იცით რა მიკვირს,
იმისდა მიუხედავად რომ ხსენებული რეჟისორის თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი (ასე 7 მაინც), და მას მხატვრული დონის თვალსაზრისით საშუალო "ბოევიკზე" უკეთესი მას არაფერი გადაუგია...
და შესაბამისადაც არც მოველი რომ ეს ფილმიც დიდი აღფრთოვანების საგანი გახდეს...
მაინც ცოტა უდროო მეჩვენება ასე ლოყების ფხეკა და თმების გაწეწვა მანამ სანამ ფილმი ეკრანზე არ გამოსულა გვახარია ალბათ საუკეთესო კინოკრიტიკოსია თანამედროვე საქართველოში - მაგრამ მე მისგან ნეგატიური აზრი მომისმენია ისეთ ფილმებზე რომლებიც ჩემი აზრით ძალიან კარგია, და პირიქით - არა ერთი ისეთი ფილმი აქო და ადიდა რომელებშიც მე პირადად მდარე გემოვნებისა და პრეტენზიულობის მეტი ვერაფერი დავინახე,
+ გვახარია საავტორო კინოს სპეციალისტია - თორემ ჰოლივუდზე ნებისმიერი "სარკის" და "თბილისელების" ჟურნალისტი მასზე არანაკლებ კომპეტენტურია,
ოსკარების კომენტირებისას ამ რამოდენიმე წლის წინ გვახარიამ იმდენი უზუსტობა და შეცდომა დაუშვა - უხერხულობისგან უკვე აღარ მეცინებოდა...
აქ შეკრებილებმა თავისი საყვარელი ფილმები რომ ჩამოთვალონ - არა მგონია მათი დიდი ნაწილი გვახარიას საერთოდ ნანახი ჰქოდეს - შეფასებები კი კიდევ უფრო საშინელი ექნება

კაცი ბესონის მეხუთე ელემენტს საზიზღობად თვლის - და ეხლა როგორ უნდა შეაფასოს ჰარლინის ფილმი?
ფილმის დამკვეთების გათვლა მესმის - მათ უნდოდათ ბლოკბასტერის გაკეთება
რომელიც ცემენტის ბაღს და პონტ-ნეფის ხიდის საყვარლებს კი არა, კერკეტ კაკალსა და ბორნის უიპირატესობის კატერგორიაში უნდა ჰოფილიყო - რამდენად ივარგა ფილმმა ეს სხვაა, მაგრამ
ტავიანებისა და ჰარლინის შედარება ეს კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის შეპირისპირებას გაქვს
ტავიანებს შეიძლება მართლა ყველა ფესტივალზე პატიჟებენ
მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის 99 %-ს - ჩემი და გვახარიასგან განსხვავებით მათი არცერთი ფილმი ნანახი არ აქვს და არც სახელი გაუგიათ
ჰარლინის კერკეტი კაკალი 2 და მთასვლელი კომერციულად ძალიან წარმატებული იყო და არა თუ საზღვარგარეთ - ჩვენშიც ბევრად უფრო მეტ ადამიანს აქვს ნანახი ვიდრე ტავიანების მტელი შემოქმედება
ასე რომ, მოდით სნობიზმში ნუ გადავვარდებით და თვალების ხამხამს ნუ დავიწყებთ თითქოს კინოში კარიბის ზღვის მეკობრეებზე, ჰარი პოტერებზე და ტორებზე არ დავდიოდეთ და მხოლოდ ალენ რენეთი და დრაიერით ვიკვებებოდეთ

))
+ ჰარლინის შემდეგი ფილმი - მისი მშობლიური ფინეთის ეროვნულ გმირზე - მანერგეიმზეა - ალბათ ფინელებიც ჩვენსავით დაშტერდნენ და ამიტომ არ დაუკვეთეს ფილმი ალმადოვარს ან ფონ ტრიერს...
This post has been edited by IsakBorg on 20 May 2011, 14:58