენ
13:07 15-05-2011
"ქართულ აკადემიაში" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ცვლილებისთვის სწორი გზა სამართლიანი არჩევნებია. ამ და სხვა საკითხებზე "ქართული აკადემიის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა თემურ ნანეიშვილმა განუცხადა, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებისადმი სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ.
მისივე თქმით, მიმართვა ღია იქნება და მასზე ხელმოწერა როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალურადაც იქნება შესაძლებელი. პრესკონფერენცია, თემაზე "საზოგადოების არჩევანი სამართლიანი საარჩევნო გარემოს მიღწევასა და რევოლუციურ პროცესებს შორის" ხვალ, "ქართული აკადემიის" ოფისში, 13:00 საათზე გაიმართება.
ემასე რა, გააერთიანეთ ძალები!!!!!!!!!! საზ-ების დაკვეთაა!!!!!!
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...