მოსალოცადაა საქმე.
აგერ, ახალი მესია გამოჩენილა
კოტე გოგელია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული პარტიის" სახელით გამოდის
10:31 16-05-2011
ბიზნესმენი კოტე გოგელია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული პარტიის" სახელით გამოდის . პოლიტიკური განცხადებები საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, "ქართულ პარტიაში" გაცილებით დიდი როლი აქვს, ვიდრე დაფინანსებაა.
"საქართველოს ვებერთელა პოტენციალი აქვს და ბეცი უნდა იყოს ხელისუფალი, ქვეყნის გაძლიერებას არ მოახმაროს. დღევანდელ ხელისუფალთ ეზიზღებათ წარმატებული, ავტორიტეტიანი ადამიანები, იმიტომ რომ მათ ფონზე ისინი არარაობად მოჩანან. ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, შორიდან ვუყურო ამათ უსაქციელობას", - აცხადებს გოგელია ინტერვიუში. ბიზნესმენი პირობას დებს, რომ საკუთარ გამოცდილებას და საქმიან კონტაქტებს ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარს, 3-4 წელიწადში საქართველოში უმუშევარი ადამიანები აღარ იქნებიან და ცხოვრების დონეც ევროპულ სტანდარტებს გადააჭარბებს.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება გაკოტრებულია და უნდა წავიდეს.
"ჩვენ არ დავჯერდებით ამ არანორმალური ხალხის ხელისუფლებიდან წასვლას. ესენი ბოლშევიკების ნაშიერები არიან. ეკონომიკა მათთვის გაუგებარი რამ არის. არ უნდათ, ხალხმა ფული იშოვოს. შედეგსაც ნათლად ვხედავთ – პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირა მოსახლეობის კეთილდღეობა, 73% უმუშევარია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების უზნეობა, როდემდე უნდა განაგებდეს ხალხის ბედს გაქცეული მთავარსარდალი", - აცხადებს გოგელია.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ნდობის მანდატის შემთხვევაში ბევრად მალე გაუშვებენ ხელისუფლებას, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
პოლიტიკაში წასვლა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ არ სურს, მის ქვეყანას "ვიღაც დირექტორი" ჰყავდეს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...th-gamodis.htmlმაგას ცოლისძმაც თუ დაუდგა გვერდით მაშინ მართლა გაუხდება მიშას საქმე გასაქცევად
This post has been edited by forumeli64 on 16 May 2011, 12:02
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...