დოდო გუგეშაშვილი: "ირაკლი ოქრუაშვილს ხალხის სახელით განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს" ბეჭდვა ელფოსტა
16:45 - 20.05.2011
dodo_gugesashvili.jpgორგანიზაცია "საქართველოს მხედრიონის" წევრ დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარეს ირაკლი ოქრუაშვილს ხალხის სახელით განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს".
როგორც გუგეშაშვილმა დღეს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, "სამხედროები საპროტესო აქციებში არ უნდა ჩაერიონ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების დაცვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული".
"როცა ოქრუაშვილი ამგვარ განცხადებას აკეთებს, მას ავიწყდება, რომ თავდაცვის სამინისტრო პოლიციით მისი მინისტრობის ჟამს თავადვე შეავსო. ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე პროვოცირება მოხდეს, რადგან ეს პირველ რიგში, რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. ოქრუაშვილმა ალბათ, პუტინისაგან და რუსეთის რეაქციული წრეებისგან დირექტივები მიიღო, თუმცა ეჭვი მეპარება, მან ამ ზრახვების რეალიზება მოახერხოს",- განცხადა გუგეშაშვილმა.
მან ასევე იმ ქართველ პოლიტიკოსებზე ისაუბრა, რომლებიც "რუსეთში ხშირად ჩადიან და იქაურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავენ".
"ვფიქრობ, უმჯობესია, ადამიანები, რომლებიც პუტინ-მედვედევთან ჩაკვარახჭინებას ახერხებენ და იქედან საკვოიაჟებით ბრუნდებიან, რუსეთშივე დაფუძნდნენ და ჩვენ თავი დაგვანებონ. პოლიტიკოსთა ეს ნაწილი ქართული ძალა არაა, საქართველოს მოსახლეობას კი აღარ სურს, რუსეთის "ვანია" ეჯდეს კისერზე",- განაცხადა გუგეშაშვილმა.