ოქრუაშვილმა ჩრდილო კავკასიიდან შემოსვლა ვერ შეძლო და სოჭში გაბრუნდა
“ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქროაშვილმა სოჭიდან ჩრდილო კავკასიი შემოსვლა ვერ შეძლო და უკან გაბრუნდა.
ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” სოჭიდან კრასნოდარის ქართულ სათვისტომოში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, წუხელ ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ჩრდილო კავკასიის მიმართულებით გაემგზავრა, იგი საქართველოში ჩრდილოეთ ოსეთიდან უნდა შემოსულიყო, თუმცა ვერ შეძლო.
ოქრუაშვილმა ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთიც გაიარა.
წყარო ამტკიცებს, რომ ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტნის საქართველოს საზღვარი განსაკუთრებულად დაცული იყო. ამის გამო ოქრუაშვილს გეგმები შეეცვალა და გამთენიისას სოჭში დაბრუნდა.
“საქართველოში შემოსასვლელად ოქრუაშვილს სხვა გზა არ ჰქონდა, ამიტომაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ რესპუბლიკებიდან ვერ გადმოვიდა”, – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ წუხელ “ექსპრესნიუსმა” გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რის მიხედვითაც სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს საღამოს ქალაქის ცენტრში შენიშნეს.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა აცნობეს. სააგენტოს კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული პირი ირაკლი ოქრუაშვილი, ქართველებმა შემდეგი განმარტეს.
“საღამოს სოჭში “რივიერას” პარკში ვსეირნობდით, იქედან რომ გამოვედით, გამოსულებს გაგარინის პროსპექტზე ირაკლი ოქრუაშვილი სამ თანმხლებ პირთან ერთად შეგვეჩეხა. თავიდან დავიბენით, გვეგონა, რომ ეს ადამიანი ოქრუაშვილს გავდა, შემდეგ ჩვენმა მეზობელმა ქართულად დაუძახა – ბატონო ირაკლი თქვენთან ფოტოს გადავიღებთო. ოქროაშვილმა უარის ნიშნად ხელი დაგვიქნია და თანმხლებ პირებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა”,- აცხადებენ სოჭში მცხოვრები ქართველები.
“ექსპრესნიუსი” სამივე ქართველს ესაუბრა და სამივე ნანახის ერთი და იგივე ვერსიას ჰყვება.
ინფორმაციის მიღების შემდეგ, “ექსპრესნიუსმა” გაარკვია, რომ ფრანგული მობილური ოპერატორების ერთ ნაწილს რუსეთში როუმინგული მომსახურება აქვს. ამის მიუხედავად, სააგენტომ ოქრუაშვილის ფრანგულ ნომერზე დაკავშირება ვერ მოახერხა.
როგორც ცნობილია, დღეს “ქართულმა პარტიამ” საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილი საქრთველოში აღარ ჩამიოვა. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ მან საზღვარი ვერ გადაკვეთა.
http://www.epn.ge/?p=63228