ვართ თუ არა ქართველები, კავკასიაში ყველაზე განვითარებული ერი?
ქვეყნები
მშპ-ს მიხედვით უმდიდრესიდან უღარიბესისკენ _ აზერბაიჯანი მსოფლიო მასშტაბით არის 73-ე ადგილზე და მშპ შეადგენს (77,970,000,000 $_ს) , შემდეგ არის საქართველო 113-ე ადგილზე (22,930,000,000 $) და ბოლოს სომხეთი 120-ე ადგილზე ( 19,600,000,000 $ ) ... (თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ამ სამეულში ბოლო ადგილს ვიკავებთ)
ქვეყნები
სწრაფად მზარდი ეკონომიკის მიხედვით ადგილები ასე ნაწილდება მსოფლიო მასშტაბით _ აზერბაიჯანი მე-13 ადგილი (9.8% ზრდა), საქართველო მე-14 (9.5 % ), სომხეთი (9.0 %)
ქვეყნები
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით (მსოფ. მ_ით) _ საქართველო იკავებს 45-ე ადგილს და საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის (76.51 წელი), სომხეთი 88-ე ადგილი (72.40 წ) და აზერბაიჯანი 129-ე ადგილი (66.31 წ)
მსოფლიოს
ყველაზე დაბინძურებული ქალაქის ტიტული ერგო Sumgayit-ს აზერბაიჯანი ... არც საქართველო არც სომხეთი არაა ნახსენები ჩამონათვალში )
ქვეყნები რომლებიც
ყველაზე ხშირად "იგუგლებიან" მ.მ_ით _ საქართველო არის მე-16 ადგილზე, ჩვენი მეზობლები 50ეულში არ არიან )
ქვეყნები რომლის პასპორტითაც
მარტივია სამოგზაუროდ წასვლა სიაში _ 112-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 113-ე ადგილზე საქართველო, 115-ე ადგილზე სომხეთი.
ქვეყნები
წლიური ჯანდაცვის ხარჯის მიხედვით მ.მ_ით - საქართველო 98-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 110-ე , სომხეთი 114-ე ..
ქვეყნები
უძველესი მოსახლეობის მიხედვით მ.მ-ით _ საქართველო არის მე -17 ადგილზე და 25ეულში არ არის ნახსენები სომხეთი და აზერბაიჯანი ...
ქვეყნები
უმუშევრობის მიხედვით მ.მ-ით _ საქართველო არის 46-ე ადგილზე, (13.6 %), სომხეთი 91-ე (7.1%), აზერბაიჯანი არის 161-ე ადგილზე (0.9 %) . .
ქვეყნები
ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტის მიხედვით მ.მ-ით _ სომხეთი მე-8 ადგილზეა და ხარჯავს მშპ-ის 6.50%-ს სამხედრო საქმეში, აზერბაიჯანი 59-ე ადგილზე ( 2.60 % ) , საქართველო 156-ე ადგილი (0.6 % )
ქვეყნები
საგარეო ვალის მიხედვით მ.მ-ით _ საქართველო არის 104-ე ადგილზე საგარეო ვალი შეადგენს (4,500,000,000 $ )_ს , აზერბაიჯანი 125-ე ( 2,733,000,000 $ ) სომხეთი ( 1,372,000,000 $ )
ძირითადი მასალა მოპოვებულია ამ წყაროდან www.aneki.com
პ.ს ვცადე სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მოყვანით გადამეჭრა დასმული საკითხი, მაგრამ ალბათ ეს ძალიან ზოგადი საკითხია და ზოგადად პასუხის გაცემა უბრალოდ დამაკმაყოფილებელ შედეგს არ მოგვცემს ამიტომ მოვიყვანე კონკრეტული ციფრები მაგრამ არც ესაა საკმარისი, თუმცა ჩემი აზრით რეგიონული მასშტაბის გათვალისწინებით თიტქმის ერთ დონეზე დგას საქართველო აზერბაიჯანი და სომხეთი (რაღათქმაუნდა ბოლო პოზიციებს ჩრდ. კავკასიის ავტ. რესპუბლიკები გაინაწილებენ)
მეორე საკითხია _ ერის ცნება, რას გულისხმობს ავტორი ერში ?! ეთნიკურ ქართველებს თუ საქართველოს თავისი ყველა მოქალაქით ?! .. დასავლეთში ტერმინი ერი არის სახელმწიფოს სინონიმი, მაგრამ ჩვენთან ერი იგივდება ეთნიკურ წარმომავლობასთან, არ აქვს მნიშვნელობა აქ დაიბადა თუ არა პიროვნება და აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეობა, საკმარისია მისი რომელიმე წინაპარი იყოს სხვა ეთნოსის წარმომადგენელი და მორჩა
This post has been edited by ImereTinski on 25 May 2011, 16:12