დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
იგი 32 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატსტროფაში დაიღუპა.
"სარწმუნოების, მეობის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და არსებობის შესანარჩუნებლად ბრძოლისთვის თუკი შეიძლება რომელიმე ერს
დიდი ეწოდოს, უპირველეს ყოვლისა ქართველობას. არც ერთ მიწას არ განუცდია ასეთი დაწოლა! კავკასიონის მთების საზაფხულო წყალდიდობაც
კი ვერ შეედრება აქ დათხეული სისხლის მდინარეებს. რომელთა ავბედით კალაპოტს განუწყვეტლივ აღავსებდნენ მის მყინვარებზე არანაკლებ
მარადიული ომები. განუზომლად დიდია იმ პრინციპების ღირებულება, რისთვისაც საქართველომ ეს სისხლი გაიღო!!!" /მერაბ კოსტავა/***
მერაბ კოსტავა – ბიოგრაფია
https://burusi.wordpress.com/2009/09/12/merab-kostava-10/მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძოდა.
1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას
დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო.ღალიძგის ხიდთან ერთ მხარეს თბილისიდან დაძრული ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს – კი რუსის ჯარი. ყველა ისეთ გულზე იყო, რომ ძალით შევარდნილიყვნენ.
ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ქართველები წამოეგებოდნენ. მერაბ კოსტავა ჩაუდგა წინ მომიტინგეებს და ყველას სთხოვა, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ.
ქართველების მხრიდან ვიღაცამ გაისროლა. ბედად დროზე აუკრეს ხელი იარაღზე. არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე და რუსების გეგმები ჩაიფუშა იმ დროს.
სწორედ 1 კვირის თავზე მოკლეს შემდეგ კოსტავა.
სიკდილამდე 1 დღით ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი,
რომელიც ითვალისწინებდა იმავე მიზნების აღსრულებას, რაც თავს იდო მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა.
იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი.
სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.
***
ვის აწყობდა მერაბ კოსტავას სიკვდილი?!
https://for.ge/view/20188/vis-awyobda-merab...s-sikvdili.html 12 თებერვალი, 2013
ალია“, 13 ოქტომბერი, 1997 წელი
(იბეჭდება შემოკლებით)
ავტოავარიის შემდეგ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მერაბ კოსტავას დაღუპვა ვიღაცის მიერ იყო დაგეგმილი.
მაგრამ გამოძიებამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ (თუ არ(?!) მოიძია.
როგორც ამბობენ, ავტომანქანის ექსპერტიზაც ძალიან გვიან ჩატარდა და გამოძიებას ეს ვერსია არც კი გაუანალიზებია.
ვის აწყობდა მერაბ კოსტავას სიკვდილი?!
მერაბ კოსტავა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი იყო. მან ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ,
თითქმის მთელი ქართველი ერი გააერთიანა. ბატონი მერაბი მრავალპარტიულობის წინააღმდეგი იყო და მიაჩნდა, რომ ქართველი ერის გამთლიანებისთვის
ორი ძლიერი პარტია საკმარისი იქნებოდა.
იგი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაიბადა და მთელი სიცოცხლე სწორედ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირა.
1956 წელს 17 წლის მერაბი და ზვიადი დააპატიმრეს. ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ მათ გააგრძელეს ბრძოლა ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
1977 წელს ჰელსინკის ჯგუფის წევრები ისევ დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას ხუთი წელი გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მან ციმბირის საკონცენტრაციო
ბანაკში ათი წელი გაატარა. კომუნისტური ხელისუფლება გრძნობდა, რომ მერაბის მოდრეკა ან შეშინება შეუძლებელი იყო, ამიტომაც ცდილობდა
პატიმრობის ვადა გაეხანგრძლივებინა.
ციმბირიდან დაბრუნებული მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.
1988 წელს მან „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“ შექმნა და თავის ირგვლივ ეროვნული მოძრაობის ჯანსაღი ნაწილი შემოიკრიბა.
ხელისუფლებამ 1989 წლის 25 თებერვლის აქცია სასტიკად დაარბია. ამას მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და კომუნისტების მცდელობა
ეს სისხლიანი ღამე ლიდერებისთვის გადაებრალებინათ.
და ისევ მორიგი პროვოკაცია. 1989 წლის 15-16 ივლისი. აფხაზეთი. ბოროტების იმპერიამ კიდევ ერთი ნაღმის აფეთქება სცადა.
აფხაზმა სეპარატისტებმა დაარბიეს ქართული სკოლები, გაანადგურეს ყველაფერი ქართული, სასტიკად გაუსწორდნენ ქართველებს. მთელი სამეგრელო ფეხზე დადგა.
რამდენიმე ათასი ქართველი ენგურს მიადგა. მერაბ კოსტავა შეტაკების მეორე დღესვე სოხუმში ჩავიდა და ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებულ ქართველებს
მოუწოდა: “ძმებო, არ გაგაბრიყვონ, პროვოკაციაა, ყველაფერი ქართველებსა და აფხაზებს შორის ომის დასაწყებად არის გათვლილი.“
ასე იყო ქვემო ქართლშიც, როცა მარნეულში ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის შუღლის ჩაგდება სცადეს.
ისიც ფაქტია, რომ მერაბ კოსტავას დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ სამაჩაბლოში ომი დაიწყო და მისი შეჩერება უკვე ვეღარავინ შესძლო.
და მაინც, ვის აწყობდა მერაბ კოსტავას სიკვდილი?!
ალბათ, იმ ძალებს, ვისთვისაც მერაბისა და ზვიადის ერთად ყოფნა საშიში იყო. ისინი ხომ ერთმანეთს აწონასწორებდნენ. ალბათ, იმას ვისაც მიაჩნდა,
რომ მერაბი თავისი ვაჟკაცობით, უდრეკი ბუნებით, ყოველთვის ერის ზნეობრივი მაგალითი იქნებოდა.
იქნებ, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბევრ შემთხვევით პიროვნებას ვერც კი გაებედა ეროვნული ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში შეძრომა,
ერის გრძნობებით სპეკულაცია და ქართველთა სიცოცხლით ასე უმოწყალო თამაში.
ის ფაქტიც, რომ ავტოავარიის ერთ-ერთი მსხვერპლი, ზურაბ ჭავჭავაძე, თითქმის, მდგომარეობიდან გამოვიდა და მოგვიანებით
საავადმყოფოში ბოტკინით დაიღუპა, საეჭვოა.
სუკი მორიგი ბინძური პროვოკაციის გავრცელებასაც შეეცადა - ლიდერობის მანიით შეპყრობილმა ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავა თავიდან მოიცილაო.
მაგრამ ვინც ბატონ მერაბს იცნობდა, კარგად იცის, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არასდროს ჰქონია.
მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამია იხსენებს: ერთხელ ეზოში ვისხედით, მერაბი რაღაცაზე ფიქრობდა.
მერე შემომხედა და მითხრა: ხელისუფლებაში ეროვნული მთავრობა რომ მოვა, წავალ სოფელში, ავიღებ 600 მეტრ მიწას და...
მერე ისევ ჩაფიქრდა და მკითხა: ბიჭო, ხომ მომცემენ 600 მეტრ მიწასო?!
მერაბ კოსტავა ერის ზნეობის მაგალითი იყო. მოგვიანებით მის სახელს ბევრი ვაიპოლიტიკოსი ამოეფარა, ბევრი ამით დღესაც სპეკულირებს
და პოლიტიკურ დივიდენდებს იწერს.
როცა ქართველი ერის თავზე შემზარავი ტრაგედიები ერთმანეთის მიყოლებით დატრიალდა, როცა ქართველმა ქართველს ტყვია ესროლა, როცა სამაჩაბლო
დაიკარგა და აფხაზეთის ომში ქართველი ერის გენოფონდი ასე უმოწყალოდ განადგურდა, ხშირად ვფიქრობდით, სად არის ის ათასობით ქართველი,
21 ოქტომბერს მერაბის ცხედარს თვალცრემლიანი რომ მიაცილებდა-მეთქი.
და საგანგაშო ზარივით ისმის მერაბ კოსტავას სიტყვები: „თუ არ გავერთიანდებით, განგება ისეთ განსაცდელს მოგვივლენს, ერთმანეთს ვეძებდეთ ხელის ცეცებით...“ This post has been edited by Катеньки on 13 Oct 2021, 18:14
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.