ეჰ, კარდუს და ჩვენ კი გვინდა დასავლეთი, მაგრამ მიშას უნდაა? ამაშია საქმე.
http://www.huffingtonpost.com/timothy-ryan...o_b_862495.htmlhttp://foreignpress.ge/?p=17331#more-17331ავტორიტარული სახელმწიფო ლიბერტარიანულ სამოსში
2006 წელს საქართველომ მიიღო დრაკონული შრომის კოდექსი, რამაც პირდაპირ ხელყო მშრომელთა უფლებები. ის მკვეთრად გააკრიტიკა შრომითი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში გაერო-ს საექსპერტო სტრუქტურამ „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ILO – International Labor Organization). 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მთელი ძალით შეუტია საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციას (GTUC) და ბევრ მის ფილიალს, მათ შორის ყველაზე დიდ საქართველოს განათლების და მეცნიერების თავისუფალ პროფკავშირებს (ESFTUG). პედაგოგთა კავშირი საქართველოს მშრომელთა მოძრაობის ნახევარს შეადგენს. საჯარო სექტორში (მაგალითად, რკინიგზა, საავადმყოფოები და სკოლები), მთავრობა ცდილობს ადამიანების დაშინებას, რათა მათ უარი სთქვან პროფკავშირების წევრობაზე და მათ დაფინანსების წყაროებს უკეტავს. ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობა იმდენად შორს წავიდა, რომ დაბლოკა დაფინანსების ნებაყოფლობითი გადარიცხვა კავშირის წევრების ინდივიდუალური საბანკო ანგარიშებიდან კავშირის ანგარიშზე, ამგვარად ის აკონტროლებს იმას, თუ როგორ ხარჯავენ საკუთარ ფულს ქვეყნის ცალკეული მოქალაქეები. პედაგოგების შემთხვევაში ეს ფული მათი ხელფასია, რომელიც თვეში დაახლოებით 100$-ს შეადგენს.
თუმცა ზოგიერთები გაბრუებულები არიან მთავრობის აგრესიული რიტორიკით და არ აღიარებენ იმას, რომ ეს ქვეყნის ყველაზე დიდ სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმაა და ეს ეწინააღმდეგება თავისუფლებას, როგორც ეკონომიკურს, ასევე პოლიტიკურს. მაგალითად, ამერიკის მწარმოებელთა ინსტიტუტის (American Enterprise Institute) წარმომადგენელმა რიკ ჰესმა 2010 წლის 30 ივნისს საკუთარ ბლოგზე დაწერა: „საქართველო მომხიბლავი ქვეყანაა და მისი გაცნობა ნამდვილად ღირს. განსაკუთრებით რეფორმატორებისთვის საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ ამოიწურა რეალობაში, ლიბერტარიანული მთვარობის მიერ სულ რაღაც ხუთი წლის წინ არჩეული კურსი“
დაცვა საერთაშორისო შეთანხმებების გზით
მშრომელთა საერთაშორისო მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებელი შრომითი ორგანიზაციების დაცვას სხვადასხვა საერთშოროსო მექანიზმებით ცდილობს. საქართველოს პროფკავშირთა კონფედერაციამ მშრომელთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს მთავრობას უჩივლა. ინდუსტრიული ორგანიზაციების მშრომელთა კონგრესის ამერიკულმა ფედერაციამ (AFL-CIO) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „პრეფერენციების საერთო სისტემის“ (GSP) საფუძველზე 2010 წელს პეტიცია წარადგინა (GSP – სავაჭრო კანონი, რომელიც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ მშრომელთა საეთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მაგალითად გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიური შეთანხმების უფლების დაცვას, შეერთებულ შტატებში საექსპორტო პროდუქციაზე საბაჟო შეღავათებს აწესებს). აშშ-ს მთავრობამ სიტუაცია საკმაოდ სერიოზულად აღიქვა და საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ის მიიღებს განხილვისთვის ამ შუამდგომლობას, როგორც კი კონგრესი კანონის ხელახალ ავტორიზაციას მოახდენს (კანონს ახლახანს ვადა გაუვიდა საძილე ტომრების იმპორტთან დაკავშირებული დავის გამო).
AFL-CIO ცდილობს სხვა მექანიზმების გამოყენებასაც. მაგალითად, ამერიკის ფედერალურმა სააგენტომ, „კერძო საგარეო ინვესტიციების კორპორაციამ“ (OPIC – Private Investment Corporation) ახლახანს მოიწონა 58 მილიონი დოლარის საკრედიტო გარანტიის გაცემა საქართველოში ჰიდროელექტრო პროექტისთვის. OPIC – შეზღუდულია საექსპლუატაციო მეთოდებში, რომლებიც შეესაბამება აშშ-ს სტანდარტებს და GSP-ის შრომით სტანდარტებს ქვეყნის დონის შესაბამისად და საპროექტო შეთანხმებებში შრომითი უფლებების მხრივ მოიცავს ყოველმხრივ საკონტრაქტო ენას. AFL-CIO ამ პროექტის მონიტორინგს ახდენს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ღირსეული საკონტრაქტო პირობებია, რომელიც მშრომელებს მისცემს იმის საშუალებას, რომ განახორციელონ თავიანთი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები ყველაზე ცოტა ერთ ადგილას, საქართველოში მაინც. ანალოგიურად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია განიხილავს იმას, გააგრძელოს თუ არა შემდეგი მულტიმილიონიანი (დოლარი) „კომპაქტი“ საქართველოს მთავრობისთვის პროექტების განსავითარებლად. მისი ინდიკატორებიც მოითხოვს იმას, რომ მიმღები ქვეყანა იცავდეს ადამიანის და შრომით უფლებებს. AFL-CIO-ი დაკავებულია იმით, რომ ვიდრე ნებისმიერი ახალი „კომპაქტის“ საქმე გადაწყდება, ხელი შეუწყოს კრიტიკული შრომითი რეფორმების განხორციელებას.
ნუთუ ”ვარდების რევოლუციის” მიზანი ამ ანტი-დემოკრატიულ, ავტორიტარულ დიქტატთან ბრძოლა არ იყო? და თუკი ამერიკა „აბსოლუტური იდეალია“, როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, უნდა მიბაძოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სინგაპურის კონტროლირებულ ეკონომიკასა და საზოგადოებას?
ტიმოთი რაიანი – აზია/ევროპის პროექტების დირექტორი „სოლიდარობის ცენტრში“, რომელიც საქართველოში პროგრამებს ახორციელებს და მსოფლიოში მშრომელებს დემოკრატიული კავშირების მშენებლობასა და მშრომელთა უფლებების მხარდაჭერაში ეხმარება, ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
http://www.huffingtonpost.com/timothy-ryan...o_b_862495.htmlhttp://foreignpress.ge/?p=17331#more-17331