http://www.media.ge/ka/node/41218პოლიციას "ექსპრესნიუსის" ორი კორესპონდენტი ჰყავდა დაკავებული
საინფორმაციო სააგენტო "ექსპრესნიუსი" იუწყება, რომ 26 მაისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სააგენტოს კკორესპონდენტი ანა გაბუნია დააკავეს, რომელიც მხოლოდ დილით გაათავისუფლეს.
„იგი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისის სამმართველოს შენობაში. რედაქცია ამ დროის განმავლობაში, უშედეგოდ ცილობდა დაკავშირებოდა გაბუნიას, მობილურზე ზარი გადიოდა თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობდა", იტყობინება "ექსპრესნიუსი".
ჟურნალისტმა რედაქციაში განაცხადა, რომ პოლიცია მას უდიერად და შეურაცხმყოფელად მოექცა. ჟურნალისტი გაჩხრიკეს და ის "ცალკე ოთახში" დაკითხვაზე ჰყავდათ გაყვანილი. მას ჯერ კიდევ აქციის დარბევის დროს ჟურნალისტის მოწმობა დაკავებისას მკერდიდან მოაგლიჯეს.
"დადეთ ტელეფონები და წადით აქედან იმედია მეორეჯერ აქციების გაშუქება არ უთქვამთ დედექტივებს ანა გაბუნიასთვის.
სააგენტოს ცნობით, პოლიციას ორი სათის განმავლობაშიო დაკავებული ჰყავდა "ექსპრესნიუსის" კიდევ ერთი კორესპონდენტი თენგო ოკუჯავა.
„ოკუჯავა, 26 მაისს, 02:00 საათზე დაააკავეს „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტ მალხაზ ჭკადუასთან ერთად. მათი დაკავება თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა", დააზუსტა Media.Ge-სთან საუბარში ირაკლი მანაგაძემ, "ექსპრესნიუსის" ხელმძღვანელმა.
სააგენტო მოითხოვს, თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველომ დროულად დაუბრუნოს კუთვნილი ტელეფონი ჟურნალისტს.
26 მაისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპოტესტო აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. მანამდე თბილისის მერიამ მიტინგის ორგანიზატორებს სხვა ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა, ვინაიდან რუსტაველის გამზირზე სანქცირებული აქციის გამართვის ვადა 25 მაისს, ღამის 12საათზე იწურებოდა. ამასთან რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღლუმის გამართვა იყო დაგეგმილი. აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.
აქციის დაშლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 37 ადამიანი გადაიყვანეს. აქედან 8 პოლიციელია და 1 ჟურნალისტი. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ორი ადამიანი გარდაიცვალა „იმ დროს, როდესაც მიტინგის ორგანიზატორთა ესკორტი მაღალი სიჩქარით ტოვებდა აქციის მონაწილეების გასასვლელად გაკეთებულ კორიდორს"
დაკავებულია 90-მდე აქტივისტი, რომელთაც ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. მათ შორის არ არიან ოპოზიციის ლიდერები.