როგორც გავიგე ტრადიცია არსებობს და 26 მაისს მიდის ხალხი რათა დააფასონ 2008 წლის ომში დაღუპული ბიჭები.
ძალიან კარგი ტრადიციაა და დიდ + ვწერ,მაგრამ მიჩნდება კითხვა:
რატომ კეთდება აქცენტი მხოლოდ 2008 წლის ომში დაღუპული ჩვენი მებრძოლების საფლავების დაფასებაზე?
ნუთუ ომი რომელიც ოთხმოცდაათიანებში იყო სამაჩაბლოში და აფხაზეთში ისენი არ არიან დასაფასებლები?
თუ ეს ჩვენი თაობის ომი არ იყო?
ეს ხალხიც ხომ შეეწირა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას?
ჩემი აზრით არ უნდა იყოფოდნენ ეს მებრძოლები.ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა და ერთად უნდა მივაგოთ მათ პატივი.
ძალაუნებურად ჩნდება შთაბეჭდილება თითქოს 2008 წლის ომი უფრო მნიშვნელოვანი იყო რადგან ეს მოხდა ამ ხელისუფლების ხელში და შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ ომის მონაწილეებს.
ესეთი ტენდენცია(ჩემი მოკლე ჭკუით) დაამკვიდრა ამ ხელისუფლების ზერელე მიდგომამ,რადგან აქცენტს აკეთებს 2008 წლის ომის გმირებზე.
რატომ არ უნდა მოვიხსენიოთ ეს ხალხი ერთად?დამკვიდრდეს ტრადიცია ამ მიმართულებით.მემგონი ურიგო არ იქნება.ამ შემთხვევაში გამორჩევა მემგონი დიდი შეცდომაა.
უნდა შეირჩეს ადგილი სადაც ამ ყველა დაღუპულს ერთად მივაგებთ პატივს ან მოხდეს აღნიშვნა ძმათა სასაფლაოზე ისე რომ ყველა ერთად იყოს მოხსენიებული თანაბარ პირობებში.