#31274410 · 21 May 2012, 11:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zazabichi
| QUOTE | | 26 მაისს 13:30-დან 14:00 საათამდე (ორის ნახვრიდან ორამდე) შევიკრიბოთ და ორგანიზებულად მივაგოთ პატივი აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. |
ჯერ ერთი რა არის "აგვისტოს ომი" თუ არა 1921 წლის 11 თებერვალს დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომის ერთ ერთი საბრძოლო მოქმედების ეპიზოდთაგანი, მეორე რუსეთის წინააღმდეგ მიდინარე სხვა ბრძოლებში დაღუპულმა მეომრებმა (ზოგი მათგანი ჩემს გვერდში დაეცა) რა დააშავეს, რატომ განვასხვავებთ ამ მებრძოლებს ერთმანეთისაგან? მესამე 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და მეტად კარგი იქნება თუ ამ დღეს ავღნიშნავთ საქართველოს პარლამენტის წინ და ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოსა და განახორციელოს, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, კონსტიტუციის შესრულებისათვის და ქვეყნის დეოკუპაციისათვის ჩვენი ბრძოლა იქნება ყველაზე დიდი დაფასება და პატივის ცემა იმ გმირების ხსოვნის მიმართ რომლებიც საქართველოს დაცვას შეეწირნენ ამიტომ,
ყველანი მიტინგზე!
ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ერთერთი ღირსშესანიშნავი თარიღია 26 მაისი ვინაიდან 1918 წლის ამ დღეს, საქართველო მსოლიოს ხელახლა მოევლინა როგორც სუბიექტი და ჩვენ გავხდით თავისუფლი ერი. მიუხეავად ამისა საქართველოს დღევანდელი ფაქტიური ხელისუფლება ყველაიანიარად ცდილობს დააკნინოს ეს თარიღი და დაუკარგოს მას თავისი მნიშვნელობა. ამაზე მეტყველებს მისი გადაწყვეტილება, 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამართოს რაღაც უაზრო და სამარცხვინო ღონისძიება რომელსაც მრეწველობის „პარადს უწოდებს,“ მაშინ როცა საქართველოში მრეწველობა ჩამკვადარია და ხალხი უმუშევარი დადის.
ხელისუფლება სრულად უგულვებელყოფს; იურიდიული ძალის მქონე, „საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციას,“ მით გარანტირებულ ჩვენს უფლებებს და მას, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლით
„ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“
ანუ ჩვენ
და არა მიშას ან რომელიმე სხვა, ცალკე აღებულ პირს...
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას: „მოვითხოვოთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის, კონსტიტუციის შესრულება და ამ კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებების დაცვა, ამა წლის 26 მაისს 17 საათზე, ქ: თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ!!!“
საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის ფრონტი.
This post has been edited by Grigali on 21 May 2012, 11:15
|