თავისუფლების მოედნაზე მაცხოვრებლებს გაფრთხილებებს აძლევენ
სამოქალაქო ფორმიანი პირები, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, კარების დაკეტვისა და შუქის გამორთვისაკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს.
მათი თქმით, ორი პიროვნება, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი, კარდაკარ დადიან და ხალხს აფრთხილებენ, შუქები გამორთონ და კარებები ჩაკეტონ.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
http://epn.ge/?p=63773