#25930452 · 11 Jun 2011, 18:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თვითგვემა არ არის საჭირო, ბევრი ისეთი დადებითი გვაქვს, რაც სხვა ეთნოსებს არ გააჩნიათ, მაგრამ ნაკლის გაუაზრებლობამ მიგვიყვანა ზუსტად აქამდე. ყველაფერს ყოველთვის გარე ძალას ვაბრალებდით. ამას წინათ პერესტროიკის დროინდელ სტატიებს ვათვალიერებდი და გაგიჟდები ისეთ რამეებს წერდნენ. ჩვენო, ყველაზე სრულყოფილი ერი ვიყავით ბოლშევიკების (და ზოგადად რუსების) შემოსვლამდე და თუ მანამდე რამე გვიჭირდა, ყველაფერი მომხვდური მტრის ბრალი იყოო - თან ასეთებს ვიღაც "მედოლე პრეფექტები" კი არ წერდნენ , არამედ ე.წ. "ეროვნული ინტელიგენციის" წარმომადგენლები - პოეტები, მწერლები, "მეცნიერებათა დოქტორები"... ჰოდა ერთ დღეს მართლა დაიჯერა ხალხმა ეს ტყუილი დაიჯერა და შედეგიც სახეზეა: პროვინციულ ფაშიზმში ვცხოვრობთ 25 წელია არადა ესეც ბოლშევიკებია? - ჟან შარდენი ქართული სამეფო-სამთავროების შესახებ:
«აქაური თავადაზნაურობა ყოველთვის ეძებს შემთხვევას, რათა რისხვად დაატყდეს თავის ყმათ, იპოვოს რაიმე საბაბი და გაჰყიდოს ისინი ცოლშვილიანად. ამავე მიზნით მეზობლებს სტაცებენ შვილებს, ჰყიდიან საკუთარ შვილებს, ცოლსა და დედასაც კი! ერთ – ერთმა მათგანმა გაჰყიდა რამდენიმე ხუცესი, რომელთაც თან მიაყოლა თავისი ცოლი. . .»
ღმერთმა შეუნდოს, ბატონო, იმათ, ვინც თქვენ აქ მოსვლა გირჩიეს; ბოროტი რჩევა მოუციათ. თქვენ მოხველით იმისთანა ქვეყანაში, რომელსაც სიავით და ბარბაროსობით სხვა ქვეყანა არ შეედრება დედა-მიწის ზურგზე.
დედოფალი მშვენიერია, მაგრამ შეუფერებელი ქცევა აქვს, ისე ლაღობს, თითქო სირცხვილი აღარ იცისო. უწმაწურად ლაპარაკობს, ყველა მის სიტყვიდან გამოჩანს ბიწიერება. ეს არ არის არც საძრახისი და არც სათაკილო ამ ქვეყანაში: გარყვნილება აქ საზოგადო ბოროტებაა.
მებატონეებს ძლიერ დიდი უფლება აქვთ ყმებზე, მებატონეები მთელი თვეების განმავლობაში რამდენიც უნდათ იმდენს ამუშავებენ ყმებსა, და არც ჯამაგირს და არც საზრდოს არ აძლევენ. მებატონეთ ხელი მიუწვდებათ ყმების ქონებასა, თავისუფლებასა და სიცოცხლეზედაც კი. ბატონები ჰყიდიან ყმების შვილებსა და ან მონებად ჰყავთ სახლში
ასეთი ჩანაწერები უამრავია. სინამდვილეში ქართული საზოგადოება მე-19 საუკუნემდე იყო ერთ ერთი ყველაზე ჩამორჩენილი საზოგადოება მთელს დედამიწაზე. ამის გაცნობიერების გარეშე ისტორიას აშკარად ვერ გავიგებთ
--------------------
ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო
|