რაშიც ვერ დაგეთანხმები.
პირველი იმიტომ, რომ სახელმწიფოს წინსვლისთვის "ბნელად და საბჭოურად მოაზროვნე" ხალხის სიკვდილს და მათი სიკვდილის მოლოდინს ვერ გავამართლებ. ეს მიდგომა ჩანასახშივე მცდარია, რადგან ეს ადამიანებიც ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც შენ და იგივე უფლებებით სარგებლობენ.
და მეორე იმიტომ, რომ დაზუსტებით ვხედავ, არაფერი არ კეთდება ამ "საბჭოური" ფენის დასააფდეითებლად, მეტიც, ახალი თაობაც იზრდება ბნელი, იმიტომ, რომ შეიცვალა ნიშნების სისტემა, მაგრამ სასკოლო პროგრამა და მასწავლებლები იგივე დარჩა. ან რა საბჭოური მენტალიტეტის ხალხზე გაქვთ პრეტენზია, როცა სრულიად საქართველო "ვრემიას" უყურებს?
დამისახელეთ ერთი საგანმანათლებლო გადაცემა საზოგადოებრივ არხზე, რომელიც მასაზე იმუშავებს სამოქალაქო თვითშეგნების ასამაღლებლად. ფიზიკურად არ არსებობს.
ერთი სემინარი დამისახელეთ, რომელიც რეგიონში ჩაატარა ხელისუფლებამ ხალხის აზროვნების შესაცვლელად, გააცნო მათ "არასაბჭოური" ახალი უფლებები.
ეს ერთ წრეზე ტრიალს გავს, ვადანაშაულოთ ხალხი, ველოდოთ უკეთეს თაობას და აშ.
ზუსტად ამიტომ ვამბობ, ხელისუფლებაზე მოქმედი ბერკეტი ზუსტად ის "პროგრესულად " მოაზროვნე ხალხი უნდა იყოს, ვინც თავს განათლებულს უწოდებს . აი ეს ფენა კი იმის ნაცვლად, რომ იდგეს მუდმივ ბერკეტად სადარაჯოზე და ყოველი ნაბიჯი აკრიტიკოს და აკონტროლოს ხელისუფლების მწვავე რეცენზიებით, პროფკავშირების შექმნით, თუნდაც დემონსტრაციით კონკრეტულ პრობლემაზე, აი ეს ხალხი იმდენად დამტკბარია რაღაც მოჩვენებით და არარსებულ მენტალურ ოლიმპოზე ყოფნით, ანუ მათ თავი მასაზე ზემდგომ ფენად მოიაზრეს და რაღაც თავის ნაჭუჭიდან დაცინვით და ზიზღით მოძღვრავენ და ეკაიფებიან ხალხს.
ის კითხვა, თუ რატომ არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტლუ არავის უჩნდება და რა გაკეთდა ამ 7 წელიწადში ამის შესაცვლელად.
ასფალტი და ბრჭყვიალა ხიდი?
ხალხზე არავინ არ ზრუნავს და ხალხს არ აქვს ცოდნა, განათლება და ამიტომ, ერთი ადგილი რომ მოითხოვოს, რომ მასზე იზრუნონ.
ასეთი ხალხით მანიპულირებს ოპოზიცია 10 ლარით და ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ასფალტით.
ეს "მოაზროვნე" ნაწილი კიდევ დეკადანსობს და ილუზიას იქმნის, რომ ვინაიდან რაღაც ჟურნალს უშვებს ვინმე ჰაიდეგარზე და ესწრება ელექტრონული მუსიკის საღამოს, არ არის ისეთივე შითში როგორც ის ჯოხიანი ახალგაზრდა, მაგრამ ზუსტად ისეთივე და უფრო დიდ შითშია, იმიტომ რომ ინდიფერენტულია მიმდინარე პროცესების მიმართ და ამით ხელ-ფეხს უხსნის უსამართლობას. ეს არის მინი მოდელი კუბის და რაღაც ბანანის ქვეყნის უგემოვნო და უპრინციპო ვითომ "ინტელექტუალური" დასით გარშემორტყმული და დაცული დიქტატორის, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად დაბალი დონეა რომ ეს ხალხი მართლაც ვერაფერს ქმნის და მიშა დიქტატორობასაც ვერ გაქაჩავს იმდენად სუსტი ფიგურაა პოლიტიკურად, მარიონეტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სამართავი კაცუნა. ბაწკა ხომ ბაწკაა მაგრამ თავის პრელესწი აქვს და ფიდელ კასტოობასაც ძალა და ნიჭი უნდა

:D ამიტომ კუბას კი არა უფრო უგანდას ან რაღაც ამდაგვარს შევადარებ.
აქვე მე უფლებას ვიტოვებ საქართველო მომავალში წარმატებულ ქვეყანად დავისახო და ვისურვო, რადგან არ ვთვლი, რომ იგივე ბრიტები რამით ჯობია ქართველ ხალხს გონებრივი ან მენტალური შესაძლებლობებით. კასპარ ჰაუზერი მოიყვანეს გონს შესაბამისი მოპყრობით და აღზრდით
და ქართველი ადამიანი რა გახდა? უბრალოდ იმ ელემენტარული ბაზისის შექმნა არავის უნდა, რაცაა განათლება და სასამართლო.
და ამ გზაზე არ მიდის ქვეყანა, რომ ვხედავდე რომ ცდილობს მაინც, სხვა საკითხია.
ერთადერთი ლიბერალის რიგი სტატიები მომწონს შედარებით ჟურნალია ხომ? და ვხედავ არის ძალიან მცირე არაანგაჟირებული მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ ზედმეტად მცირე ფონის შესაცვლელად. შიგადაშიგ გვახარია რაღაცას დაწერს და ასე. მაგრამ ეს უფრო რაღაც მინელებულ კნავილს გავს კარგად ნაფერები კნუტის

რევოლუცია მოხდება ადრე თუ გვიან.