ერთი იმიტომ (იმ 300 კაცის გარეშეც), რომ ომების ზედიზედ წამგებ ქვეყანაში სამხედრო აღლუმების გამართვა ცოტა უხერხულია. მით უმეტეს, როგორც ახლა აპირებენ - 100 სამხედროფორმიანი სუხიშვილელი იფრენს ჰაერში ცეკვა-ცეკვით.
ცეკვა ალბათ კარგი დადგმული იქნება, მაგრამ ქუჩურად თუ ვიტყვით, სად ჯარი, სად ომი და სად ეს პოლიტიკური ბალეტი

მეორე, რაც შეეხება იმ 300 კაცს - ჩვენი ვითარება, ასე ვთქვათ, ორიგინალურია. ძალის გამოყენებას რა მოჰყვება, ვერავინ იტყვის. შეიძლება - ხალხის დიდი აფეთქება, შეიძლება - საერთოდ არაფერი.
ქვეყანა, რომლიც ორი მხარე ოკუპირებულია და მტრის ჯარი დედაქალაქიდან მეორე მთის იქით დგას, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მშიშრულად კი არა, ფრთხილად.
აი, რომ გაძუყნონ ეგ 300 კაცი და თურმე რამე "ზაგატოვკა" არსებობდეს, გართულდეს და გართულდეს საქმე და ძალიან შორსაც წავიდეს - მერე ხომ ვიტყვით, რად გვინდოდა ის აღლუმიო?
ჩვენ ყველანი დენთის კასრზე და კასრში ვცხოვრობთ და თავს ვერ დავიმშვიდებთ იმით, რომ ვინც ცეცხლი დაანთო, თურმე ასანთის ძალიან პატარა ღერზე ჰქონია მოკიდებული.
კარგია აღლუმიც და ყველაფერი კარგიც კარგია, მაგრამ ნუ წარმოვიდგენთ, რომ სადღაც რომელიღაც ჩვეულებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ვართ გახვეული დაუსრულებელ შარში, თავს გვასხედან ხვადაგები და მათ ღორები ეცილებიან...

რა გვეაღლუმება
wossapyმერე მე არაფერი მამივა?

Shurigeკარგი მაგალითია
This post has been edited by Geronti on 25 May 2011, 18:00